პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა გამოძიება მორაგბეების ავარიის საქმეზე - პროკურატურის უახლესი ინფორმაცია
რა ეტაპზეა გამოძიება მორაგბეების ავარიის საქმეზე - პროკურატურის უახლესი ინფორმაცია

ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე ზა­ფხულ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე კი და­შავ­დნენ, ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზაა და­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სწო­რედ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა საქ­მე­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

"საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია ავ­ტო­ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­მაც უნდა და­ად­გი­ნოს, თუ ვისი ბრა­ლე­უ­ლო­ბით მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ღე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

2016 წლის, 21 ივ­ლისს, სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ერ­თმა­ნეთს დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ერთ-ერთ მან­ქა­ნას მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მარ­თავ­და. მძი­მე ავა­რი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე გარ­და­იც­ვალ­ნენ. მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მძი­მედ და­შავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძეც გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გე­დი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი რაგ­ბის მო­ე­დან­ზე გა­მოჩ­ნდა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

წა­ი­კი­თხეთ: "მძღო­ლიც ნა­პოვ­ნია, რო­მე­ლიც მი­მა­ლუ­ლი იყო..." - მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი ავა­რი­ის უც­ნო­ბი დე­ტა­ლის შე­სა­ხებ წერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ეტაპზეა გამოძიება მორაგბეების ავარიის საქმეზე - პროკურატურის უახლესი ინფორმაცია

რა ეტაპზეა გამოძიება მორაგბეების ავარიის საქმეზე - პროკურატურის უახლესი ინფორმაცია

ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე კი დაშავდნენ, ავტოტექნიკური ექსპერტიზაა დანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.

"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება", - აცხადებენ პროკურატურაში.

2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.

ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი რაგბის მოედანზე გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

წაიკითხეთ: "მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მეგობარი ავარიის უცნობი დეტალის შესახებ წერს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