გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში სიძემ ცოლისძმა ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.