Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი" - "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
"გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი" - "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" იუ­რის­ტი, მი­რი­ან ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ნე­ბარ­თვო და სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე, რი­თაც გა­რე­მოს მი­ად­გა 350 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ზი­ა­ნი, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მულ იქნა იუ­რი­დი­უ­ლი პირი შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი".

"აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში, შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" მიერ, და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­სა და გა­რე­მო­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით, სსიპ "გრი­გოლ წუ­ლუ­კი­ძის სამ­თო ინ­სტი­ტუტ­თან" გა­ფორმ­და შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სა­ექ­სპერ­ტო ჯგუ­ფის წევ­რებ­თან უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ვა­ლა შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" იუ­რისტს, მი­რი­ან ბი­ჭი­კაშ­ვილს. ბრალ­დე­ბულ­მა, ექ­სპერ­ტი­ზის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში, სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნა­ში მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი, ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის მიზ­ნით, კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის გზით ექ­სპერ­ტი­ზის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პირს გა­დას­ცა გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხა", - აცხა­დე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 221-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გრძელ­დე­ბა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას სამ წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი" - "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

"გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი" - "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი შპს "ჯორჯიან მანგანეზი".

"აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ "გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან" გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს. ბრალდებულმა, ექსპერტიზის მიმდინარეობის პროცესში, საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

ვინ არიან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები და რას ამბობს მათზე მეზობელი - "იცით რა წყნარები არიან? გაკვირვებულია ყველა"

ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა - რას წერს ტელეწამყვანის მეუღლე "ფეისბუქზე"?

რას პასუხობს ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას - "წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა... ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით"