მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინი - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს
დიმიტრი შაშკინი - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის აზ­რით, კრწა­ნი­სის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­სას და­ღუ­პუ­ლი გიგა შენ­გე­ლი­ას მა­მას პო­ზი­ცია ზე­წო­ლის შე­დე­გად შე­აც­ვლე­ვი­ნეს.

რო­გორც შაშ­კინ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო რო­მან შენ­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გა­მო­ძი­ე­ბას ენ­დო­ბა.

"მე მინ­და სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დო ამ ოჯახს, სა­დაც არის დიდი უბე­დუ­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ ბა­ტო­ნის მე­ო­რე შვი­ლი მსა­ხუ­რობს ამ ბა­ზა­ზე. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნიც არის ხომ? მის ბედ­ზე ვსა­უბ­რობთ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ბერ­კე­ტი, რათა ოჯა­ხი გა­ჩუმ­დეს", - აღ­ნიშ­ნა შაშ­კინ­მა.

მისი აზ­რით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ახლა ცდი­ლობს სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მის და­მალ­ვას, რო­მე­ლიც უცხო პი­რე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე შეს­ვლას ეხე­ბა და რა­საც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა მოჰ­ყვეს.

"კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ოდ­ნა­ვაც რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ, თქვენ მიხ­ვდე­ბით, თუ რას აკე­თებს ახლა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­კეთ­და, სა­უ­ბა­რი იყო თავ­დას­ხმა­ზე კრწა­ნი­სის სას­წავ­ლო ცენ­ტრზე. მერე ეს შე­იც­ვა­ლა და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად მიჰ­ყავთ ქურ­დო­ბის­კენ ან ძარ­ცვის­კენ. ეს კეთ­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი მიზ­ნით, რომ და­ი­მა­ლოს ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც იქ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გე­ტყვით, რომ აქ არის სა­უ­ბა­რი უცხო პირ­თა შეს­ვლა­ზე სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იყო სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თის. ქუ­ჩი­დან თქვენ იქ ვერ შეხ­ვალთ. ეს არ არის რუს­თა­ვე­ლის "მაკ­დო­ნალდსი", სა­დაც რო­დე­საც გინ­და შეხ­ვალ, რო­დე­საც გინ­და, გა­მოხ­ვალ. მო­შო­რე­ბუ­ლია ტრა­სი­დან. ბაზა არის და­ცუ­ლი. ბა­ზის გარ­შე­მო და­მაგ­რე­ბუ­ლია სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი. არის რამ­დე­ნი­მე სა­გუ­შა­გო, არ­სე­ბობს თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ე­ბი. გას­რო­ლა მოხ­და არა სა­გუ­შა­გო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც პე­რი­მეტრს იცავს, არა­მედ თვი­თონ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ვი­საც ვე­სა­უბ­რე, თან­ხმდე­ბა, რომ შემ­თხვე­ვით გუ­შაგ­მა ეს ხალ­ხი და­ი­ნა­ხა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­თხვე­ვით მოხ­და მათი შეხ­ვედ­რა და გუ­შაგ­მა სამ­წუ­ხა­როდ, ეს­რო­ლა, მაგ­რამ ის არა­მარ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლი იყო, გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. მთე­ლი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს იმის ნიშ­ნე­ბი, რომ იქ არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­სი - ვი­საც უნდა მო­დის, ვი­საც უნდა მი­დის. შე­იძ­ლე­ბა სა­ნა­ხა­ვად და­დი­ან, მაგ­რამ ჩვენ არ ვართ და­ცუ­ლე­ბი, რომ ხვალ ვინც მოვა, ია­რაღს არ წა­ი­ღებს იქი­დან. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ცდი­ლობს, რომ და­მა­ლოს პრობ­ლე­მა, იმი­ტომ, რომ მა­შინ დგე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ოფიც­რე­ბის და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ვინ და­უშ­ვა, რომ ვი­საც უნდა შე­მო­დის ბა­ზა­ზე და ვი­საც უნდა გა­მო­დის?", - გა­ნა­ცხა­და შაშ­კინ­მა.

მისი აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა წა­ვი­დეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გზით და პირ­ველ რიგ­ში და­ად­გი­ნოს, ამ ობი­ექ­ტზე შეს­ვლის მარ­შრუ­ტი, რის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა დად­გე­ნა, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო.

"მე მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი, ჩემი ეჭვი, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს იყო რო­მე­ლი­მე ოფიც­რის, კაპ­რა­ლის ან სერ­ჟან­ტის დო­ნე­ზე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი, რომ ისი­ნი ატა­რებ­დნენ მე­გობ­რებ­თან მო­სულ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შეც­დო­მას უშ­ვებს, როცა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ იქ არი­ან აშშ-ის და ნატო-ს ოფიც­რე­ბი და ამე­რი­კის მთავ­რო­ბა, ისე­ვე, რო­გორც ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი, თა­ვის გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ა­ტა­რებს, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო, თუმ­ცა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან "სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უბ­რე­ბი" ექ­ნე­ბათ.

"ეს ჩვენ დაგ­ვი­მა­ლა­ვენ და გვე­ტყვი­ან, რომ სამი ტყვია მო­ი­პა­რა და გა­იქ­ცა. დიდი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, რომ ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მაგ­რამ ამას მოჰ­ყვე­ბა კი­დევ უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბა - ნდო­ბის და­კარ­გვა ჩვენს და ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს შო­რის. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არ არის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი რამე არის ნდო­ბა­ზე - ოფიც­რებს შო­რის, ჯა­რის­კა­ცებს შო­რის. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა, რამ­დე­ნად მა­ღა­ლი ნდო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იქ­ნე­ბა ჩვენს ოფიც­რებს შო­რის და იგი­ვე ნატო-ს ოფიც­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც იქ მსა­ხუ­რო­ბენ. სი­რი­ა­ში მი­დის ომი და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სა­ში­შო­რე­ბა არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. აქ გვყავს ამე­რი­კე­ლი და ნატო-ს ოფიც­რე­ბი და ირ­კვე­ვა, რომ შე­იძ­ლე­ბა შე­მოხ­ვი­დე სა­დაც მათ სძი­ნავთ და "ბა­ლო­ნი" ეს­რო­ლო გუ­შაგს, და­ლიო თითო ჭიქა, მე­გო­ბა­რი ნახო... ნდო­ბა და­ი­კარ­გა, ამ ნდო­ბის აღ­სად­გე­ნად ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ჩვენ ეს გა­ვი­გეთ, იმი­ტომ, რომ იყო მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნი. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ეს ბიჭი მოკ­ლუ­ლი, ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ­დით. რა ხდე­ბა სხვა ბა­ზებ­ზე? სამ­წუ­ხა­როდ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს არ ეს­მის ერთი რამ - რა­საც ახლა აკე­თებს, აკე­თებს ცუდს, იმი­ტომ, რომ თა­ვის დრო­ზე მყვინ­თა­ვე­ბის და­ღუპ­ვის დროს რომ ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი სწო­რი ზო­მე­ბი, არ მოხ­დე­ბო­და ბოდ­ბე. ბოდ­ბე­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ მი­ე­ღოთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არ მოხ­დე­ბო­და ეს ფაქ­ტი. ანუ, თუ შენ გინ­და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, უნდა აღი­ა­რო, რომ პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს პრობ­ლე­მე­ბი უწყე­ბა­ში დიდი ხნის წინ და­ი­წყო და ლე­ვან იზო­რი­ას ბრა­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ ახლა აძ­ლევს თა­ვის აპა­რატს უფ­ლე­ბას, და­მა­ლონ რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დიმიტრი შაშკინი - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

დიმიტრი შაშკინი - კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის აზრით, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტისას დაღუპული გიგა შენგელიას მამას პოზიცია ზეწოლის შედეგად შეაცვლევინეს.

როგორც შაშკინმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო რომან შენგელიას განცხადება იმის თაობაზე, რომ გამოძიებას ენდობა.

"მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ამ ოჯახს, სადაც არის დიდი უბედურება. მოგეხსენებათ, რომ ამ ბატონის მეორე შვილი მსახურობს ამ ბაზაზე. ცოცხალი ადამიანიც არის ხომ? მის ბედზე ვსაუბრობთ და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რომ გამოყენებული იქნება ყველა ბერკეტი, რათა ოჯახი გაჩუმდეს", - აღნიშნა შაშკინმა.

მისი აზრით, თავდაცვის სამინისტრო ახლა ცდილობს სისტემური პრობლემის დამალვას, რომელიც უცხო პირების სამხედრო ბაზაზე შესვლას ეხება და რასაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.

"კრიტიკული აზროვნება ოდნავაც რომ გამოიყენოთ, თქვენ მიხვდებით, თუ რას აკეთებს ახლა თავდაცვის სამინისტრო. პირველ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა, საუბარი იყო თავდასხმაზე კრწანისის სასწავლო ცენტრზე. მერე ეს შეიცვალა და ახლა გამოძიება ხელოვნურად მიჰყავთ ქურდობისკენ ან ძარცვისკენ. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დაიმალოს ის პრობლემა, რომელიც იქ არსებობს. ნებისმიერი პროფესიონალი გეტყვით, რომ აქ არის საუბარი უცხო პირთა შესვლაზე სამხედრო ბაზაზე. სავარაუდოდ, ეს იყო სისტემატური ხასიათის. ქუჩიდან თქვენ იქ ვერ შეხვალთ. ეს არ არის რუსთაველის "მაკდონალდსი", სადაც როდესაც გინდა შეხვალ, როდესაც გინდა, გამოხვალ. მოშორებულია ტრასიდან. ბაზა არის დაცული. ბაზის გარშემო დამაგრებულია სათვალთვალო კამერები. არის რამდენიმე საგუშაგო, არსებობს თავდაცვის ზღუდეები. გასროლა მოხდა არა საგუშაგოებიდან, რომელიც პერიმეტრს იცავს, არამედ თვითონ ტერიტორიაზე. ყველა პროფესიონალი, ვისაც ვესაუბრე, თანხმდება, რომ შემთხვევით გუშაგმა ეს ხალხი დაინახა. აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა და გუშაგმა სამწუხაროდ, ესროლა, მაგრამ ის არამარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო, გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი. მთელი პრობლემა არის ის, რომ სისტემური დანაშაულის ნიშნები არსებობს. არსებობს იმის ნიშნები, რომ იქ არის აბსოლუტური ქაოსი - ვისაც უნდა მოდის, ვისაც უნდა მიდის. შეიძლება სანახავად დადიან, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაცულები, რომ ხვალ ვინც მოვა, იარაღს არ წაიღებს იქიდან. თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, რომ დამალოს პრობლემა, იმიტომ, რომ მაშინ დგება კონკრეტული ოფიცრების და თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხი. ვინ დაუშვა, რომ ვისაც უნდა შემოდის ბაზაზე და ვისაც უნდა გამოდის?", - განაცხადა შაშკინმა.

მისი აზრით, გამოძიება უნდა წავიდეს ძალიან მარტივი გზით და პირველ რიგში დაადგინოს, ამ ობიექტზე შესვლის მარშრუტი, რის შემდეგაც ძალიან მარტივი იქნება დადგენა, ვისი პასუხისმგებლობა იყო.

"მე მაქვს საფუძვლიანი, ჩემი ეჭვი, რომ სავარაუდოდ, ეს იყო რომელიმე ოფიცრის, კაპრალის ან სერჟანტის დონეზე მოგვარებული საკითხი, რომ ისინი ატარებდნენ მეგობრებთან მოსულ სამოქალაქო პირებს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო შეცდომას უშვებს, როცა არ ითვალისწინებს, რომ იქ არიან აშშ-ის და ნატო-ს ოფიცრები და ამერიკის მთავრობა, ისევე, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, თავის გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც არ იქნება საჯარო, თუმცა თავდაცვის სამინისტროსთან "სერიოზული საუბრები" ექნებათ.

"ეს ჩვენ დაგვიმალავენ და გვეტყვიან, რომ სამი ტყვია მოიპარა და გაიქცა. დიდი უბედურება მოხდა, რომ ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამას მოჰყვება კიდევ უფრო დიდი უბედურება - ნდობის დაკარგვა ჩვენს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. შეიარაღებული ძალები არ არის კულტურის სამინისტრო. აქ ძალიან ბევრი რამე არის ნდობაზე - ოფიცრებს შორის, ჯარისკაცებს შორის. ძალიან მაღალი პრობლემა გვექნება, რამდენად მაღალი ნდობის კოეფიციენტი იქნება ჩვენს ოფიცრებს შორის და იგივე ნატო-ს ოფიცრებს შორის, რომლებიც იქ მსახურობენ. სირიაში მიდის ომი და ტერორისტული აქტების საშიშორება არის ძალიან მაღალი. აქ გვყავს ამერიკელი და ნატო-ს ოფიცრები და ირკვევა, რომ შეიძლება შემოხვიდე სადაც მათ სძინავთ და "ბალონი" ესროლო გუშაგს, დალიო თითო ჭიქა, მეგობარი ნახო... ნდობა დაიკარგა, ამ ნდობის აღსადგენად ძალიან ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ჩვენ ეს გავიგეთ, იმიტომ, რომ იყო მოკლული ადამიანი. რომ არ ყოფილიყო ეს ბიჭი მოკლული, ვერაფერს გავიგებდით. რა ხდება სხვა ბაზებზე? სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს არ ესმის ერთი რამ - რასაც ახლა აკეთებს, აკეთებს ცუდს, იმიტომ, რომ თავის დროზე მყვინთავების დაღუპვის დროს რომ ყოფილიყო მიღებული სწორი ზომები, არ მოხდებოდა ბოდბე. ბოდბეში მომხდართან დაკავშირებით რომ მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები, არ მოხდებოდა ეს ფაქტი. ანუ, თუ შენ გინდა პრობლემების მოგვარება, უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე თქმით, ეს პრობლემები უწყებაში დიდი ხნის წინ დაიწყო და ლევან იზორიას ბრალი მხოლოდ ის არის, რომ ახლა აძლევს თავის აპარატს უფლებას, დამალონ რეალური ფაქტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."