პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა თუ ეშმაკი? ვინ იყო ადამიანი, რომლის მოკვლისთვის 20.000$ დააწესეს
ლეგენდა თუ ეშმაკი? ვინ იყო ადამიანი, რომლის მოკვლისთვის 20.000$ დააწესეს

დღეს კრის კა­ი­ლის სა­ხელს მთე­ლი მსოფ­ლიო იც­ნობს. მისი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის რო­მა­ნი "ამე­რი­კე­ლი სნა­ი­პე­რი" გა­მოს­ვლი­დან ძა­ლი­ან მა­ლე­ვე იქცა ბესტსე­ლე­რად. წიგ­ნი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ყი­და და ითარ­გმნა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა ის მისი პრო­ექ­ტის- "წლის ბესტსე­ლე­რის" ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა.

კრის კა­ი­ლის ბი­ოგ­რა­ფია 1974 წელს იწყე­ბა. ის ტე­ხა­სის შტატ­ში, სკო­ლის პე­და­გო­გი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 8 წლის ასაკ­ში მამა კრისს თოფს ჩუქ­ნის, რომ­ლი­თაც შემ­დეგ­ში ხში­რად და­დი­ო­და კრი­სი სა­ნა­დი­როდ. ბი­ჭის მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აც ია­რა­ღის უზა­დო ფლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

1999 წლი­დან 2009 წლამ­დე ამე­რი­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რმა, სნა­ი­პერ­მა კრის კა­ილ­მა, ყვე­ლა­ზე მეტი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­ა­ნად­გუ­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. მის­მა თა­ნა­მებ­რო­ლებ­მა, მას "ლე­გენ­და" შე­არ­ქვეს, მტრებ­მა კი "ალ-შა­ი­თა­ნი", ანუ ეშ­მა­კი უწო­დეს და მისი მოკ­ვლის­თვის ჯილ­დო და­ა­წე­სეს 20 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

2009 წელს კრის კა­ი­ლი სამ­ხედ­რო-სა­ზღაო ფლოტს ემ­შვი­დო­ბე­ბა და ცოლ-შვილ­თან ერ­თად ტე­ხა­სის შტატ­ში იდებს ბი­ნას, პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბას იწყებს ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის ხელ­ძღვა­ნე­ლად, რო­მე­ლიც სნა­ი­პე­რებ­სა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს წვრთნის.

2012 წელს კრის კა­ი­ლი გა­მოს­ცემს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჟან­რის წიგნს "ამე­რი­კე­ლი სნა­ი­პე­რი", რო­მელ­შიც დო­კუ­მენ­ტუ­რი სი­ზუს­ტით აღ­წერს ომის სა­ში­ნე­ლე­ბას – მათ შო­რის, თა­ვი­სი ორი მე­გობ­რის სიკ­ვდილს. მისი მე­უღ­ლე, ტაია კი გუ­ლახ­დი­ლად გვიყ­ვე­ბა, თუ რა მძი­მე დაღი და­ას­ვა ომმა მათ ოჯახ­სა და პი­რა­დად, კრისს.

წიგ­ნის გა­მოს­ვლი­დან 1 წე­ლიც არ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კრის კა­ი­ლი მოკ­ლეს. 2013 წლის 2 თე­ბერ­ვალს კრი­სი მის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ ჩედ ლი­ტფილდთან და ახ­ლად­გაც­ნო­ბილ ედი რუტ­თან ერ­თად სას­როლ ბა­ზა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად რუტი ცე­ცხლს უხ­ნის კრის კა­ილს და ჩედ ლი­ტფილდს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იმა­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ კრი­სის და ჩე­დის გვა­მებს პო­უ­ლო­ბენ.

დღემ­დე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია კი­თხვა, თუ რა მო­ტი­ვით და­ხო­ცა რუტ­მა ისი­ნი. ცნო­ბი­ლია ის, რომ ედი რუტი ერა­ყის ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, რო­მელ­საც პოსტტრავ­მუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა სჭირ­და. რუტს 2015 წლის 24 თე­ბერ­ვალს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

"ამე­რი­კა­ში მოკ­ლეს ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო სნა­ი­პე­რი", "თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სნა­პე­რი მოკ­ლუ­ლია ერა­ყის ომის ვე­ტე­რა­ნის ტყვი­ით" ასე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ კრი­სის მკვლე­ლო­ბას სხვა­დას­ხვა მსოფ­ლიო გა­მო­ცე­მე­ბი.

2014 წელს ოს­კა­რო­სან­მა რე­ჟი­სორ­მა კლინტ ის­ტვუდ­მა კრის კა­ი­ლის "ამე­რი­კე­ლი სნა­ი­პე­რის" ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღო, სა­დაც მთა­ვარ როლს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ბრედ­ლი კუ­პე­რი ან­სა­ხი­ე­რებს. 2015 წლის "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე ფილ­მი ოს­კა­რის 6 ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი და მათ­გან ერ­თში გა­ი­მარ­ჯვა კი­დეც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნის გა­მოს­ვლი­დან უკვე 4 წელი გა­ვი­და, წიგ­ნი მა­ინც არ კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას და კვლავ ინარ­ჩუ­ნებს ბესტსე­ლე­რის პო­ზი­ცი­ას.

თი­ნა­თინ შავ­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ლეგენდა თუ ეშმაკი? ვინ იყო ადამიანი, რომლის მოკვლისთვის 20.000$ დააწესეს

ლეგენდა თუ ეშმაკი? ვინ იყო ადამიანი, რომლის მოკვლისთვის 20.000$ დააწესეს

დღეს კრის კაილის სახელს მთელი მსოფლიო იცნობს. მისი ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი „ამერიკელი სნაიპერი“ გამოსვლიდან ძალიან მალევე იქცა ბესტსელერად. წიგნი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაიყიდა და ითარგმნა, მათ შორის საქართველოშიც. გამომცემლობა პალიტრა L-მა ის მისი პროექტის- „წლის ბესტსელერის“ ფარგლებში გამოსცა.

კრის კაილის ბიოგრაფია 1974 წელს იწყება. ის ტეხასის შტატში, სკოლის პედაგოგისა და სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. 8 წლის ასაკში მამა კრისს თოფს ჩუქნის, რომლითაც შემდეგში ხშირად დადიოდა კრისი სანადიროდ. ბიჭის მომავალი პროფესიაც იარაღის უზადო ფლობასთანაა დაკავშირებული.

1999 წლიდან 2009 წლამდე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა, სნაიპერმა კრის კაილმა, ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ისტორიაში. მისმა თანამებროლებმა, მას "ლეგენდა" შეარქვეს, მტრებმა კი "ალ-შაითანი", ანუ ეშმაკი უწოდეს და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს 20 ათასი დოლარის ოდენობით.

2009 წელს კრის კაილი სამხედრო-საზღაო ფლოტს ემშვიდობება და ცოლ-შვილთან ერთად ტეხასის შტატში იდებს ბინას, პარალელურად მუშაობას იწყებს ერთ-ერთი კომპანიის ხელძღვანელად, რომელიც სნაიპერებსა და დაცვის თანამშრომლებს წვრთნის.

2012 წელს კრის კაილი გამოსცემს ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნს „ამერიკელი სნაიპერი“, რომელშიც დოკუმენტური სიზუსტით აღწერს ომის საშინელებას – მათ შორის, თავისი ორი მეგობრის სიკვდილს. მისი მეუღლე, ტაია კი გულახდილად გვიყვება, თუ რა მძიმე დაღი დაასვა ომმა მათ ოჯახსა და პირადად, კრისს.

წიგნის გამოსვლიდან 1 წელიც არ იყო გასული, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კრის კაილი მოკლეს. 2013 წლის 2 თებერვალს კრისი მის ბავშვობის მეგობარ ჩედ ლიტფილდთან და ახლადგაცნობილ ედი რუტთან ერთად სასროლ ბაზაზე იმყოფებოდა. მოულოდნელად რუტი ცეცხლს უხნის კრის კაილს და ჩედ ლიტფილდს და შემთხვევის ადგილიდან იმალება. რამდენიმე საათის შემდეგ კრისის და ჩედის გვამებს პოულობენ.

დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, თუ რა მოტივით დახოცა რუტმა ისინი. ცნობილია ის, რომ ედი რუტი ერაყის ომის ვეტერანი იყო, რომელსაც პოსტტრავმული ფსიქიკური აშლილობა სჭირდა. რუტს 2015 წლის 24 თებერვალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

„ამერიკაში მოკლეს ქვეყნის საუკეთესო სნაიპერი“, „თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული სნაპერი მოკლულია ერაყის ომის ვეტერანის ტყვიით“ ასე გამოეხმაურნენ კრისის მკვლელობას სხვადასხვა მსოფლიო გამოცემები.

2014 წელს ოსკაროსანმა რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა კრის კაილის „ამერიკელი სნაიპერის“ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ბრედლი კუპერი ანსახიერებს. 2015 წლის "ოსკარის" დაჯილდოვებაზე ფილმი ოსკარის 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და მათგან ერთში გაიმარჯვა კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოსვლიდან უკვე 4 წელი გავიდა, წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას და კვლავ ინარჩუნებს ბესტსელერის პოზიციას.

თინათინ შავლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი