მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო
"...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო

კრწა­ნი­სის საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 23 ოქ­ტომ­ბერს მომ­ხდარ­მა ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ არა­ერ­თი შე­კი­თხვა და საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვე­ლი­ა­ნი ეჭვი გა­ა­ჩი­ნა. გუ­შა­გის მიერ ნას­როლ­მა ტყვი­ამ 23 წლის გიგა შენ­გე­ლი­ას სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი და მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ორი (ამ ეტაპ­ზე და­უდ­გე­ნე­ლი) პირი სას­წავ­ლო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იჭრ­ნენ და არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გუ­შა­გის გაფრ­თხი­ლე­ბას.

თუმ­ცა, ამ ვერ­სი­ას არ ეთან­ხმე­ბი­ან და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ბევ­რი რამ ისევ ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. მათ გარ­და, კი­თხვებს სვა­მენ ექ­სპერ­ტე­ბიც. არა­ერ­თი ვერ­სია გა­მო­ით­ქვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა მოხ­და იმ ღა­მეს - რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს მათ ბა­ზის აკ­რძა­ლულ პე­რი­მეტრზე გა­დას­ვლა? რა­ტომ არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი იქა­უ­რო­ბა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით? რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლა გუ­შაგ­მა ლიკ­ვი­და­ცი­ამ­დე გა­სავ­ლე­ლი ეტა­პე­ბი? რა მან­ძი­ლი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და გას­რო­ლა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი...

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, უწყე­ბა, ძი­რი­თა­დად, იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობს, რომ სა­დღე­ღა­მი­სო მო­რი­გე­ო­ბის დროს, გუ­შა­გი ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მოქ­მე­დებ­და და მას კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, 23 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას დაც­ვის ასე­უ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ავ­ტო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ნიშ­ნა უცხო პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ:

"ბა­ზა­ზე უკა­ნო­ნოდ შეჭ­რი­ლი პი­რე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გუ­შა­გის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და მის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს თავ­დას­ხმა, კერ­ძოდ, ეს­რო­ლეს ცე­ცხლმაქ­რი. მი­უ­ხე­და­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სა, გუ­შაგ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მო­ახ­დი­ნა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა ჰა­ერ­ში. რამ­დე­ნა­დაც თავ­დამ­სხმელ­თა მიერ გუ­შა­გის მი­მართ აგ­რე­სია იყო მა­ღა­ლი რის­კის და საფრ­თხის მქო­ნე, ამას­თან, ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გუ­შა­გის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, მან იმოქ­მე­და წეს­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა, რის შემ­დე­გაც თავ­დამ­სხმე­ლებ­მა სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტზე შე­მოვ­ლე­ბუ­ლი მავ­თულ­ბა­დე გა­და­ლა­ხეს და მი­ი­მალ­ნენ".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 97 მეტრში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­მა­კა­ცის გვა­მი, რო­მე­ლიც 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­აა. ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ნა­პოვ­ნია: "სამ­სუნ­გის" მარ­კის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ღა­მის მა­შუ­ქი ფა­ნა­რი, პის­ტო­ლე­ტი, 5 ერ­თე­უ­ლი АК-74 მო­დი­ფი­კა­ცი­ის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მას­რა და სხვა საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­ლუ­ქა და შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის გა­და­იგ­ზავ­ნა შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზებ­ზე. ასე­ვე, და­ნიშ­ნუ­ლია და ტარ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ბა­ლის­ტი­კუ­რი, დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის­თვის გარ­დაც­ვლი­ლის­გან აღე­ბუ­ლია დაქ­ტი­ლოს­კო­პი­უ­რი ნი­მუ­შე­ბი. საქ­მე­ზე ტარ­დე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ამო­ღე­ბის ფაქტს სა­გან­გე­ბოდ გა­უს­ვა ხაზი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ, რო­დე­საც ის 24 ოქ­ტომ­ბერს გუ­შა­გის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და.

მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ იმ ვერ­სი­ას, რომ გიგა შენ­გე­ლი­ას ია­რა­ღი ჰქონ­და. რო­გორც რო­მან შენ­გე­ლი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, "ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ისი­ნი იქ ძვრე­ბოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ, იმ ღა­მეს ნაც­ნო­ბი გუ­შა­გი არ დახ­ვდათ".

