10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი
"სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში სა­ქარ­თვე­ლომ 750 ათა­სი ქარ­თვე­ლი გაგ­ზავ­ნა. მათ­გან 300 ათას­ზე მეტი და­ი­ღუ­პა ან უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა... მას შემ­დეგ 70 წელ­ზე მეტი გა­ვი­და, მაგ­რამ შინ­მო­უს­ვლელ ქარ­თვე­ლებს დღემ­დე ეძე­ბენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი... ცნო­ბი­ლია, რომ ქერ­ჩის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ბრძო­ლებ­ში 224-ე ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზია მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და მათი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბიც...

ჩვენს მიერ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომზე მომ­ზა­დე­ბულ სტა­ტი­ებს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც აღ­მზრდე­ლი ბე­ბი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, ქერჩში, ბა­ბუ­ის, ბე­ბი­ის ძმის საფ­ლა­ვის მო­სა­ძებ­ნად გა­ე­შუ­რა...

მა­მუ­კა კვა­რა­ცხე­ლია:

- ბე­ბი­ა­ჩე­მი, ეკა­ტე­რი­ნე (ქარ­თლუ­რად, კატო), რო­მე­ლიც დე­და­სა­ვით მიყ­ვარ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელო­და მის ერ­თა­დერთ ძმას, ქი­ტას, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში 19 წლის წა­უყ­ვა­ნი­ათ. რად­გან ოჯახ­ში ერთი ბიჭი იყო, რამ­დენ­ჯერ­მე გა­დარ­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ერთ დღეს სოფ­ლის თავ­მჯდო­მა­რის შვილს მოს­ვლია გაწ­ვე­ვა და იმა­ნაც შვი­ლის ნაც­ვლად ქი­ტას უკრა ომში თავი... ვერც იმ სოფ­ლის თავ­მჯდო­მა­რის ოჯახ­მა გა­ი­ხა­რა თურ­მე: ყვე­ლა და­ი­ხო­ცაო, ვერც შვილ­მა გა­ი­ხა­რა და ოჯა­ხი მთლი­ა­ნად ამო­წყდა...

ქი­ტას და­ბა­დე­ბამ­დე ბე­ბი­ას მშობ­ლებს სამ­ჯერ ეყო­ლათ ვაჟი, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით სა­მი­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ქიტა მე­ო­თხე "მცდე­ლო­ბა" იყო. ვი­ღა­ცას ურ­ჩე­ვია, - თუ ახ­ლაც ვაჟი შე­გე­ძი­ნე­ბათ, უფ­ლის სა­ხე­ლი სა­არ­ქვი­თო და მა­თაც და­უ­ჯე­რე­ბი­ათ. პირ­და­პირ ქრის­ტე ვერა, მაგ­რამ ქიტა და­არ­ქვეს. მარ­თლაც, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე, არას­დროს არა­ფე­რი წა­მოს­ტკე­ნი­აო, - იგო­ნებ­და ბე­ბი­ა­ჩე­მი...

- ქერჩში იბ­რძო­და?

- დიახ, ქერჩში იბ­რძო­და და სა­ში­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი­სა და გან­საც­დე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, დებს წე­რი­ლებს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ხში­რად უგ­ზავ­ნი­და და სულ ხუმ­რობ­და. ბე­ბი­ას თვა­ლის­ჩი­ნი­ვით ჰქონ­და მისი წე­რი­ლე­ბი შე­ნა­ხუ­ლი, ახლა მე ვი­ნა­ხავ... ომში იყო, მაგ­რამ ეტყო­ბა, უშიშ­რად იყო, დებს ხში­რად წერ­და სა­ხა­ლი­სო წე­რი­ლებს. ბე­ბი­ა­ჩე­მი სულ მის ხსე­ნე­ბა­ში იყო, - ოც­ნე­ბად ჰქონ­და გა­დაქ­ცე­უ­ლი მისი ნახ­ვა.

