პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კაცი ბიძაჩემია, რომელსაც ჩემი ოჯახი წლები ელოდა..." - ქართველი ელჩის ნაამბობი ომში დაკარგულ ნათესავზე
"ეს კაცი ბიძაჩემია, რომელსაც ჩემი ოჯახი წლები ელოდა..." - ქართველი ელჩის ნაამბობი ომში დაკარგულ ნათესავზე

გან­ვაგ­რძობთ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის თე­მას, რად­გან გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი არ წყდე­ბა... წინა სტა­ტი­ა­ში, ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა, და­ვით ბლი­ა­ძემ მოგ­ვა­წო­და არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტუ­რი ცნო­ბე­ბი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს, სხვა­დას­ხვა ვი­თა­რე­ბა­ში და­ღუ­პუ­ლი და ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის იყო ვა­ლი­კო მი­ქა­ვას ფოტო და დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა.

ამ სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, რე­დაქ­ცი­ა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­და, გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, ლადო ჭან­ტუ­რია და გვაც­ნო­ბა, რომ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ვა­ლი­კო მი­ქა­ვა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნუ­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ გი­ორ­ლიც­ში, ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ და­ი­ღუ­პა, დე­და­მი­სის ძმა იყო, რომ­ლის შე­სა­ხებ ოჯახს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ღია.

ბერ­ლი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩი, ლადო ჭან­ტუ­რია დაგ­ვი­კავ­შირ­და და და­კარ­გუ­ლი ნა­თე­სა­ვის ის­ტო­რია გვი­ამ­ბო:

- პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის­თვის. ბე­ბია-ბა­ბუა ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ შვი­ლის შე­სა­ხებ არა­ვი­თა­რი ცნო­ბე­ბი გა­აჩ­ნდათ... ბე­ბი­ას­გან ვიცი, რომ მფრი­ნა­ვო­ბა უნ­დო­და და ჯარ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წა­სუ­ლა. მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ მას­თან ერ­თად მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლიც იყო, მაგ­რამ შემ­დეგ ერ­თმა­ნე­თი და­უ­კარ­გავთ და ვა­ლი­კო­ზე არა­ფე­რი იცო­და... მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში 700 ათას­ზე მეტი ქარ­თვე­ლი გა­იწ­ვი­ეს და ცხა­დია, ომმა ქვე­ყა­ნას უდი­დე­სი შე­დე­გი და­უ­ტო­ვა, - მთლი­ა­ნო­ბა­ში, 300 ათას­ზე მეტი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის არი­ან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლე­ბი და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი დღემ­დე ეძებს წი­ნა­პარს თუ ოჯა­ხის წევ­რს... მა­მა­ჩე­მი და ჩემი ბი­ძე­ბიც, ანუ მა­მის ძმე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში.

მამა ტყვედ ჩა­ვარ­და და გერ­მა­ნულ ბა­ნაკ­ში 3 წელი გა­ა­ტა­რა, 7-ჯერ გა­და­ურ­ჩა ტყვე­ო­ბას, მაგ­რამ სამ­შობ­ლო­ში ცო­ცხა­ლი დაბ­რუნ­და. ამა­ზე წიგ­ნიც აქვს და­წე­რი­ლი და გა­მო­ცე­მუ­ლი. ამ ბი­ძა­ზე კი, არა­ფე­რი ვი­ცო­დით და ეს ყვე­ლას სატ­კი­ვა­რი იყო... ეს ქა­ლა­ქი ბერ­ლი­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის სა­ვალ­ზეა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალ იქ. შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც გა­ვი­გო რამე...

(ფო­ტო­ზე ლადო ჭან­ტუ­რი­ას მამა, ლუ­დო­ვი­კო ჭან­ტუ­რია)

ლი­ვე­ნა მი­ქა­ვა, ვა­ლი­კო მი­ქა­ვას ძმის­შვი­ლი:

- ვა­ლი­კო მი­ქა­ვა ბი­ძა­ჩე­მი იყო... იმ­დე­ნად სდო­მე­ბია მფრი­ნა­ვო­ბა, კო­მი­სა­რი­ატს წე­რი­ლი მის­წე­რა თურ­მე, გთხოვთ, ჯარ­ში წა­მიყ­ვა­ნო­თო... ბე­ბი­ას ბევ­რი უბ­რძო­ლია, უნ­დო­და შვი­ლის­თვის ეს გან­საც­დე­ლი აე­რი­დე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. 19 წლის ყო­ფი­ლა მა­შინ. ოჯა­ხის შექ­მნა ვერ მო­ას­წრო... 1942 წელს, ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე წა­სუ­ლა. რო­გორც კი დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და, ოჯახს წე­რი­ლებ­საც სწერ­და. ბე­ბი­ას შე­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და მისი სამ­კუ­თხა ბა­რა­თე­ბი... ვა­ლი­კო იწე­რე­ბო­და, რომ ძა­ლა­ინ მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევ­და ყოფ­ნა, მაგ­რამ სად, რო­მელ მხა­რეს იყ­ვნენ, არ აკონ­კრე­ტებ­და. ალ­ბათ არ ჰქონ­და ამის უფ­ლე­ბა. ღა­მით, ყვე­ლა რომ და­ი­ძი­ნებ­და, ბე­ბია ჩუ­მად ლო­ცუ­ლობ­და, ღმერ­თს ეხ­ვე­წე­ბო­და, - შვი­ლი და­მი­ბურ­ნეო. ბა­ბუა, დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძე­ბო­და მზეს შე­ხე­დავ­და და იტყო­და, - შვი­ლო, ვა­ლი­კო, იმე­დი მაქვს ამ და­ლოც­ვილ მზეს შენს ხე­და­ვო... დიდ­ხანს ეძებ­დნენ თა­ვი­ან­თი კავ­ში­რებ­ში, ვი­ღაც ვა­ლი­კო უპო­ვი­ათ, ვა­ლი­კო მეგ­რე­ლით იც­ნობ­დნენ თურ­მე ჯარ­ში, მაგ­რამ სხვა აღ­მოჩ­ნდა... ბე­ბი­ამ სიკ­ვდი­ლის წინ და­ი­ბა­რა, ჩემი შვი­ლის წე­რი­ლე­ბი და სუ­რა­თი ჩა­მა­ტა­ნე­თო და ასეც მო­ვი­ქე­ცით. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ მისი საფ­ლა­ვი რუ­სეთ­ში იქ­ნე­ბო­და.

- იმ თა­ნა­სოფ­ლელს, რო­მე­ლიც ვა­ლი­კოს­თან ერ­თად ყო­ფი­ლა, არა­ფე­რი მო­უ­ყო­ლია?

- არ ჰყვე­ბოდ­ნენ, არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა... მე­ტიც, სიკ­ვდი­ლის ცნო­ბაც კი არ მი­უ­ტა­ნი­ათ ვა­ლი­კოს ოჯახ­ში. ასე მგო­ნია, მა­მა­ჩემ­მა იცო­და მის ძმას რა ბე­დიც ეწია, რად­გან მას შემ­დეგ, რო­დე­საც მისი პოვ­ნის იმე­დი გა­დაგ­ვე­წუ­რა, მას საფ­ლა­ვი გა­ვუ­კე­თეთ, - მა­მა­ჩემ­მა "შინ­მო­უს­ვლე­ლი" და­ა­წე­რა. ბე­ბი­ას, უფ­რო­სი ბიჭი, ანუ მა­მა­ჩე­მი, ტყუ­არ­ჩელ­ში გა­უშ­ვია, სა­დაც მი­წის­ქვე­შა სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ. ისი­ნი ომში არ მიჰ­ყავ­დათ და ასე გა­და­არ­ჩი­ნა ერთი შვი­ლი. ვა­ლი­კო ვერ გა­დავ­რჩი­ნეო - ამა­ზე დარ­დი საფ­ლავ­ში ჩაჰ­ყვა.

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ეს კაცი ბიძაჩემია, რომელსაც ჩემი ოჯახი წლები ელოდა..." - ქართველი ელჩის ნაამბობი ომში დაკარგულ ნათესავზე

"ეს კაცი ბიძაჩემია, რომელსაც ჩემი ოჯახი წლები ელოდა..." - ქართველი ელჩის ნაამბობი ომში დაკარგულ ნათესავზე

განვაგრძობთ მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების თემას, რადგან გამოხმაურებები არ წყდება... წინა სტატიაში, ჩვენმა რესპონდენტმა, დავით ბლიაძემ მოგვაწოდა არაერთი საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტური ცნობები, მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა ვითარებაში დაღუპული და ტყვედ ჩავარდნილი ქართველების შესახებ, მათ შორის იყო ვალიკო მიქავას ფოტო და დოკუმენტური მასალა.

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციაში დაგვიკავშირდა, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურია და გვაცნობა, რომ ფოტოზე გამოსახული ვალიკო მიქავა, რომელიც გერმანული ცნობების მიხედვით, გერმანიაში, ქალაქ გიორლიცში, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დაიღუპა, დედამისის ძმა იყო, რომლის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ მიუღია.

ბერლინიდან საქართველოში გერმანიის ელჩი, ლადო ჭანტურია დაგვიკავშირდა და დაკარგული ნათესავის ისტორია გვიამბო:

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ ინფორმაციის მოძიებისთვის. ბებია-ბაბუა ისე გარდაიცვალა, რომ შვილის შესახებ არავითარი ცნობები გააჩნდათ... ბებიასგან ვიცი, რომ მფრინავობა უნდოდა და ჯარში ნებაყოფლობით წასულა. მშობლებმა იცოდნენ, რომ მასთან ერთად მისი თანასოფლელიც იყო, მაგრამ შემდეგ ერთმანეთი დაუკარგავთ და ვალიკოზე არაფერი იცოდა... მეორე მსოფლიო ომში 700 ათასზე მეტი ქართველი გაიწვიეს და ცხადია, ომმა ქვეყანას უდიდესი შედეგი დაუტოვა, - მთლიანობაში, 300 ათასზე მეტი ქართველი დაიღუპა, მათ შორის არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულები და რა გასაკვირია, რომ ამდენი ქართველი დღემდე ეძებს წინაპარს თუ ოჯახის წევრს... მამაჩემი და ჩემი ბიძებიც, ანუ მამის ძმებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში.

მამა ტყვედ ჩავარდა და გერმანულ ბანაკში 3 წელი გაატარა, 7-ჯერ გადაურჩა ტყვეობას, მაგრამ სამშობლოში ცოცხალი დაბრუნდა. ამაზე წიგნიც აქვს დაწერილი და გამოცემული. ამ ბიძაზე კი, არაფერი ვიცოდით და ეს ყველას სატკივარი იყო... ეს ქალაქი ბერლინიდან რამდენიმე საათის სავალზეა, აუცილებლად ჩავალ იქ. შესაძლოა, ქართველების შესახებაც გავიგო რამე...

(ფოტოზე ლადო ჭანტურიას მამა, ლუდოვიკო ჭანტურია)

ლივენა მიქავა, ვალიკო მიქავას ძმისშვილი:

- ვალიკო მიქავა ბიძაჩემი იყო... იმდენად სდომებია მფრინავობა, კომისარიატს წერილი მისწერა თურმე, გთხოვთ, ჯარში წამიყვანოთო... ბებიას ბევრი უბრძოლია, უნდოდა შვილისთვის ეს განსაცდელი აერიდებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. 19 წლის ყოფილა მაშინ. ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო... 1942 წელს, ომის დაწყებისთანავე წასულა. როგორც კი დრო და საშუალება ექნებოდა, ოჯახს წერილებსაც სწერდა. ბებიას შენახული ჰქონდა მისი სამკუთხა ბარათები... ვალიკო იწერებოდა, რომ ძალაინ მძიმე პირობებში უწევდა ყოფნა, მაგრამ სად, რომელ მხარეს იყვნენ, არ აკონკრეტებდა. ალბათ არ ჰქონდა ამის უფლება. ღამით, ყველა რომ დაიძინებდა, ბებია ჩუმად ლოცულობდა, ღმერთს ეხვეწებოდა, - შვილი დამიბურნეო. ბაბუა, დილით რომ გაიღვიძებოდა მზეს შეხედავდა და იტყოდა, - შვილო, ვალიკო, იმედი მაქვს ამ დალოცვილ მზეს შენს ხედავო... დიდხანს ეძებდნენ თავიანთი კავშირებში, ვიღაც ვალიკო უპოვიათ, ვალიკო მეგრელით იცნობდნენ თურმე ჯარში, მაგრამ სხვა აღმოჩნდა... ბებიამ სიკვდილის წინ დაიბარა, ჩემი შვილის წერილები და სურათი ჩამატანეთო და ასეც მოვიქეცით. რატომღაც ყველას გვეგონა, რომ მისი საფლავი რუსეთში იქნებოდა.

- იმ თანასოფლელს, რომელიც ვალიკოსთან ერთად ყოფილა, არაფერი მოუყოლია?

- არ ჰყვებოდნენ, არ ჰქონდათ უფლება... მეტიც, სიკვდილის ცნობაც კი არ მიუტანიათ ვალიკოს ოჯახში. ასე მგონია, მამაჩემმა იცოდა მის ძმას რა ბედიც ეწია, რადგან მას შემდეგ, როდესაც მისი პოვნის იმედი გადაგვეწურა, მას საფლავი გავუკეთეთ, - მამაჩემმა "შინმოუსვლელი" დააწერა. ბებიას, უფროსი ბიჭი, ანუ მამაჩემი, ტყუარჩელში გაუშვია, სადაც მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებდნენ. ისინი ომში არ მიჰყავდათ და ასე გადაარჩინა ერთი შვილი. ვალიკო ვერ გადავრჩინეო - ამაზე დარდი საფლავში ჩაჰყვა.

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე