მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან ფეტვიაშვილის მთელი შემოქმედება ერთ ალბომში
რუსუდან ფეტვიაშვილის მთელი შემოქმედება ერთ ალბომში

ბავ­შვო­ბის პე­რი­ო­დის ნა­ხა­ტე­ბი, გრა­ფი­კა, ფერ­წე­რა, ილუსტრა­ცია, 6-11 წლის ასაკ­ში ფან­ქრი­თა და ტუ­შით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ილუსტრა­ცი­ე­ბი ფრან­გულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის­თვის", "დათა თუ­თაშ­ხი­ა­სა" და სხვა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თვის - ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის პირ­ველ პერ­სო­ნა­ლურ ალ­ბომ­ში. ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც 160-მდე ნა­მუ­შე­ვარს მო­ი­ცავს, რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს 25 ოქ­ტომ­ბერს "თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში" წა­რუდ­გი­ნა.

"მი­ხა­რია, რომ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბის ერ­თად თავ­მოყ­რა სა­ბო­ლო­ოდ მო­ხერ­ხდა. ჩემს ყვე­ლა გა­მო­ფე­ნა­ზე კეთ­დე­ბო­და ხოლ­მე კა­ტა­ლო­გი, რო­მე­ლიც იმ კონ­კრე­ტულ ნა­მუ­შევ­რებს მო­ი­ცავ­და, რაც ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ბავ­შვო­ბის დრო­ი­დან დღემ­დე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი პირ­ვე­ლა­დაა ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი. ეს ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ამ ტი­ლო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩემ­გან უკვე წა­სუ­ლია," - ამ­ბობს რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი.

ალ­ბო­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში მხატ­ვრის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც გა­იხ­სნა, სა­დაც ბოლო პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი 10 ნა­მუ­შე­ვა­რი - გრა­ფი­კუ­ლი და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ფეტვი­აშ­ვი­ლის თქმით, ნა­მუ­შევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ფი­ნა. ექ­სპო­ზი­ცია თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში 27 ოქ­ტომ­ბერს, 15.00 სა­ა­თამ­დე დარ­ჩე­ბა.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ რუ­სუ­და­ნის რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვარს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა პირ­ვე­ლად სწო­რედ თი­ბი­სი გა­ლე­რე­ა­ში იხი­ლავს. ჩვე­ნი სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი მუდ­მი­ვად მას­პინ­ძლობს ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. წელს კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ინო­ვა­ცი­ურ არტზე გვაქვს. ვცდი­ლობთ, რომ ახალ­გაზ­რდებს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ. მათ ვუთ­მობთ სივ­რცეს და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სხვა რე­სურ­სე­ბი­თაც ვეხ­მა­რე­ბით. ბევ­რი მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტი გვაქვს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვალ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს შევ­თა­ვა­ზებთ," - AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და თი­ბი­სი ბან­კის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ კირ­ვა­ლი­ძემ.

ფეტვი­აშ­ვი­ლის მხატ­ვრო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ურ­თუ­ლე­სი ფერ­წე­რუ­ლი თუ გრა­ფი­კუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ერთი ხე­ლის მოს­მი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი მო­ნა­ხა­ზი­სა და ეს­კი­ზის გა­რე­შე, ნე­ბის­მი­ერ ფორ­მა­ზე. მხატ­ვა­რი სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა მა­სა­ლით მუ­შა­ობს - ფან­ქა­რი, აკ­ვა­რე­ლი, ტემ­პე­რა, ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბი, ქა­ღალ­დი, მუ­ყაო, აბ­რე­შუ­მი და სხვა. ბოლო პე­რი­ო­დის ნა­მუ­შევ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ფერ­წე­რა და გრა­ფი­კაა აბ­რე­შუმ­ზე.

რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ცუ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კერ­ძო გა­ლე­რე­ებ­სა და კო­ლექ­ცი­ებ­ში, მათ შო­რის საფ­რან­გეთ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, აშშ-ში, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ინ­გლის­სა და იტა­ლი­ა­ში. მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რებს პი­რად კო­ლექ­ცი­ებ­ში ინა­ხა­ვენ მარ­გა­რეტ ტე­თჩე­რი, ჯორჯ ბუში, ილ­ჰამ ალი­ე­ვი, ტო­ნი­ნო გუ­ე­რა, რი­ჩარდ მა­ილ­სი, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო და სხვა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რუსუდან ფეტვიაშვილის მთელი შემოქმედება ერთ ალბომში

რუსუდან ფეტვიაშვილის მთელი შემოქმედება ერთ ალბომში

ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია, 6-11 წლის ასაკში ფანქრითა და ტუშით შესრულებული ნამუშევრები, ილუსტრაციები ფრანგულ ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსნისთვის", "დათა თუთაშხიასა" და სხვა ნაწარმოებებისთვის - ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვრის პირველ პერსონალურ ალბომში. ალბომი, რომელიც 160-მდე ნამუშევარს მოიცავს, რუსუდან ფეტვიაშვილმა ხელოვნების მოყვარულებს 25 ოქტომბერს "თიბისი გალერეაში" წარუდგინა.

"მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრების ერთად თავმოყრა საბოლოოდ მოხერხდა. ჩემს ყველა გამოფენაზე კეთდებოდა ხოლმე კატალოგი, რომელიც იმ კონკრეტულ ნამუშევრებს მოიცავდა, რაც ექსპოზიციაზე იყო წარმოდგენილი. ბავშვობის დროიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრები პირველადაა ერთად თავმოყრილი. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტილოების უმეტესობა ჩემგან უკვე წასულია,“ - ამბობს რუსუდან ფეტვიაშვილი.

ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, თიბისი გალერეაში მხატვრის პერსონალური გამოფენაც გაიხსნა, სადაც ბოლო პერიოდში შექმნილი 10 ნამუშევარი - გრაფიკული და ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი. ფეტვიაშვილის თქმით, ნამუშევრების უმეტესობა პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია თიბისი გალერეაში 27 ოქტომბერს, 15.00 საათამდე დარჩება.

"მოხარულები ვართ, რომ რუსუდანის რამდენიმე ნამუშევარს ფართო საზოგადოება პირველად სწორედ თიბისი გალერეაში იხილავს. ჩვენი საგამოფენო დარბაზი მუდმივად მასპინძლობს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს. წელს კი განსაკუთრებული აქცენტი ინოვაციურ არტზე გვაქვს. ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობები შევუქმნათ. მათ ვუთმობთ სივრცეს და ჩვენს ხელთ არსებული სხვა რესურსებითაც ვეხმარებით. ბევრი მიმდინარე პროექტი გვაქვს და საზოგადოებას მთელი წლის განმავლობაში მრავალ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ," - AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ.

ფეტვიაშვილის მხატვრობა განსაკუთრებული ტექნიკით გამოირჩევა. ურთულესი ფერწერული თუ გრაფიკული კომპოზიციები ერთი ხელის მოსმითაა შესრულებული, ყოველგვარი წინასწარი მონახაზისა და ესკიზის გარეშე, ნებისმიერ ფორმაზე. მხატვარი სხვადასხვა დროს სხვადასხვა მასალით მუშაობს - ფანქარი, აკვარელი, ტემპერა, ზეთის საღებავები, ქაღალდი, მუყაო, აბრეშუმი და სხვა. ბოლო პერიოდის ნამუშევრების ძირითადი ნაწილი ფერწერა და გრაფიკაა აბრეშუმზე.

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები დაცულია ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძო გალერეებსა და კოლექციებში, მათ შორის საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში, უკრაინაში, რუსეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში. მხატვრის ნამუშევრებს პირად კოლექციებში ინახავენ მარგარეტ ტეთჩერი, ჯორჯ ბუში, ილჰამ ალიევი, ტონინო გუერა, რიჩარდ მაილსი, ფაბრიციო რომანო და სხვა მსოფლიოში ცნობილი ადამიანები.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი