პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია
ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე ალა­ზან­ზე, სოფ­ლე­ბის ჯო­ყო­ლო­სა და დუ­მას­ტუ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ დას­რულ­და და რო­მელ­ზეც და­ახ­ლო­ე­ბით 286 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხა და­ი­ხარ­ჯა, უკვე იმ­დე­ნად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ მას­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­დას­ვლაც კი სა­ში­შია. ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 2013 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო, მაგ­რამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ჭი­ა­ნურ­და. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი იუ­წყე­ბო­და, რომ მშე­ნებ­ლო­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის გამო და­უს­რუ­ლე­ბელ­მა ხიდ­მა 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, რამ­დე­ნი­მე კი და­შავ­და.

მდი­ნა­რე ალა­ზან­ზე, ჯო­ყო­ლო-დუ­მას­ტუ­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბამ ორ ეტა­პად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პირ­ვე­ლი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი 2015 წლის 10 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცხად­და, მისი სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 208 000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა. ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ტენ­დენტს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უნდა ჰქო­ნო­და მი­ნი­მუმ 500 000 ლა­რის ანა­ლო­გი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მათ შო­რის, არა­ნაკ­ლებ 150 000 ლა­რის ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თან, ამ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ყვე­ლა პრე­ტენ­დენტს ელექტრო­ნუ­ლად უნდა აეტვირ­თა სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მხო­ლოდ ერ­თმა პრე­ტენ­დენ­ტმა - შპს "ტე­ქიმ­პექსმა" (ს/კ - 205280532), რო­მე­ლიც ისე გა­მო­ცხად­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად, რომ მის­თვის ანა­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი არ მო­უ­თხო­ვი­ათ და არც პრე­ტენ­დენ­ტის მიერ მომ­ხდა­რა მათი სის­ტე­მა­ში გან­თავ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბამ 2015 წლის 31 აგ­ვის­ტოს, 206 775 ლარ­ზე გა­ა­ფორ­მა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 4 თვის ვა­და­ში, - 2015 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ხოლო ობი­ექ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბი­დან 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლი იყო წარ­მოქ­მნი­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­მო­ე­ფხვრა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომლის მშენებლობაც ახლა დასრულდა, უკვე დაზიანებულია

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების ჯოყოლოსა და დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და რომელზეც დაახლოებით 286 000 ლარის ოდენობით საბიუჯეტო თანხა დაიხარჯა, უკვე იმდენად დაზიანებულია, რომ მასზე მსუბუქი ავტომობილით გადასვლაც კი საშიშია. ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, მაგრამ 3 წლის განმავლობაში გაჭიანურდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებოდა, რომ მშენებლობის გაჭიანურების გამო დაუსრულებელმა ხიდმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

მდინარე ალაზანზე, ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის მიზნით სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ახმეტის გამგეობამ ორ ეტაპად განახორციელა. პირველი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2015 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა, მისი სავარაუდო ღირებულება კი 208 000 ლარით განისაზღვრა. ტენდერის პირობების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 500 000 ლარის ანალოგიური სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, არანაკლებ 150 000 ლარის ხიდების მშენებლობის მიმართულებით. ამასთან, ამგვარი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ყველა პრეტენდენტს ელექტრონულად უნდა აეტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - შპს "ტექიმპექსმა" (ს/კ - 205280532), რომელიც ისე გამოცხადდა გამარჯვებულად, რომ მისთვის ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოუთხოვიათ და არც პრეტენდენტის მიერ მომხდარა მათი სისტემაში განთავდება. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ახმეტის გამგეობამ 2015 წლის 31 აგვისტოს, 206 775 ლარზე გააფორმა. სამუშაოები 4 თვის ვადაში, - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 2 წლის განმავლობაში კომპანია ვალდებული იყო წარმოქმნილი დაზიანებები აღმოეფხვრა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა