პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ცეს­კოს წი­ნა­აღ­მდეგ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" ცეს­კოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის იმ ნა­წილს ასა­ჩივ­რებს, რომ­ლი­თაც მათ ცეს­კომ ექ­ვსი სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი მი­ა­კუთ­ვნა, თუმ­ცა მი­აჩ­ნი­ათ, რომ რე­ა­ლუ­რად მეტი ეკუთ­ვნით.

რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გოჩა თევ­დო­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლომ უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს მან­და­ტე­ბის დათ­მო­ბა, თუმ­ცა პარ­ტია სა­მარ­თლებ­რივ და­ვას გა­ნაგ­რძობს და მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ის ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ სურს ერთი მან­და­ტის დათ­მო­ბაც კი. ჯერ ცეს­კოს მი­ა­ღე­ბი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ახლა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს. აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და გოჩა თევ­დო­რა­ძემ.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, კახა ნა­რეკ­ლიშ­ვი­ლის თქმით, სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რეს არ ჰქონ­და არ­გუ­მენ­ტე­ბი, თუ რის გამო უნდა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა ცეს­კოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი აქტი. "სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ძა­ლა­ში და­ტო­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ, ამ ოქ­მის შედ­გე­ნის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ იხელ­მძღვა­ნე­ლა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 125-ე მუხ­ლის მო­თხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად და, ამ­დე­ნად, მო­სარ­ჩე­ლის მო­თხოვ­ნა, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 50-ე მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას, ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 125-ე მუხ­ლი, ეს სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კო­მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი -გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია" ცეს­კო-ს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის ბა­თი­ლად ცნო­ბას ითხოვს. შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნით, პარ­ტი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ცეს­კო-ს წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. რო­გორც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სში" გან­მარ­ტა­ვენ, მათ ცეს­კო-მ ექ­ვსი სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი მი­ა­კუთ­ვნა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მეტი ეკუთ­ვნით. პარ­ტი­ის წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მან­და­ტე­ბის ამ­გვა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. პარ­ტი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 17 მან­და­ტი, რო­მე­ლიც 5%-იან ბა­რი­ერს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი პარ­ტი­ე­ბის­გან მოგ­როვ­და, პარ­ლა­მენ­ტში შე­სულ ყვე­ლა პარ­ტი­ა­ზე თა­ნაბ­რად უნდა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო.

სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. "პატრიოტთა ალიანსი" ცესკოს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მათ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა მიაჩნიათ, რომ რეალურად მეტი ეკუთვნით.

როგორც სხდომის დასრულების შემდგომ "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს მანდატების დათმობა, თუმცა პარტია სამართლებრივ დავას განაგრძობს და მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ის ვერ გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ სურს ერთი მანდატის დათმობაც კი. ჯერ ცესკოს მიაღებინა გადაწყვეტილება, ახლა საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, კახა ნარეკლიშვილის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა არგუმენტები, თუ რის გამო უნდა გაეუქმებინა ცესკოს მიერ მიღებული აქტი. "სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ ოქმის შედგენის დროს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, თითქოს საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა მანდატების გადანაწილებას, ასევე საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი, ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. სრულიად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება", - აღნიშნა კომისიის წარმომადგენელმა.

"პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია" ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. როგორც "პატრიოტთა ალიანსში" განმარტავენ, მათ ცესკო-მ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა რეალურად მეტი ეკუთვნით. პარტიის წევრების მტკიცებით, მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