პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის სამინისტრო მზადაა, გიორგი შენგელიას ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს
თავდაცვის სამინისტრო მზადაა, გიორგი შენგელიას ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, სურ­ვი­ლის და ინ­ტე­რე­სის შემ­თხვე­ვა­ში გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას ოჯახს მის­ცეს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ­ზე, ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი და მათ ყვე­ლა კი­თხვას ად­გილ­ზე გას­ცეს პა­სუ­ხი.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, უწყე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ში ჩა­ერ­თონ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და ჩა­ტარ­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნოს, რომ შემ­თხვე­ვა მოხ­და ბა­ზის უკა­ნა შიდა პე­რი­მეტრზე. გუ­შა­გი იმ­ყო­ფე­ბო­და არა სა­გუ­შა­გო­ში, არა­მედ ახორ­ცი­ე­ლებ­და გან­წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­მოვ­ლას. სწო­რედ შე­მოვ­ლის დროს მან შე­ნიშ­ნა ბა­ზის შიგ­ნით შე­სუ­ლი უცხო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ტყვი­ე­რად გა­აფრ­თხი­ლა შე­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა პირ­მა გუ­შაგს რკი­ნის ცე­ცხლმაქ­რი ეს­რო­ლა, მან ჰა­ერ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა და რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას, მხო­ლოდ მას შემ­დეგ მოხ­და სრო­ლა უც­ნო­ბი პი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გუ­შაგ­მა ყვე­ლა ნორ­მის დაც­ვით, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით იმოქ­მე­და.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ყვე­ლა ბა­ზა­ზე არის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფი, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მყი­სი­ე­რად მი­ვიდ­ნენ და და­ი­წყეს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი. გა­მო­ი­კი­თხა გუ­შა­გი, მოხ­და უშუ­ა­ლოდ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­ი­და­ნაც გა­ზის პის­ტო­ლე­ტი, ღა­მის მა­შუ­ქი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და რკი­ნის ცე­ცხლმაქ­რი ამო­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ უც­ნობ პი­რებს ეკუთ­ვნით. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღის 5 მას­რაც.

რად­გან სიბ­ნე­ლის გამო, გუ­შა­გის მიერ არ არ­სე­ბობ­და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია უც­ნო­ბი პი­რე­ბის შემ­დგო­მი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო შიდა პე­რი­მეტრზე გან­ლა­გე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის და სა­ცა­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. მას შემ­დეგ, რაც იქ არა­ვინ აღ­მოჩ­ნდა, ოპე­რა­ტი­ულ­მა სამ­სა­ხურ­მა ბა­ზის გარე პე­რი­მეტრზე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სწო­რედ იქ მოხ­და გ.შ-ს ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, სურ­ვი­ლის და ინ­ტე­რე­სის შემ­თხვე­ვა­ში ოჯახს მის­ცეს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ­ზე, ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოს შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი და მათ ყვე­ლა კი­თხვას ად­გილ­ზე გას­ცეს პა­სუ­ხი.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ში ჩა­ერ­თონ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და ჩა­ტარ­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის საქ­მე­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა, მათ შო­რის, დგინ­დე­ბა იმ პირ­თა წრე, ვის­თან ერ­თა­დაც მოქ­მე­დებ­და ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რი­ლი გ.შ.

"23 ოქ­ტომ­ბერს, წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ცენ­ტრის "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­კი­თხის მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს აშშ-ის სა­ელ­ჩოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აკ­ვირ­დე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი. ამ დრო­ის­თვის საქ­მე­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა, მათ შო­რის, დგინ­დე­ბა იმ პირ­თა წრე, ვის­თან ერ­თა­დაც მოქ­მე­დებ­და ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რი­ლი გ.შ., რომ­ლის ცხე­და­რიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 97 მეტრში, მას შემ­დეგ, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და შიდა პე­რი­მეტ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ბა­ზა­სა და და­სახ­ლე­ბას შო­რის არ­სე­ბულ პე­რი­მეტრზე იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

თავდაცვის სამინისტრო მზადაა, გიორგი შენგელიას ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს

თავდაცვის სამინისტრო მზადაა, გიორგი შენგელიას ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში გიორგი შენგელიას ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.

"საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და როდესაც დაინახა, რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბაზაზე არის სამხედრო პოლიციის დანაყოფი, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მყისიერად მივიდნენ და დაიწყეს შესაბამისი პროცედურები. გამოიკითხა გუშაგი, მოხდა უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც გაზის პისტოლეტი, ღამის მაშუქი, მობილური ტელეფონი და რკინის ცეცხლმაქრი ამოიღეს, რომლებიც სავარაუდოდ უცნობ პირებს ეკუთვნით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ავტომატური იარაღის 5 მასრაც.

რადგან სიბნელის გამო, გუშაგის მიერ არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია უცნობი პირების შემდგომი გადაადგილების შესახებ, პირველ რიგში აუცილებელი იყო შიდა პერიმეტრზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და საცავების დათვალიერება. მას შემდეგ, რაც იქ არავინ აღმოჩნდა, ოპერატიულმა სამსახურმა ბაზის გარე პერიმეტრზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და სწორედ იქ მოხდა გ.შ-ს ცხედრის აღმოჩენა.

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.

თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ.

"23 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის" ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საკითხის მაღალი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურთან. გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი. ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ, რაც განხორციელდა შიდა პერიმეტრის დათვალიერება, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი", - აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი