პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება
სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება

თოვ­ლის სა­ფა­რი სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუკ­რი­ან­ში 11 სან­ტი­მეტრს არ აღე­მა­ტე­ბა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა სამი დღეა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. "კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცია" აცხა­დებს, რომ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა სო­ფელ შა­ხ­ვე­ტი­ლას გარ­და ყვე­ლა და­სახ­ლე­ბას აღუდ­გი­ნეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე შუქი არც სო­ფელ მა­ღა­რო­ში აქვთ. უშუ­ქოდ დარ­ჩე­ნი­ლი სოფ­ლე­ბის ნა­წილ­ში, სა­დაც სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­სათ­ბო­ბად ელექტრო­ღუ­მე­ლებს იყე­ნე­ბენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს აც­დე­ნენ. უშუ­ქო­ბის გამო ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში პური არ იშო­ვე­ბა.

კა­ხეთ­ში 25 ოქ­ტომ­ბერს მო­თო­ვა და 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვ­და. რე­გი­ონ­ში 15 ათას­ზე მეტი ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა. თოვ­ლის სა­ფარ­მა სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნუკ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 1100 მეტრ სი­მაღ­ლე­ზეა და მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბის სტა­ტუ­სი აქვს, მაქ­სი­მუმ 14-15 სან­ტი­მეტრს მი­აღ­წია, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა სამი დღეა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი.

"მე­სა­მე დღეა შუქი არ არის. ამან დიდი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ჩვენ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო გვაქვს. ძა­ლი­ან ბევ­რი შეკ­ვე­თა გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი და ვზა­რალ­დე­ბით. არ შე­იძ­ლე­ბა ასე უყუ­რა­დღე­ბოდ იყოს სო­ფე­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლი, "კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ას" ვგუ­ლის­ხმობ. თვი­თონ ვა­ტყო­ბი­ნებ­დით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქა­რის დროს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მავ­თუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ედე­ბა, ხე­ე­ბი ნათ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე ახა­ლი წლის ფო­ე­ი­ერ­ვერ­კე­ბი­ვით. ძვე­ლი ხა­ზე­ბი, ძვე­ლი ელექტრო­ბო­ძე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია. ამის გა­მოს­წო­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ რომ ერთი წუ­თით და­ვაგ­ვი­ა­ნოთ გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და, ხომ გვიჭ­რი­ან ელექტრო­ე­ნერ­გი­ას? თუ მათ აქვთ უფ­ლე­ბე­ბი, ხალ­ხსაც ხომ აქვს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი?", - ამ­ბობს მაია გო­გი­ნაშ­ვი­ლი, "ნუკ­რი­ა­ნის სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება

სამი დღეა მოსახლეობას შუქი არ აქვს, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება

თოვლის საფარი სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში 11 სანტიმეტრს არ აღემატება, მაგრამ მოსახლეობა სამი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აცხადებს, რომ რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ შახვეტილას გარდა ყველა დასახლებას აღუდგინეს, თუმცა ამ დრომდე შუქი არც სოფელ მაღაროში აქვთ. უშუქოდ დარჩენილი სოფლების ნაწილში, სადაც საჯარო სკოლებში გასათბობად ელექტროღუმელებს იყენებენ, მოსწავლეები გაკვეთილებს აცდენენ. უშუქობის გამო ზოგიერთ რაიონში, სასურსათო მაღაზიებში პური არ იშოვება.

კახეთში 25 ოქტომბერს მოთოვა და 2 დღის განმავლობაში თოვდა. რეგიონში 15 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თოვლის საფარმა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზეა და მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს, მაქსიმუმ 14-15 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა მოსახლეობა სამი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

"მესამე დღეა შუქი არ არის. ამან დიდი პრობლემები შექმნა. ჩვენ სოციალური საწარმო გვაქვს. ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს მიღებული და ვზარალდებით. არ შეიძლება ასე უყურადღებოდ იყოს სოფელი დატოვებული, "კახეთის ენერგოდისტრიბუციას" ვგულისხმობ. თვითონ ვატყობინებდით, რომ ნებისმიერი ქარის დროს ელექტროენერგიის მავთულები ერთმანეთს ედება, ხეები ნათდებოდნენ ხოლმე ახალი წლის ფოეიერვერკებივით. ძველი ხაზები, ძველი ელექტრობოძები, რომლებიც ძალიან ავარიულ სიტუაციაშია. ამის გამოსწორება შესაძლებელია. ჩვენ რომ ერთი წუთით დავაგვიანოთ გადასახადის გადახდა, ხომ გვიჭრიან ელექტროენერგიას? თუ მათ აქვთ უფლებები, ხალხსაც ხომ აქვს თავისი უფლებები?", - ამბობს მაია გოგინაშვილი, "ნუკრიანის სახელოსნოების" ხელმძღვანელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა