მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე გამიღიმა ბედმა..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა?
"მე გამიღიმა ბედმა..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა?

მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში გზის გაკ­ვალ­ვა­ში კი­დევ ერთ ქარ­თველ ბიჭს და­ეხ­მა­რე­ბა. "ვო­ი­სის" ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელს თავი თა­მა­მი ნომ­რე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა, რუ­სეთ­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა და სულ მალე ერთ-ერთი რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტის წევ­რი გახ­დე­ბა.

Ambebi.ge ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და და შე­ე­ცა­და დე­ტა­ლუ­რად გა­ერ­კვია, რას უკავ­შირ­დე­ბა მისი რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა.

- ნატო დუმ­ბა­ძის შუ­ა­მავ­ლო­ბით და ქე­თას დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა ერთ-ერთი რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი­დან, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ვემ­გზავ­რე. სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რალს გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს, რუ­სეთ­ში კი დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი ბა­ზა­რია და შე­ვეც­დე­ბი იქა­ურ შოუ-ბიზ­ნეს­ში თავი და­ვიმ­კვიდ­რო. რა­ღაც კას­ტინ­გში უნდა მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც რე­კო­მენ­და­ცი­ას მი­წევს ქეთა თო­ფუ­რია. და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მაქვს.

- სად გა­ი­ცა­ნით ქეთა თო­ფუ­რია?

- ქეთა "ვო­ის­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი, მე მისი გუნ­დის წევ­რი ვი­ყა­ვი და დავ­მე­გობ­რდით კი­დეც. შო­უ­ზე დაგვპირ­და დახ­მა­რე­ბას და დღემ­დე აგ­რძე­ლებს ამას. გი­ორ­გი ნა­დი­ბა­ი­ძე სწო­რედ ქე­თას და ნატო დუმ­ბა­ძის დახ­მა­რე­ბით წა­ვი­და იურ­მა­ლა­ზე. ახლა მე გა­მი­ღი­მა ბედ­მა. ქე­თას რე­კო­მენ­და­ცია ბევრ რა­მეს ნიშ­ნავს, მო­თხოვ­ნა­დი და პა­ტივ­სა­ცე­მი მომ­ღე­რა­ლია და როცა მისი სა­ხე­ლით გა­დი­ხარ, ბევ­რს ნიშ­ნავს.

- აქამ­დე გქონ­დათ რუ­სეთ­თან შე­ხე­ბა?

- ადრე ვცხოვ­რობ­დი მოს­კოვ­ში, კა­რი­ე­რის გამო პირ­ვე­ლად მივ­დი­ვარ.

- ალ­ბათ იმი­ჯის ცვლი­ლე­ბაც მო­გი­წევს...

- მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით ჩავ­დი­ვარ რუ­სეთ­ში, არის სა­უ­ბა­რი იმი­ჯის შეც­ვლა­ზე, პა­ტა­რა ცვლი­ლე­ბე­ბი მჭირ­დე­ბა და ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა. რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მომ­ცა სამ­თვი­ა­ნი ვიზა და ამ დრო­ის ვა­და­ში სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყდე­ბა.

- მზად ხარ იმ კრი­ტი­კის­თვის, რაც თქვენს რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს?

- ეს ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა. როცა გეძ­ლე­ვა შან­სი მწვერ­ვა­ლე­ბი და­ი­პყრო, რა­ტომ უნდა თქვა უარი? ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა. უსაქ­მუ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მე გამიღიმა ბედმა..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა?

"მე გამიღიმა ბედმა..." - ვინ არის ბიჭი, რომელიც ქეთა თოფურიამ მოსკოვში წაიყვანა?

მომღერალი ქეთა თოფურია რუსულ შოუბიზნესში გზის გაკვალვაში კიდევ ერთ ქართველ ბიჭს დაეხმარება. "ვოისის" ყოფილი მონაწილე ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მაყურებელს თავი თამამი ნომრებით დაამახსოვრა, რუსეთში უკვე გაემგზავრა და სულ მალე ერთ-ერთი რუსული პროექტის წევრი გახდება.

Ambebi.ge ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა და შეეცადა დეტალურად გაერკვია, რას უკავშირდება მისი რუსეთში გამგზავრება.

- ნატო დუმბაძის შუამავლობით და ქეთას დახმარებით მივიღე მოწვევა ერთ-ერთი რუსული პროექტიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ გავემგზავრე. სამწუხაროდ საქართველოში, პროექტების დასრულების შემდეგ მომღერალს განვითარების პერსპექტივა არ აქვს, რუსეთში კი დიდი მუსიკალური ბაზარია და შევეცდები იქაურ შოუ-ბიზნესში თავი დავიმკვიდრო. რაღაც კასტინგში უნდა მივიღო მონაწილეობა, სადაც რეკომენდაციას მიწევს ქეთა თოფურია. დამატებითი დეტალების გამხელის უფლება კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე არ მაქვს.

- სად გაიცანით ქეთა თოფურია?

- ქეთა "ვოისში" მონაწილეობისას გავიცანი, მე მისი გუნდის წევრი ვიყავი და დავმეგობრდით კიდეც. შოუზე დაგვპირდა დახმარებას და დღემდე აგრძელებს ამას. გიორგი ნადიბაიძე სწორედ ქეთას და ნატო დუმბაძის დახმარებით წავიდა იურმალაზე. ახლა მე გამიღიმა ბედმა. ქეთას რეკომენდაცია ბევრ რამეს ნიშნავს, მოთხოვნადი და პატივსაცემი მომღერალია და როცა მისი სახელით გადიხარ, ბევრს ნიშნავს.

- აქამდე გქონდათ რუსეთთან შეხება?

- ადრე ვცხოვრობდი მოსკოვში, კარიერის გამო პირველად მივდივარ.

- ალბათ იმიჯის ცვლილებაც მოგიწევს...

- მრავალფეროვანი რეპერტუარით ჩავდივარ რუსეთში, არის საუბარი იმიჯის შეცვლაზე, პატარა ცვლილებები მჭირდება და ვნახოთ რა იქნება. რუსეთის კულტურის სამინისტრომ მომცა სამთვიანი ვიზა და ამ დროის ვადაში საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდება.

- მზად ხარ იმ კრიტიკისთვის, რაც თქვენს რუსეთში გამგზავრებას შეიძლება მოჰყვეს?

- ეს ჩემთვის სასაცილოა. როცა გეძლევა შანსი მწვერვალები დაიპყრო, რატომ უნდა თქვა უარი? ჯანსაღი კრიტიკა ჩემთვის მისაღები იქნება. უსაქმურების ყურადღებას არ ვაქცევ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ მელოტად დაასახელეს

"დაუვიწყარია სცენიდან დანახული თვალცრემლიანი ქართველი ემიგრანტების ოვაციები" - საქართველოდან 21 წლის წინ წასული პიანისტი, რომელმაც ფლორიდაში დიდ წარმატებას მიაღწია

"ვინ არის დამნაშავე?" -  როგორ იღებდნენ გრანდიოზულ სცენებს, რომელსაც იმჟამინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში ანალოგი არ ჰქონდა?