პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა გასხვისებულია - "სუნი, ანტისანიტარია... მაგრამ, ვერ ჩავერევით"
თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა გასხვისებულია - "სუნი, ანტისანიტარია... მაგრამ, ვერ ჩავერევით"

გა­და­სას­ვლე­ლე­ბის პრობ­ლე­მა დე­და­ქა­ლაქ­ში წლე­ბია მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის გამო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლით არ სარ­გებ­ლობს, რაც ხში­რად ხდე­ბა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. ამ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი 55 მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი­დან 22 მე­რი­ის შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" სა­კუთ­რე­ბა­შია, 33 კი მრა­ვალ­წლი­ა­ნი იჯა­რი­თაა გა­ცე­მუ­ლი.

მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი ინ­ვეს­ტო­რებ­ზე 2012 წლამ­დე, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მარ­თვის უფ­ლე­ბით გას­ხვის­და. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას იჯა­რის ვადა 2020-2022 წლებ­ში ეწუ­რე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბი მო­ი­ჯა­რე­ებს მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლის კე­თილ­მო­წყო­ბის, სი­სუფ­თა­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, კა­მე­რე­ბი­თა და გა­ნა­თე­ბით აღ­ჭურ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აკის­რებთ. მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ასე თუ ისე მარ­თლაც პა­სუ­ხობს იჯა­რის პი­რო­ბებს, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

რო­გორც თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში აცხა­დე­ბენ, იჯა­რით გა­ცე­მულ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა­სა და კე­თილ­მო­წყო­ბა­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს არ აქვს.

"ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, რუს­თა­ველ­ზე, ვა­კე­ში, პე­კინ­ზე, ვა­ჟა­ზე რაც კი მი­წის­ქვე­შე­ბია, თით­ქმის ყვე­ლა გას­ხვი­სე­ბუ­ლია. აქ შე­იძ­ლე­ბა გვხვდე­ბო­დეს ცუდი სუნი, ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, მაგ­რამ ამ ად­გი­ლებ­ში თუ რამე არას­წო­რად კეთ­დე­ბა, ჩვენ ვერ ჩა­ვე­რე­ვით. "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მი­დის, ად­გილ­ზე ეც­ნო­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას და შემ­დგომ იღებს ზო­მებს. ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, შე­ვი­დეთ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში და და­ვა­სუფ­თა­ვოთ. მო­ი­ჯა­რე თა­ვა­დაა ვალ­დე­ბუ­ლი, გა­ა­კე­თოს ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუ არ ას­რუ­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს, შემ­დგომ უკვე ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რომ და­ვა­ჯა­რი­მოთ ისი­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ 22 მი­წის­ქვე­შას, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი კვი­რა­ში ორ­ჯერ კერ­ხე­რი­თა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით ირე­ცხე­ბა" - აღ­ნიშ­ნა "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, და­ვით დო­ლი­ძემ.

თუმ­ცა, ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელს, რო­მე­ლიც თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, იქ არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის და გა­უ­ნა­თებ­ლო­ბის გამო ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ იყე­ნებს.

დო­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, უწყე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, მო­მა­ვალ­ში იჯა­რით შე­საძ­ლოა, ისევ გა­ი­ცეს. "თუ იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ჩვენ ამ სა­კითხს გან­ვი­ხი­ლავთ. ბიზ­ნე­სის­თვის და ქა­ლა­ქის­თვის შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი იყოს, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გას­ხვის­დეს და უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს. ახა­ლი იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, ბიზ­ნე­სი­სა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი მე­ტად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით დო­ლი­ძემ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი სრუ­ლად უნდა გას­ხვის­დეს.

"ამის­თვის სა­ჭი­როა თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და კერ­ძო სექ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და მას შემ­დეგ, რაც ბიზ­ნე­სის­თვის კო­მერ­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, ისი­ნი თა­ვის­თა­ვად იზ­რუ­ნე­ბენ, კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, კომ­ფორ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და სხვა უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა­ზე, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ი­ზი­დონ ქვე­ი­თე­ბი. ასე ხდე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში" - აღ­ნიშ­ნავს "ეკო ტრან­სპორტ ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვასო ურუ­შა­ძე. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" აცხა­დე­ბენ, რომ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­სა და კე­თილ­მო­წყო­ბას 2017 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე გეგ­მა­ვენ.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა გასხვისებულია - "სუნი, ანტისანიტარია... მაგრამ, ვერ ჩავერევით"

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა გასხვისებულია - "სუნი, ანტისანიტარია... მაგრამ, ვერ ჩავერევით"

გადასასვლელების პრობლემა დედაქალაქში წლებია მოუგვარებელია. მათ უმრავლესობაში არსებული ანტისანიტარიის გამო, ბევრი ადამიანი მიწისქვეშა გადასასვლელით არ სარგებლობს, რაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. ამ დროისთვის თბილისში არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 22 მერიის შპს "თბილსერვის ჯგუფის" საკუთრებაშია, 33 კი მრავალწლიანი იჯარითაა გაცემული.

მიწისქვეშა გადასასვლელები ინვესტორებზე 2012 წლამდე, გრძელვადიანი მართვის უფლებით გასხვისდა. მათ უმრავლესობას იჯარის ვადა 2020-2022 წლებში ეწურება. ხელშეკრულებების პირობები მოიჯარეებს მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობის, სისუფთავის უზრუნველყოფის, კამერებითა და განათებით აღჭურვის ვალდებულებას აკისრებთ. მიწისქვეშა გადასასვლელების მცირე ნაწილი ასე თუ ისე მართლაც პასუხობს იჯარის პირობებს, მაგრამ უმრავლესობა კრიტიკას ვერ უძლებს.

როგორც თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, იჯარით გაცემულ მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებასა და კეთილმოწყობაში ჩარევის უფლება სახელმწიფო ორგანოს არ აქვს.

"ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველზე, ვაკეში, პეკინზე, ვაჟაზე რაც კი მიწისქვეშებია, თითქმის ყველა გასხვისებულია. აქ შეიძლება გვხვდებოდეს ცუდი სუნი, ანტისანიტარია, მაგრამ ამ ადგილებში თუ რამე არასწორად კეთდება, ჩვენ ვერ ჩავერევით. "თბილსერვის ჯგუფის" მონიტორინგის სამსახური მიდის, ადგილზე ეცნობა სიტუაციას და შემდგომ იღებს ზომებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევიდეთ კერძო საკუთრებაში და დავასუფთავოთ. მოიჯარე თავადაა ვალდებული, გააკეთოს ეს ყველაფერი. თუ არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს, შემდგომ უკვე ჩვენ შეგვიძლია, რომ დავაჯარიმოთ ისინი. რაც შეეხება ჩვენს დაქვემდებარებაში არსებულ 22 მიწისქვეშას, თითოეული მათგანი კვირაში ორჯერ კერხერითა და სპეციალური ხსნარებით ირეცხება" - აღნიშნა "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ.

თუმცა, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელიც თბილსერვის ჯგუფის დაქვემდებარებაშია, იქ არსებული ანტისანიტარიის და გაუნათებლობის გამო ფეხით მოსიარულეთა უმრავლესობა პრაქტიკულად არ იყენებს.

დოლიძის განმარტებით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები, მომავალში იჯარით შესაძლოა, ისევ გაიცეს. "თუ იქნება დაინტერესება, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ბიზნესისთვის და ქალაქისთვის შეიძლება უკეთესი იყოს, რომ ეს ტერიტორიები გასხვისდეს და უფრო მოწესრიგებული იყოს. ახალი იჯარის ხელშეკრულებების გაფორმებისას, ბიზნესისა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესები მეტად იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა დავით დოლიძემ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში მიწისქვეშა გადასასვლელები სრულად უნდა გასხვისდეს.

"ამისთვის საჭიროა თბილისის მერიისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაცია და მას შემდეგ, რაც ბიზნესისთვის კომერციულად საინტერესო გახდება მიწისქვეშა გადასასვლელები, ისინი თავისთავად იზრუნებენ, კეთილმოწყობაზე, კომფორტის უზრუნველყოფაზე და სხვა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, რათა მაქსიმალურად მოიზიდონ ქვეითები. ასე ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში" - აღნიშნავს "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობა, მნიშვნელოვანია.

"თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას 2017 წლის ზაფხულამდე გეგმავენ.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