პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრწანისის" ცენტრიდან გაქცეული ორი პირის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია
"კრწანისის" ცენტრიდან გაქცეული ორი პირის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "კრწა­ნი­სის" სას­წავ­ლო ცენ­ტრში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე ორი პი­რის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვი­დან 5 დღის შემ­დეგ უწყე­ბას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, და­ტო­ვეს თუ არა ამ პი­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, იმ მო­ტი­ვით, რომ გიგა შენ­გე­ლი­ას თან­მხლე­ბი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­უდ­გე­ნე­ლია, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ას არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­მარ­თავს იმის და­სად­გე­ნად, გა­დაკ­ვე­თა თუ არა "კრწა­ნი­სის" სას­წავ­ლო ცენ­ტრი­დან გაქ­ცე­ულ­მა ორმა პირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი.

"არ ვი­ცით, ჯერ­ჯე­რო­ბით სად არი­ან და ვინ არი­ან ეს პი­რე­ბი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი დად­გე­ნი­ლი", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 ოქ­ტომ­ბერს ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გან­წეს­ში მყო­ფი გუ­შა­გის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას და თავს და­ესხნენ მას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი გიგა შენ­გე­ლი­აა. ეძე­ბენ კი­დევ ორ პირს, რომ­ლებ­მაც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"კრწანისის" ცენტრიდან გაქცეული ორი პირის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია

"კრწანისის" ცენტრიდან გაქცეული ორი პირის ვინაობა ჯერ კიდევ დაუდგენელია

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევის მონაწილე ორი პირის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და შესაბამისად, მომხდარი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ უწყებას არ აქვს ინფორმაცია, დატოვეს თუ არა ამ პირებმა საქართველო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იმ მოტივით, რომ გიგა შენგელიას თანმხლები პირების ვინაობა დაუდგენელია, სამხედრო პოლიციას არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუმართავს იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა "კრწანისის" სასწავლო ცენტრიდან გაქცეულმა ორმა პირმა საქართველოს საზღვარი.

"არ ვიცით, ჯერჯერობით სად არიან და ვინ არიან ეს პირები, თუმცა ძალიან მალე იქნება ყველაფერი დადგენილი", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიგა შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"