"ჩემს შვილს ია­რა­ღი არას­დროს ჰქო­ნია, ყა­ჩა­ღი არ ყო­ფი­ლა და არც ნა­სა­მარ­თლე­ვია... არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბი­ჭე­ბი კრწა­ნი­სის საწ­ვრთნელ ცენ­ტრში მე­გობ­რის სა­ნა­ხა­ვად მი­სუ­ლიყ­ვნენ. სას­წავ­ლო ცენ­ტრში ერთ-ერ­თის მე­გო­ბა­რი მსა­ხუ­რობ­და და მის სა­ნა­ხა­ვად ად­რეც მი­სუ­ლან გიგა და მისი ახ­ლობ­ლე­ბი. მაგ­რამ ამ­ჯე­რად, ნაც­ნო­ბი გუ­შა­გი ად­გილ­ზე არ დახ­ვდათ, ხოლო უც­ნობ­მა გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გი­გას ტყვია უკ­ნი­დან ეს­რო­ლეს, ეს კი ნიშ­ნავს, რომ ის გა­იქ­ცა და შემ­დეგ ეს­რო­ლა გუ­შაგ­მა" - ამ­ბობს რო­მან შენ­გე­ლია, რო­მე­ლიც უარ­ყოფს ვა­რა­უდს, იმის თა­ო­ბა­ზე, რომ 23 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, სას­წავ­ლო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მისი მე­ო­რე ვა­ჟიც იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ღუ­პუ­ლის მამა იმე­დოვ­ნებს, რომ სი­მარ­თლეს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მას უკვე აქვს გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი და უპა­სუ­ხო კი­თხვე­ბი.

საქ­მეს, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც - გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით, ვა­დით ხუთ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ორი­დან ოთხ წლამ­დე. სწო­რედ გა­მო­ძი­ე­ბის მიერ შერ­ჩე­ულ­მა მუხ­ლმა გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი სამ­ხედ­რო ექ­სპერტთა წრე­ში.

ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძე, გე­ნე­რა­ლი, ანა­ლი­ტი­კო­სი სამ­ხედ­რო, პო­ლი­ტი­კურ და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში:

- რო­გორც ჩანს, გუ­შა­გის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა, ცალ­სა­ხად, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის და სი­მარ­თლე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში უნდა დად­გინ­დეს. საქ­მე ის არის, რომ გუ­შა­გი ას­რუ­ლებს საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნას. თუ მან სწო­რად იმოქ­მე­და (და მე, ჯერ­ჯე­რო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბებს ვეყ­რდნო­ბი) და გუ­შაგ­მა მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მო­თხოვ­ნა შე­ას­რუ­ლა კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მა­შინ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე სხვა მუხ­ლით უნდა აღიძ­რას. საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, თუ მან დამ­რღვე­ვის ქმე­დე­ბე­ბი აღ­კვე­თა, ჩემ­თვის კი­თხვებს ბა­დებს.

ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი, სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

- გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა არ უნდა ვიჩ­ქა­როთ. მი­მაჩ­ნია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სწორ კვალ­ზე გას­ვლა არ უნდა გა­უ­ჭირ­დეს. აუ­ცი­ე­ლებ­ლად უნდა დად­გინ­დეს, იყ­ვნენ თუ არა ეს ბი­ჭე­ბი გა­და­სუ­ლი აკ­რძა­ლულ ზო­ნა­ში, რო­მელ­საც გუ­შა­გი იცავ­და. თუ იყ­ვნენ გა­და­სუ­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი შე­იჭრ­ნენ და­ცულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტში და გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს, რა სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გუ­შაგ­მა. ობი­ექ­ტი და­კე­ტი­ლია, ნიშ­ნავს, რომ იქ გუ­შა­გის გარ­და, შეჭ­რის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს და მათი შეს­ვლაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­გუ­შა­გოს უფ­რო­სის მიერ... რაც მთა­ვა­რია, მი­მაჩ­ნია, რომ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტის და­სა­ცა­ვად სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სის­ტე­მით აღ­ჭურ­ვა, რაც, ბევ­რად უფრო სან­დოა, ვიდ­რე ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ არის იქ კა­მე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი თან­ხებ­თან და მონ­დო­მე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო

"...იმ ღამეს უცნობი გუშაგი შეხვდათ, რომელმაც ესროლა..." - უპასუხო კითხვები "კრწანისის" ბაზაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო

კრწანისის საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე 23 ოქტომბერს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ არაერთი შეკითხვა და საკმაოდ საფუძველიანი ეჭვი გააჩინა. გუშაგის მიერ ნასროლმა ტყვიამ 23 წლის გიგა შენგელიას სიცოცხლე შეიწირა. გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი (ამ ეტაპზე დაუდგენელი) პირი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და არ დაემორჩილნენ გუშაგის გაფრთხილებას.

თუმცა, ამ ვერსიას არ ეთანხმებიან დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის წევრები, რომელთათვისაც ბევრი რამ ისევ ბურუსით არის მოცული. მათ გარდა, კითხვებს სვამენ ექსპერტებიც. არაერთი ვერსია გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა იმ ღამეს - როგორ მოახერხეს მათ ბაზის აკრძალულ პერიმეტრზე გადასვლა? რატომ არ არის აღჭურვილი იქაურობა სათვალთვალო კამერებით? რამდენად შეასრულა გუშაგმა ლიკვიდაციამდე გასავლელი ეტაპები? რა მანძილიდან განხორციელდა გასროლა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები...

