ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პუტინისა და რუსეთის მოძულე "მოჰიპსტერო" ახალგაზრდებზე წერს:
"განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა, მოჰიპსტერო ხალხში პუტინის და რუსეთის სიძულვილი. ჯერ ჰო იმდენი პოლიტიკური ცნობიერება არ აქვთ ამ გათიშულ, აპოლიტიკურ სასტავს რო ქსენოფობიაში არ გადაზარდონ თავიანთი გემოვნება და მერე კიდე ეს ყველაფერი მთლიანად სიმულაკრის კატეგორიაა.
ეზიზღებათ პუტინი, თუმცა რის გამოც ეზიზღებათ, ის საკითხები ყველა ფეხებზე კიდიათ, ანუ მოიხმარენ საგნებს დაცლილს სუბსტანციებისგან. ვერ ინტერესდებიან პატრიოტიზმით, არ აქვთ მგრძნობელობა დევნილების მიმართ, არ წავლენ ომში და ა.შ. ანუ რის გამოც პუტინი უნდა ეზიზღებოდეთ, ის საკითხები არ ადარდებთ. ერთადერთი რასაც ებრძვიან მათი მამების და ბაბუების თაობაა, რომელთაც რუსეთის კულტურული გავლენა ეტყობათ.
ყველაზე ხელოვნურია, როდესაც დრედებიანი, დაბოლილი ტიპი გეუბნება, რომ პუტინი ბოროტებაა".