Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია საქართველოდან მიდის? - "შესაძლოა ეს იყოს გაერო..."
ირაკლი ალასანია საქართველოდან მიდის? - "შესაძლოა ეს იყოს გაერო..."

"ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ის სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ გა­და­დის ამე­რი­კა­ში" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლია აცხა­დებს. რო­გორც წამ­ყვან­მა "დღის ამ­ბებ­ში" აღ­ნიშ­ნა, მის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი არამ­ხო­ლოდ პო­ლი­ტი­კი­დან, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც მი­დის და აშშ-ში გა­ე­რო­ში და­საქმდე­ბა. მის შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რმა ნინო გო­გო­უ­ა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ალა­სა­ნია გა­ე­რო­ში აპი­რებს მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, თუმ­ცა ადას­ტუ­რებს, რომ პარ­ტი­ის ყო­ფილ ლი­დერს აქვს სურ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­აგ­რძე­ლოს მოღ­ვა­წე­ო­ბა:

"ირაკ­ლის არ ქონ­და არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი, მის­თვის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­გეგ­მი­ლი არ ყო­ფი­ლა. მან თქვა, რომ დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნას და და­საქ­მე­ბას არ აპი­რებს. მას უნდა, რომ თა­ვი­სი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი მო­ახ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს უცხო­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, შე­საძ­ლოა ეს იყოს გა­ე­რო, მაგ­რამ მე ამის შე­სა­ხებ ახლა ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს" - აღ­ნიშ­ნა გო­გო­უ­ა­ძემ სა­უბ­რი­სას.

ალა­სა­ნია წლე­ბის წინ უკვე მუ­შა­ობ­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში. ის 2006-2008 წლებ­ში გა­ე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. თუმ­ცა ამ­ჯე­რად, ინგა გრი­გო­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალა­სა­ნია გა­ე­რო­ში და­საქ­მე­ბას მისი პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის წყა­ლო­ბით აპი­რებს და ის არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­გზავ­ნი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ 10 ოქ­ტომ­ბერს სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ირაკლი ალასანია საქართველოდან მიდის? - "შესაძლოა ეს იყოს გაერო..."

ირაკლი ალასანია საქართველოდან მიდის? - "შესაძლოა ეს იყოს გაერო..."

"ირაკლი ალასანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ის საცხოვრებლად და სამუშაოდ გადადის ამერიკაში" - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს. როგორც წამყვანმა "დღის ამბებში" აღნიშნა, მის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი არამხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ საქართველოდანაც მიდის და აშშ-ში გაეროში დასაქმდება. მის შეკითხვაზე პასუხად, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგოუაძემ აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას, რომ ალასანია გაეროში აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ადასტურებს, რომ პარტიის ყოფილ ლიდერს აქვს სურვილი საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელოს მოღვაწეობა:

"ირაკლის არ ქონდა არანაირი გეგმები, მისთვის ეს გადაწყვეტილება დაგეგმილი არ ყოფილა. მან თქვა, რომ დიახ, საქართველოში დარჩენას და დასაქმებას არ აპირებს. მას უნდა, რომ თავისი ცოდნა და უნარები მოახმაროს საქართველოს უცხოურ ორგანიზაციებში, შესაძლოა ეს იყოს გაერო, მაგრამ მე ამის შესახებ ახლა ინფორმაცია არ მაქვს" - აღნიშნა გოგოუაძემ საუბრისას.

ალასანია წლების წინ უკვე მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ის 2006-2008 წლებში გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. თუმცა ამჯერად, ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ალასანია გაეროში დასაქმებას მისი პირადი კონტაქტების წყალობით აპირებს და ის არ იქნება საქართველოდან ოფიციალურად წარგზავნილი.

შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 10 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."