მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტეტ­მა პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თის უც­ვლე­ლად და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი 6.5 პრო­ცენტს შე­ად­გენს.

"მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, სუს­ტი ერ­თობ­ლი­ვი მო­თხოვ­ნა და ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი მი­უ­თი­თებს სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თის ნე­იტ­რა­ლურ დო­ნემ­დე შემ­ცი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. თუმ­ცა, წინა პე­რი­ო­დებ­ში პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა ჯერ არ არის სრუ­ლად ასა­ხუ­ლი ეკო­ნო­მი­კა­ზე, ამი­ტომ, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, ნორ­მა­ლი­ზე­ბის პო­ლი­ტი­კის თან­და­თა­ნო­ბი­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სხვა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში, არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ შემ­დე­გი ორი კვარ­ტა­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თი 6 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით, ინფლა­ცია მიზ­ნობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­უბ­რუნ­დე­ბა. სექ­ტემ­ბერ­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სე­ბის წლი­ურ­მა ცვლი­ლე­ბამ 0.1 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა. ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბას სუს­ტი ერ­თობ­ლი­ვი მო­თხოვ­ნა, შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე სა­სა­ქონ­ლო ჯგუ­ფებ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. გარ­და ამი­სა, წლის და­სა­წყი­სი­დან ინფლა­ცი­ის მკვეთ­რი ვარ­დნა მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სა­ბა­ზო ეფექ­ტით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

სა­გა­რეო შო­კე­ბის გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე შე­სუს­ტდა. სა­ქონ­ლის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ექ­სპორ­ტის კლე­ბის ტემ­პი თან­და­თა­ნო­ბით შემ­ცირ­და და სექ­ტემ­ბერ­ში ზრდა და­ფიქ­სირ­და, რა­მაც სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყო ხელი. პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის ექ­სპორ­ტის, კერ­ძოდ კი ტუ­რიზ­მის დარ­გში. ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის მა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გაზ­რდი­ლია ტუ­რიზ­მი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბიც.

მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სად­მი ნდო­ბის ზრდამ გა­მო­იწ­ვია ლა­რის ცვლად გა­ნაკ­ვე­თი­ან სეს­ხებ­ზე მო­თხოვ­ნის მა­ტე­ბა, რა­მაც, თა­ვის მხრივ, ხელი შე­უ­წყო მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ეკო­ნო­მი­კა­ზე გა­და­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რაც ერ­თობ­ლივ მო­თხოვ­ნის და ზო­გა­დად ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბას უწყობს ხელს. მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­და­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თე­ბით მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შერ­ბი­ლე­ბის და­მა­ტე­ბით ეფექტს ქმნის. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნია პო­ლი­ტი­კის გა­ნაკ­ვე­თის უც­ვლე­ლად და­ტო­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­მა­ვალ­შიც და­აკ­ვირ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ პრო­ცე­სებ­სა და სა­ფი­ნან­სო ბაზ­რებს და გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას ფა­სე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად", -აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის შემ­დე­გი სხდო­მა 2016 წლის 14 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

”მაკროეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციის შემცირებული მოლოდინები მიუთითებს საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირების საჭიროებაზე. თუმცა, წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჯერ არ არის სრულად ასახული ეკონომიკაზე, ამიტომ, მიზანშეწონილია, ნორმალიზების პოლიტიკის თანდათანობითი განხორციელება. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ორი კვარტალის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტამდე შემცირდება.

არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. სექტემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ცვლილებამ 0.1 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის შემცირებას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული მოლოდინები და საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე ფასების კლება განაპირობებს. გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან ინფლაციის მკვეთრი ვარდნა მნიშვნელოვანწილად საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.

საგარეო შოკების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე შესუსტდა. საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის კლების ტემპი თანდათანობით შემცირდა და სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა, რამაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. პოზიტიური ტენდენცია გრძელდება მომსახურების ექსპორტის, კერძოდ კი ტურიზმის დარგში. ტურისტული ვიზიტების მატების შესაბამისად გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისადმი ნდობის ზრდამ გამოიწვია ლარის ცვლად განაკვეთიან სესხებზე მოთხოვნის მატება, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესებას, რაც ერთობლივ მოთხოვნის და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაუმჯობესება, არსებული განაკვეთებით მონეტარული პოლიტიკის შერბილების დამატებით ეფექტს ქმნის. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი