18 ნოემბერს მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ვიზიტი იგეგმება.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის მიწვევით მიემგზავრება და კირილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, 23 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქართულ ტაძარს ეწვევა, სადაც ქართველ მრევლს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.