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, უწყება, ძირითადად, იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ სადღეღამისო მორიგეობის დროს, გუშაგი ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა და მას კანონი არ დაურღვევია. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, 23 ოქტომბერს, გამთენიისას დაცვის ასეულის წარმომადგენელმა ავტოპარკის ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ უშედეგოდ:

"ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა, კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ".

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი, რომელიც 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიაა. ტერიტორიის დათვალიერებისას ნაპოვნია: "სამსუნგის" მარკის მობილური ტელეფონი, ღამის მაშუქი ფანარი, პისტოლეტი, 5 ერთეული АК-74 მოდიფიკაციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრა და სხვა საგნები, რომლებიც დაილუქა და შემდგომი კვლევებისათვის გადაიგზავნა შესაბამის ექსპერტიზებზე. ასევე, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. შესაბამისი კვლევებისთვის გარდაცვლილისგან აღებულია დაქტილოსკოპიური ნიმუშები. საქმეზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტს საგანგებოდ გაუსვა ხაზი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, როდესაც ის 24 ოქტომბერს გუშაგის უდანაშაულობაზე საუბრობდა.

მოკლულის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ იმ ვერსიას, რომ გიგა შენგელიას იარაღი ჰქონდა. როგორც რომან შენგელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, "ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი იქ ძვრებოდნენ, უბრალოდ, იმ ღამეს ნაცნობი გუშაგი არ დახვდათ".

"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, ყაჩაღი არ ყოფილა და არც ნასამართლევია... არ გამოვრიცხავ, რომ ბიჭები კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მეგობრის სანახავად მისულიყვნენ. სასწავლო ცენტრში ერთ-ერთის მეგობარი მსახურობდა და მის სანახავად ადრეც მისულან გიგა და მისი ახლობლები. მაგრამ ამჯერად, ნაცნობი გუშაგი ადგილზე არ დახვდათ, ხოლო უცნობმა გასროლა განახორციელა. გიგას ტყვია უკნიდან ესროლეს, ეს კი ნიშნავს, რომ ის გაიქცა და შემდეგ ესროლა გუშაგმა" - ამბობს რომან შენგელია, რომელიც უარყოფს ვარაუდს, იმის თაობაზე, რომ 23 ოქტომბერს, გამთენიისას, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მისი მეორე ვაჟიც იმყოფებოდა. დაღუპულის მამა იმედოვნებს, რომ სიმართლეს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე მას უკვე აქვს გარკვეული ეჭვები და უპასუხო კითხვები.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით, ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. სწორედ გამოძიების მიერ შერჩეულმა მუხლმა გააჩინა კითხვები სამხედრო ექსპერტთა წრეში.

ამირან სალუქვაძე, გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში:

- როგორც ჩანს, გუშაგის უდანაშაულობა, ცალსახად, დამტკიცებული არ არის და სიმართლე გამოძიების პროცესში უნდა დადგინდეს. საქმე ის არის, რომ გუშაგი ასრულებს საბრძოლო ამოცანას. თუ მან სწორად იმოქმედა (და მე, ჯერჯერობით, თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს ვეყრდნობი) და გუშაგმა მასზე დაკისრებული ყველა მოთხოვნა შეასრულა კანონის თანახმად, მაშინ სისხლის სამართლის საქმე სხვა მუხლით უნდა აღიძრას. საბრძოლო ამოცანის შესრულებისას სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, თუ მან დამრღვევის ქმედებები აღკვეთა, ჩემთვის კითხვებს ბადებს.

ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი:

- გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. მიმაჩნია, რომ სამართალდამცველებს სწორ კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. აუციელებლად უნდა დადგინდეს, იყვნენ თუ არა ეს ბიჭები გადასული აკრძალულ ზონაში, რომელსაც გუშაგი იცავდა. თუ იყვნენ გადასული, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიჭრნენ დაცულ სამხედრო ობიექტში და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა საპასუხო ქმედებები განახორციელა გუშაგმა. ობიექტი დაკეტილია, ნიშნავს, რომ იქ გუშაგის გარდა, შეჭრის უფლება არავის აქვს და მათი შესვლაც ხორციელდება საგუშაგოს უფროსის მიერ... რაც მთავარია, მიმაჩნია, რომ სამხედრო ობიექტის დასაცავად საუკეთესო გამოსავალია თანამედროვე სისტემით აღჭურვა, რაც, ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე ავტომატიანი ადამიანი.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის იქ კამერები დამონტაჟებული?

- ეს ყველაფერი თანხებთან და მონდომებასთან არის დაკავშირებული.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე