პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს წამომცდა: ჰამლეტი ხეზე დამეღუპებოდა, მის მოკრეფაში-მეთქი..." - ჰამლეტ გონაშვილის სიყვარულის ამბავი
"თითქოს წამომცდა: ჰამლეტი ხეზე დამეღუპებოდა, მის მოკრეფაში-მეთქი..." - ჰამლეტ გონაშვილის სიყვარულის ამბავი

ამ­ბობ­დნენ: "რუს­თავს" ჰყავს სო­ლის­ტი, რომ­ლის ხმას სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბა აქვს - ტალ­ღა­სა­ვით გა­და­დის მსმე­ნელ­ზე, კე­დელს ეჯა­ხე­ბა და მერე ისევ სო­ლისტს უბ­რუნ­დე­ბაო... მისი მოს­მე­ნის შემ­დეგ იმა­საც წერ­დნენ: და­ხუ­ჭე თვა­ლე­ბი, მო­უს­მი­ნე ხმას და სხვა­დას­ხვა ფერს და­ი­ნა­ხა­ვო.

ასე­თი იყო ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი - ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლი, უსა­ზღვროდ თავ­მდა­ბა­ლი და უშუ­ა­ლო კაცი, ღვთი­უ­რი ხმით, თა­ვი­სუ­ფა­ლი ბუ­ნე­ბი­თა და... დიდი სიყ­ვა­რუ­ლით.

ლა­მა­რა ცინ­ცა­ბა­ძე, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე:

- ჰამ­ლეტს მისი დე­ი­დაშ­ვი­ლის - ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლია ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე შევ­ხვდი. მა­გი­და ორ წყე­ბად იყო გაშ­ლი­ლი, ჩემ პირ­და­პირ დაჯ­და. მა­შინ 36 წლის ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან "წუ­ნი­ას" სა­ხე­ლი მქონ­და. ჰამ­ლე­ტი კი ჩემ­ზე 5 წლით უფ­რო­სი იყო და ალ­ბათ ისიც იმი­ტომ არ ქორ­წინ­დე­ბო­და, რომ სიყ­ვა­რულს ელო­დე­ბო­და. იმ პე­რი­ოდ­ში სი­ნათ­ლე იშ­ვი­ა­თად ქრე­ბო­და და რა­ტომ­ღაც მა­შინ ჩაქ­რა. ლამ­ფე­ბი აან­თეს. ჰამ­ლეტ­მა სას­წრა­ფოდ გა­მოჭ­რა "სალ­ფეთ­ქი" და ლამ­ფას ჩა­მო­ა­ფა­რა, - სი­ნათ­ლემ ძა­ლი­ან არ შე­გა­წუ­ხო­თო. მოკ­ლედ, აშ­კა­რად გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­და.

ამ ყუ­რა­დღე­ბით თით­ქოს ჩვენ შო­რის რა­ღაც გა­ი­ბა. რომ ვიშ­ლე­ბო­დით, ჩემ­მა დი­რექ­ტორ­მა მი­თხრა, გა­გა­ცი­ლე­ბო, მაგ­რამ ჰამ­ლეტ­მა აქაც იაქ­ტი­უ­რა და დასა და სი­ძეს­თან ერ­თად ჩვენ გა­მოგ­ვყვა. ორ-სამ დღე­ში, ვი­თომ თა­ვის დე­ი­დაშ­ვილს მო­ა­კი­თხა, სამ­სა­ხურ­ში გვეწ­ვია და სა­დღაც დაგვპა­ტი­ჟა...

მოკ­ლედ, ასე, ნელ-ნელა გა­ი­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბო­დით - უმე­ტეს ხანს მა­ინც გას­ტრო­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მახ­სოვს, ორ­ჯერ თუ ვიქ­ნე­ბო­დი შეხ­ვედ­რი­ლი, ქო­ბუ­ლეთ­ში რომ ვის­ვე­ნებ­დი და რა­დი­ო­ში გა­მო­ა­ცხა­დეს: ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს სიმ­ღე­რას "და­იგ­ვი­ა­ნე­სო". მისი სუფ­რას­თან ნამ­ღე­რი კი მქონ­და მოს­მე­ნი­ლი, მაგ­რამ... ვუს­მენ­დი "და­იგ­ვი­ა­ნესს" და ვგრძნობ­დი, თან­და­თან რო­გორ ჩავ­ვარ­დი ეი­ფო­რი­ა­ში. ემო­ცია ისე მო­მე­ძა­ლა, კარ­გა ხანს დავ­დი­ო­დი ზღვის ნა­პი­რას, აქეთ-იქით... ამის შემ­დეგ უკვე აღარც ვმა­ლავ­დი მის­და­მი სიმ­პა­თი­ას. ვგრძნობ­დი, რომ ჰამ­ლე­ტი მოვ­ლე­ნა იყო. ის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლი­დან "რუს­თავ­ში" გა­და­ვი­და და ჩვენც უფრო ხში­რად ვხვდე­ბო­დით, ვსა­უბ­რობ­დით, ერ­თმა­ნეთს ლექ­სებს ვუ­კი­თხავ­დით, ვე­ჯიბ­რე­ბო­დით კი­დეც ლექ­სის თქმა­ში, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კი, ასე, 1970-71 წელი იქ­ნე­ბო­და, შინ მო­მა­კი­თხა, და­ვი­ლა­პა­რა­კეთ და და­ქორ­წი­ნე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ. ტრა­დი­ცი­ე­ბის კაცი იყო და ჩემი ხელი თბი­ლის­ში მცხოვ­რებ ჩემს ბი­ძას სთხო­ვა, მე­ო­რე დღეს კი დავ­ქორ­წინ­დით.

გაგ­რძე­ლე­ბა+ფო­ტო­ე­ბი

"თითქოს წამომცდა: ჰამლეტი ხეზე დამეღუპებოდა, მის მოკრეფაში-მეთქი..." - ჰამლეტ გონაშვილის სიყვარულის ამბავი

"თითქოს წამომცდა: ჰამლეტი ხეზე დამეღუპებოდა, მის მოკრეფაში-მეთქი..." - ჰამლეტ გონაშვილის სიყვარულის ამბავი

ამბობდნენ: "რუსთავს" ჰყავს სოლისტი, რომლის ხმას საოცარი თვისება აქვს - ტალღასავით გადადის მსმენელზე, კედელს ეჯახება და მერე ისევ სოლისტს უბრუნდებაო... მისი მოსმენის შემდეგ იმასაც წერდნენ: დახუჭე თვალები, მოუსმინე ხმას და სხვადასხვა ფერს დაინახავო.

ასეთი იყო ჰამლეტ გონაშვილი - ძალიან მომხიბვლელი, უსაზღვროდ თავმდაბალი და უშუალო კაცი, ღვთიური ხმით, თავისუფალი ბუნებითა და... დიდი სიყვარულით.

ლამარა ცინცაბაძე, ჰამლეტ გონაშვილის მეუღლე:

- ჰამლეტს მისი დეიდაშვილის - ჩემი თანამშრომელი ლია ბოჭორიშვილის დაბადების დღეზე შევხვდი. მაგიდა ორ წყებად იყო გაშლილი, ჩემ პირდაპირ დაჯდა. მაშინ 36 წლის ვიყავი და ძალიან "წუნიას" სახელი მქონდა. ჰამლეტი კი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და ალბათ ისიც იმიტომ არ ქორწინდებოდა, რომ სიყვარულს ელოდებოდა. იმ პერიოდში სინათლე იშვიათად ქრებოდა და რატომღაც მაშინ ჩაქრა. ლამფები აანთეს. ჰამლეტმა სასწრაფოდ გამოჭრა "სალფეთქი" და ლამფას ჩამოაფარა, - სინათლემ ძალიან არ შეგაწუხოთო. მოკლედ, აშკარად განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.

ამ ყურადღებით თითქოს ჩვენ შორის რაღაც გაიბა. რომ ვიშლებოდით, ჩემმა დირექტორმა მითხრა, გაგაცილებო, მაგრამ ჰამლეტმა აქაც იაქტიურა და დასა და სიძესთან ერთად ჩვენ გამოგვყვა. ორ-სამ დღეში, ვითომ თავის დეიდაშვილს მოაკითხა, სამსახურში გვეწვია და სადღაც დაგვპატიჟა...

მოკლედ, ასე, ნელ-ნელა გაიბა ჩვენი ურთიერთობა, თუმცა იშვიათად ვხვდებოდით - უმეტეს ხანს მაინც გასტროლებზე იმყოფებოდა. მახსოვს, ორჯერ თუ ვიქნებოდი შეხვედრილი, ქობულეთში რომ ვისვენებდი და რადიოში გამოაცხადეს: ჰამლეტ გონაშვილი შეასრულებს სიმღერას "დაიგვიანესო". მისი სუფრასთან ნამღერი კი მქონდა მოსმენილი, მაგრამ... ვუსმენდი "დაიგვიანესს" და ვგრძნობდი, თანდათან როგორ ჩავვარდი ეიფორიაში. ემოცია ისე მომეძალა, კარგა ხანს დავდიოდი ზღვის ნაპირას, აქეთ-იქით... ამის შემდეგ უკვე აღარც ვმალავდი მისდამი სიმპათიას. ვგრძნობდი, რომ ჰამლეტი მოვლენა იყო. ის სახელმწიფო ანსამბლიდან "რუსთავში" გადავიდა და ჩვენც უფრო ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთს ლექსებს ვუკითხავდით, ვეჯიბრებოდით კიდეც ლექსის თქმაში, ერთ მშვენიერ დღეს კი, ასე, 1970-71 წელი იქნებოდა, შინ მომაკითხა, დავილაპარაკეთ და დაქორწინებაც გადავწყვიტეთ. ტრადიციების კაცი იყო და ჩემი ხელი თბილისში მცხოვრებ ჩემს ბიძას სთხოვა, მეორე დღეს კი დავქორწინდით.

გაგრძელება+ფოტოები

"მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან შეწყდა, ყველაზე მეტი პირი იტალიიდან შემოდის" - ამირან გამყრელიძე უახლესი მონაცემებით

10 ფოტო სკოლებიდან, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო - ნახეთ, რა კეთდება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოს სასწავლებლებში

"ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ზიარებასა და ხატების მთხვევაზე