წა­ი­კი­თხეთ: ქერჩში ნა­პოვ­ნი ნეშ­ტის სა­ი­დუმ­ლო - "ირაკ­ლი ბა­და­ლაშ­ვი­ლი მა­მა­ჩე­მია, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­დან ცო­ცხა­ლი დაბ­რუნ­და..."

არა­სო­დეს უთ­ქვამს, და­ი­ღუ­პაო, - ომში და­ი­კარ­გაო, ამ­ბობ­და ტი­რი­ლით. რო­გორც ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი კი არა, რო­გორც მე­გობ­რე­ბი ისე ვი­ყა­ვით, ორ­ჯერ გა­და­ვარ­ჩი­ნე სიკ­ვდილს... დავ­პირ­დი, ქერჩში ჩა­ვალ და შენი ძმის საფ­ლავს ვი­პო­ვი-მეთ­ქი. 91 წლის გარ­და­იც­ვა­ლა... წას­ვლამ­დე, სო­ფელ ატენ­ში ავე­დი და მისი მშობ­ლე­ბის საფ­ლა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე პეშ­ვი მიწა ავი­ღე. იქა­ურ კაცს, რო­მე­ლიც ბე­ბი­ის სა­ფი­ცა­რი ძმის ომში წაყ­ვა­ნას მოს­წრე­ბია, სუფ­თა ღვი­ნო გა­მო­ვარ­თვი, ქერჩში წა­სა­ღე­ბად მინ­და-მეთ­ქი... ეს იყო, 2005 წელს. კი­ე­ვი­დან ქერჩში ჩა­სულ­მა, სას­ტუმ­რო­ში­ვე და­ვი­წყე იმის გარ­კვვე­ვა, სად უნდა მე­პო­ვა ქარ­თვე­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი...

- ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სა­საფ­ლაო ცალ­კე იყო?

- დიახ... ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა მი­თხრეს, აქ ერთი ქარ­თვე­ლი კაცი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ქარ­თველ­თა საფ­ლა­ვებს უვ­ლის და პატ­რო­ნობ­სო. ვი­პო­ვე ეს კაცი, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი, დრომ და ემო­ცი­ამ და­მა­ვი­წყა, რაც ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, რად­გან მისი დახ­მა­რე­ბით, მო­ვი­ა­რეთ მთე­ლი ქერ­ჩი, ქარ­თველ­თა 6 სა­საფ­ლაო ვნა­ხეთ, სა­დაც ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე გა­ნის­ვე­ნებ­და...

- ქიტა პა­პას საფ­ლავს მი­ა­გე­ნით?

- ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ძე­ბე... იქა­ურ კო­მი­სა­რი­ატ­სა და არ­ქი­ვის სახ­ლშიც ვე­ძე­ბე, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ირ სა­ბუთს ვერ მი­ვა­გე­ნი... მერე, ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ სა­საფ­ლა­ო­ზე წაგ­ვიყ­ვა­ნა იმ კაც­მა, სა­დაც თა­ვად მას, შე­სას­ვლელ­თან მო­ნუ­მენ­ტი ჰქონ­და აგე­ბუ­ლი, სა­ეკ­ლე­სიო ზა­რი­თა და ქარ­თუ­ლი წარ­წე­რით: "მგზავ­რო, შე­ჩერ­დი, აქ შენ­თვის და­ღუ­პუ­ლე­ბი წვა­ნან!.."

ეს ად­გი­ლი, სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რია, უკ­რა­ი­ნე­ლი ცოლ-ქმრის, გვა­რად მი­ლოს­ლავ­სკე­ბის (ან მი­როს­ლავ­სკე­ბის) ყო­ფი­ლა. მო­ხუ­ცე­ბი, ავ­ტო­მა­ტის ჯერს რომ გა­ი­გო­ნებ­დნენ, უკვე იცოდ­ნენ, რომ გერ­მა­ნელ­მა ფა­შის­ტებ­მა საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი დახ­ვრი­ტეს და ღამე, ჩუ­მად მი­ე­პა­რე­ბოდ­ნენ, გვა­მი სახ­ლში მოჰ­ქონ­დათ და ქრის­ტი­ა­ნუ­ლად მარ­ხავ­დნენ. სა­ბუ­თებს კი ინა­ხავ­დნენ. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ეს დიდი რის­კის ფა­სად შე­ნა­ხუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია ად­გი­ლობ­რი­ვი კო­მი­სა­რი­ა­ტის­თვის გა­და­უ­ცი­ათ. მათი ეზო კი, სა­საფ­ლა­ოდ ქცე­უ­ლა... დაკ­რძა­ლულ­თა დიდი უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. რამ­დე­ნი­მე სო­მე­ხიც იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლი­სე­ლი სომ­ხე­ბი... რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა გვი­ამ­ბო, შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რს ჩა­მო­ა­კი­თხა ჭი­რი­სუ­ფალ­მა, ზოგ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­და­ას­ვე­ნა ოჯა­ხის წევ­რის ნეშ­ტი თურ­მე. ვინც ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, - საფ­ლა­ვის ქვა და­უდ­გა.

წა­ი­კი­თხეთ: ქერჩში და­კარ­გუ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ - "ბლი­ა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი­დან, ერთ დღეს ოთხი ადა­მი­ა­ნი, მამა და სამი ბიჭი წა­უყ­ვა­ნი­ათ..."

ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, მაგ­რამ ქიტა პა­პას საფ­ლა­ვი ვერც იქ ვი­პო­ვე... უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ხუ­ცე­ბის ეზო-სა­საფ­ლა­ოს კე­დელ­ზე საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბას დიდი სტე­ლა ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­დაც თუ­ჯის თითო ოთხკუ­თხედ­ზე ან­ბა­ნის მი­ხედ­ვით, დაკ­რძა­ლუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გვა­რე­ბი იყო ამოტვიფ­რუ­ლი... ვი­ფიქ­რე, აქ მა­ინც ვი­პო­ვი ქი­ტას გვარს-მეთ­ქი, მაგ­რამ თით­ქოს ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით, მა­ინც და მა­ინც "შ" ასოს გა­ყო­ლე­ბა­ზე მი­წე­რი­ლი გვა­რე­ბის ნი­შა­ნი იყო და­კარ­გუ­ლი... შემ­დეგ ვნა­ხე, რომ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სუ­რა­თე­ბი და­ემტვრი­ათ... ეს ის პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც, რუ­სეთ­ში ან­ტი­ქარ­თუ­ლი ის­ტე­რია მძვინ­ვა­რებ­და და ეტყო­ბა, ვი­ღა­ცამ, არც მისი მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბის ხსოვ­ნა და­ინ­დო... ერთი სი­ტყვით, ვერ ვნა­ხე ქი­ტას საფ­ლა­ვი. ამ სა­საფ­ლა­ოდ ქცე­ულ ეზო­ში, ვი­ჯე­ქი და ბავ­შვი­ვით ვტი­რო­დი...

- შე­საძ­ლოა, იყო ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, ვიდ­რე ვან­და­ლიზმს ჩა­ი­დენ­დნენ.

- შე­საძ­ლოა, მაგ­რამ მე ვერ ვი­პო­ვე ან ვერ მი­ვუს­წა­რი... ბე­ბი­ას ბოლო სურ­ვი­ლი ვერ ავუს­რუ­ლე. მა­ში­ნაც და ახ­ლაც თავს იმით ვიმ­შვი­დებ, რომ იმ ქარ­თვე­ლე­ბის სუ­ლებს მო­ვე­ფე­რე, ვინც ბრძო­ლის ველ­ზე, ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­ფი­ცარ ძმას­თან ერ­თად და­ე­ცა. იქ ერთი ვი­პო­ვე უც­ნო­ბი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლა­ვი, მის საფ­ლა­ვის ქვა­ზე არა­ფე­რი ეწე­რა. შე­საძ­ლოა, ჭი­რი­სუ­ფა­ლიც არ დარ­ჩა. ქიტა პა­პას­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მისი სოფ­ლი­დან წა­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მიწა იმ ჯა­რის­კაცს და­ვა­ყა­რე გულ­ზე და ატე­ნუ­რი ღვი­ნით ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლის შე­სან­დო­ბა­რი ვთქვით...

ფრაგ­მენ­ტე­ბი ქიტა შუღ­ლი­აშ­ვი­ლის მიერ ქერ­ჩი­დან მო­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი­დან:

"დებო, ახლა თქვე­ნი ნახ­ვა ძა­ლი­ან და დე­და­ჩე­მის ჯავ­რი მაქვს... რო­გორ იქ­ნე­ბით, რო­გორ ცხოვ­რობთ... მო­მი­კი­თხეთ ნაც­ნო­ბე­ბი ყვე­ლა. მე ახლა ვარ სომ­ხის სახ­ლში, რო­გორც დედა ისე გვივ­ლის ეს ქალი. მე და ერთი თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ვართ. იმის­თა­ნა სუფ­თა­თა ვართ. ჯერ­ჯე­რო­ბი­თი კარ­გად ვართ. მერე არ ვიცი, რო­გორ ვიქ­ნე­ბი..."

"სა­ლა­მი დას, ლი­დას... ჩემო საყ­ვა­რე­ლო დაო, ლიდა. გი­სურ­ვებ ცხოვ­რე­ბა­ში წინსვლას და მუ­დამ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას. მარ­თა­ლია, მალ­მა­ლე მომ­დის შენი წე­რი­ლი, მაგ­რამ უფრო მალ­მა­ლე გა­მო­მიგ­ზავ­ნე და ზა­პას­ნოი ფურ­ცლე­ბიც გა­მო­ა­ტა­ნეთ, თორე ქა­ღალ­დზე ცოტა უკაც­რა­ვა­თა ვარ... ახლა ლიდა ამ წე­რილს რომ ვწე­რამ, ერთი გოგო მარ­ჯვნივ მიმ­შვე­ნებს გვერ­დსა და მე­ო­რე მარ­ცხნივ. რუ­სის დუნ­კე­ე­ბი არი­ან. ოთახ­ში ვწერ ლამ­ფა­ზე. ახლა ნახ­ვამ­დის სუყ­ვე­ლას... 4/11.43წელი".

"სა­ლა­მი დაო, კატო... ჩვე­ნებს უთხა­რით, წე­რილ­ზე ნუ და­მენ­დუ­რე­ბი­ან. ჯერ ვერ მივ­წერ, მერე იმა­თაც გა­მო­ვუგ­ზავ­ნი. ახლა იმ­დე­ნად არ მცა­ლი­ან. წინა ხაზ­ზე ვარ უკვე. ორ­ჯერ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­დავ­რჩი... ეხლა არ ვიცი... კი­დევ მოგ­წე­რამ თუ გა­დავ­რჩი. დე­და­ჩე­მის ამ­ბა­ვიც გა­მა­გე­ბი­ნე რო­გორ არის, ცო­ცხა­ლია, თუ არა. კატო, ჩემი ვე­ლო­სი­პე­დის საქ­მე რო­გორ არის, ვის­თან არის. მომ­წე­რე... იქ­ნებ სულ და­ჟან­გე­ბუ­ლია ან დამ­ტვრე­უ­ლია. კატო ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი ვინ ჩა­მო­ვი­და ჯა­რი­დან, ან ვინ წა­იყ­ვა­ნეს, ან ვინ არის სახ­ლში, მომ­წე­რე. ახლა ნახ­ვამ­დის... 5 ოქ­ტომ­ბე­რი. 1943 წელი"

ეს იყო ბოლო წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ქიტა შუღ­ლი­აშ­ვილ­მა ოჯახს გა­მო­უგ­ზავ­ნა. შემ­დეგ მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­სუ­ლა. დები მას და­ღუ­პუ­ლად არას­დროს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, და­ი­კარ­გაო, ამ­ბობ­დნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

"სასაფლაოდ ქცეულ ეზოში უკრაინელი ცოლ-ქმარი ქართველებს მარხავდა..." - ბაბუის საფლავის საძებნელად ქერჩში წასული კაცის ნაამბობი

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 ათასი ქართველი გაგზავნა. მათგან 300 ათასზე მეტი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა... მას შემდეგ 70 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ შინმოუსვლელ ქართველებს დღემდე ეძებენ ოჯახის წევრები და ნათესავები... ცნობილია, რომ ქერჩის ნახევარკუნძულის ბრძოლებში 224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა, რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა. დაკარგულად ითვლებოდა მათი პირადი მონაცემებიც...

ჩვენს მიერ მეორე მსოფლიო ომზე მომზადებულ სტატიებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. რედაქციაში გვესტუმრა ადამიანი, რომელმაც აღმზრდელი ბებიისთვის მიცემული პირობა შეასრულა და მისი სიკვდილის შემდეგ, ქერჩში, ბაბუის, ბებიის ძმის საფლავის მოსაძებნად გაეშურა...

მამუკა კვარაცხელია:

- ბებიაჩემი, ეკატერინე (ქართლურად, კატო), რომელიც დედასავით მიყვარდა, მთელი ცხოვრება ელოდა მის ერთადერთ ძმას, ქიტას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში 19 წლის წაუყვანიათ. რადგან ოჯახში ერთი ბიჭი იყო, რამდენჯერმე გადარჩენილა, მაგრამ ერთ დღეს სოფლის თავმჯდომარის შვილს მოსვლია გაწვევა და იმანაც შვილის ნაცვლად ქიტას უკრა ომში თავი... ვერც იმ სოფლის თავმჯდომარის ოჯახმა გაიხარა თურმე: ყველა დაიხოცაო, ვერც შვილმა გაიხარა და ოჯახი მთლიანად ამოწყდა...

ქიტას დაბადებამდე ბებიას მშობლებს სამჯერ ეყოლათ ვაჟი, მაგრამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით სამივე გარდაიცვალა. ქიტა მეოთხე "მცდელობა" იყო. ვიღაცას ურჩევია, - თუ ახლაც ვაჟი შეგეძინებათ, უფლის სახელი საარქვითო და მათაც დაუჯერებიათ. პირდაპირ ქრისტე ვერა, მაგრამ ქიტა დაარქვეს. მართლაც, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, არასდროს არაფერი წამოსტკენიაო, - იგონებდა ბებიაჩემი...

- ქერჩში იბრძოდა?

- დიახ, ქერჩში იბრძოდა და საშინელი პირობებისა და განსაცდელის მიუხედავად, დებს წერილებს, შეძლებისდაგვარად ხშირად უგზავნიდა და სულ ხუმრობდა. ბებიას თვალისჩინივით ჰქონდა მისი წერილები შენახული, ახლა მე ვინახავ... ომში იყო, მაგრამ ეტყობა, უშიშრად იყო, დებს ხშირად წერდა სახალისო წერილებს. ბებიაჩემი სულ მის ხსენებაში იყო, - ოცნებად ჰქონდა გადაქცეული მისი ნახვა.

წაიკითხეთ: ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო - "ირაკლი ბადალაშვილი მამაჩემია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომიდან ცოცხალი დაბრუნდა..."

არასოდეს უთქვამს, დაიღუპაო, - ომში დაიკარგაო, ამბობდა ტირილით. როგორც ბებია და შვილიშვილი კი არა, როგორც მეგობრები ისე ვიყავით, ორჯერ გადავარჩინე სიკვდილს... დავპირდი, ქერჩში ჩავალ და შენი ძმის საფლავს ვიპოვი-მეთქი. 91 წლის გარდაიცვალა... წასვლამდე, სოფელ ატენში ავედი და მისი მშობლების საფლავიდან რამდენიმე პეშვი მიწა ავიღე. იქაურ კაცს, რომელიც ბებიის საფიცარი ძმის ომში წაყვანას მოსწრებია, სუფთა ღვინო გამოვართვი, ქერჩში წასაღებად მინდა-მეთქი... ეს იყო, 2005 წელს. კიევიდან ქერჩში ჩასულმა, სასტუმროშივე დავიწყე იმის გარკვვევა, სად უნდა მეპოვა ქართველების საფლავები...

