შეიძლება სულაც ამერიკაში წავიდე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა დავით ონოფრიშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.
"მინდა ცოტა დავისვენო, ჩემთვის, სახლში, ოჯახს, ბავშვებს მივაქციო ყურადღება. თუ შემოთავაზება იქნება, უფრო მგონია, რომ არ დავთანხმდები. არანაირი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. ეს ტყუილი საუბარია - საიდუმლო შეხვედრები პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან. შეიძლება, სამჯერაც შეხვდე. ასე რომ, არც შემოთავაზება ყოფილა, არც ამაზე მიფიქრია. შეიძლება სულაც ამერიკაში წავიდე, როგორც ვაკეთებ ხოლმე, 5-7 წლის შემდგომ, ერთი-ორი წლით ამერიკაში მივდივარ, სტუდენტებს ვასწავლი. არ ჩამოვყალიბებულვარ საბოლოოდ", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.