- ქართველი მეომრების სასაფლაო ცალკე იყო?

- დიახ... ადგილობრივებმა მითხრეს, აქ ერთი ქართველი კაცი ცხოვრობს, რომელიც ქართველთა საფლავებს უვლის და პატრონობსო. ვიპოვე ეს კაცი, თუმცა, სამწუხაროდ, მისი სახელი და გვარი, დრომ და ემოციამ დამავიწყა, რაც ძალიან მაწუხებს, რადგან მისი დახმარებით, მოვიარეთ მთელი ქერჩი, ქართველთა 6 სასაფლაო ვნახეთ, სადაც ათასობით ჩვენი თანამემამულე განისვენებდა...

- ქიტა პაპას საფლავს მიაგენით?

- ძალიან დიდხანს ვეძებე... იქაურ კომისარიატსა და არქივის სახლშიც ვეძებე, მაგრამ ვერანაირ საბუთს ვერ მივაგენი... მერე, ქართველების ყველაზე დიდ სასაფლაოზე წაგვიყვანა იმ კაცმა, სადაც თავად მას, შესასვლელთან მონუმენტი ჰქონდა აგებული, საეკლესიო ზარითა და ქართული წარწერით: "მგზავრო, შეჩერდი, აქ შენთვის დაღუპულები წვანან!.."

ეს ადგილი, სასაფლაოს ტერიტორია, უკრაინელი ცოლ-ქმრის, გვარად მილოსლავსკების (ან მიროსლავსკების) ყოფილა. მოხუცები, ავტომატის ჯერს რომ გაიგონებდნენ, უკვე იცოდნენ, რომ გერმანელმა ფაშისტებმა საბჭოთა ჯარისკაცი დახვრიტეს და ღამე, ჩუმად მიეპარებოდნენ, გვამი სახლში მოჰქონდათ და ქრისტიანულად მარხავდნენ. საბუთებს კი ინახავდნენ. ომის დასრულების შემდეგ, ეს დიდი რისკის ფასად შენახული დოკუმენტაცია ადგილობრივი კომისარიატისთვის გადაუციათ. მათი ეზო კი, სასაფლაოდ ქცეულა... დაკრძალულთა დიდი უმეტესობა ქართველები იყვნენ. რამდენიმე სომეხიც იყო, სავარაუდოდ, თბილისელი სომხები... როგორც უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა გვიამბო, შემდეგ, დროთა განმავლობაში, ძალიან ბევრს ჩამოაკითხა ჭირისუფალმა, ზოგმა საქართველოშიც გადაასვენა ოჯახის წევრის ნეშტი თურმე. ვინც ეს ვერ მოახერხა, - საფლავის ქვა დაუდგა.

წაიკითხეთ: ქერჩში დაკარგულების კვალდაკვალ - "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

ბევრი ვიწვალე, მაგრამ ქიტა პაპას საფლავი ვერც იქ ვიპოვე... უკრაინელი მოხუცების ეზო-სასაფლაოს კედელზე საბჭოთა მთავრობას დიდი სტელა ჰქონდა გაკეთებული, სადაც თუჯის თითო ოთხკუთხედზე ანბანის მიხედვით, დაკრძალული ჯარისკაცების გვარები იყო ამოტვიფრული... ვიფიქრე, აქ მაინც ვიპოვი ქიტას გვარს-მეთქი, მაგრამ თითქოს ბედის უკუღმართობით, მაინც და მაინც "შ" ასოს გაყოლებაზე მიწერილი გვარების ნიშანი იყო დაკარგული... შემდეგ ვნახე, რომ ქართველი მეომრების სურათები დაემტვრიათ... ეს ის პერიოდი იყო, როდესაც, რუსეთში ანტიქართული ისტერია მძვინვარებდა და ეტყობა, ვიღაცამ, არც მისი მშვიდობიანი ცხოვრებისთვის თავდადებული მეომრების ხსოვნა დაინდო... ერთი სიტყვით, ვერ ვნახე ქიტას საფლავი. ამ სასაფლაოდ ქცეულ ეზოში, ვიჯექი და ბავშვივით ვტიროდი...

- შესაძლოა, იყო ჩამონათვალში, ვიდრე ვანდალიზმს ჩაიდენდნენ.

- შესაძლოა, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ან ვერ მივუსწარი... ბებიას ბოლო სურვილი ვერ ავუსრულე. მაშინაც და ახლაც თავს იმით ვიმშვიდებ, რომ იმ ქართველების სულებს მოვეფერე, ვინც ბრძოლის ველზე, ბებიაჩემის საფიცარ ძმასთან ერთად დაეცა. იქ ერთი ვიპოვე უცნობი ქართველი ჯარისკაცის საფლავი, მის საფლავის ქვაზე არაფერი ეწერა. შესაძლოა, ჭირისუფალიც არ დარჩა. ქიტა პაპასთვის განკუთვნილი მისი სოფლიდან წაღებული ქართული მიწა იმ ჯარისკაცს დავაყარე გულზე და ატენური ღვინით ყველა დაღუპული ქართველის შესანდობარი ვთქვით...

ფრაგმენტები ქიტა შუღლიაშვილის მიერ ქერჩიდან მოწერილი წერილებიდან:

"დებო, ახლა თქვენი ნახვა ძალიან და დედაჩემის ჯავრი მაქვს... როგორ იქნებით, როგორ ცხოვრობთ... მომიკითხეთ ნაცნობები ყველა. მე ახლა ვარ სომხის სახლში, როგორც დედა ისე გვივლის ეს ქალი. მე და ერთი თბილისელი ბიჭი ვართ. იმისთანა სუფთათა ვართ. ჯერჯერობითი კარგად ვართ. მერე არ ვიცი, როგორ ვიქნები..."

"სალამი დას, ლიდას... ჩემო საყვარელო დაო, ლიდა. გისურვებ ცხოვრებაში წინსვლას და მუდამ ფეხის ნაბიჯზე გამარჯვებას. მართალია, მალმალე მომდის შენი წერილი, მაგრამ უფრო მალმალე გამომიგზავნე და ზაპასნოი ფურცლებიც გამოატანეთ, თორე ქაღალდზე ცოტა უკაცრავათა ვარ... ახლა ლიდა ამ წერილს რომ ვწერამ, ერთი გოგო მარჯვნივ მიმშვენებს გვერდსა და მეორე მარცხნივ. რუსის დუნკეები არიან. ოთახში ვწერ ლამფაზე. ახლა ნახვამდის სუყველას... 4/11.43წელი".

"სალამი დაო, კატო... ჩვენებს უთხარით, წერილზე ნუ დამენდურებიან. ჯერ ვერ მივწერ, მერე იმათაც გამოვუგზავნი. ახლა იმდენად არ მცალიან. წინა ხაზზე ვარ უკვე. ორჯერ ვიყავი, მაგრამ გადავრჩი... ეხლა არ ვიცი... კიდევ მოგწერამ თუ გადავრჩი. დედაჩემის ამბავიც გამაგებინე როგორ არის, ცოცხალია, თუ არა. კატო, ჩემი ველოსიპედის საქმე როგორ არის, ვისთან არის. მომწერე... იქნებ სულ დაჟანგებულია ან დამტვრეულია. კატო ჩვენი ბიჭები ვინ ჩამოვიდა ჯარიდან, ან ვინ წაიყვანეს, ან ვინ არის სახლში, მომწერე. ახლა ნახვამდის... 5 ოქტომბერი. 1943 წელი"

ეს იყო ბოლო წერილი, რომელიც ქიტა შუღლიაშვილმა ოჯახს გამოუგზავნა. შემდეგ მის შესახებ ინფორმაცია არ მოსულა. დები მას დაღუპულად არასდროს მოიხსენიებდნენ, დაიკარგაო, ამბობდნენ...

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე