სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა
25 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი ნიუ-იორ­კის "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. 25 წლის ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის "მო­ნა­ზო­ნი" ნიუ-იორ­კელ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, რა თან­ხა გა­და­ი­ხა­და კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვარ­ში.

ნიუ იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ის აუქ­ცი­ო­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით Take Home A Nude "სოთ­ბის" სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლში 24 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. აუქ­ცი­ონ­ზე რამ­დე­ნი­მე არ­ტის­ტის ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მას ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ნა­ო­მი უოტ­სი და ბრუკ შილდსი.

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის "მო­ნა­ზონ­ზე" ათამ­დე კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი აკე­თებ­და არ­ჩე­ვანს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, ის ამე­რი­კე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში მოხ­ვდა. "მო­ნა­ზო­ნი" სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის 2012 წლის ნა­მუ­შე­ვა­რია.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­მუ­შე­ვა­რი "სოთ­ბის" სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლში აუქ­ცი­ონ­ზე იყი­დე­ბა. 2015 წელს, სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ნა­ხა­ტი "მე­დუ­ზა" ასე­ვე ნიუ-იორ­კელ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა შე­ი­ძი­ნა. მხატ­ვარ­მა "მე­დუ­ზა" 22 წლის ასაკ­ში თბი­ლის­ში შექ­მნა.

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია 2013 წელს და­ამ­თვრა და ამჟ­მად ნიუ იორ­კის ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში გა­დის სა­მა­გის­ტრო კურსს. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი აქამ­დე ნიუ იორ­კის რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნა­ში იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც აკა­დე­მი­ის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მი­ი­ღო.

Georgian artist’s work "The Nun" sold at Sotheby’s auction

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

25 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა

25 წლის ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა

ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე გაიყიდა. 25 წლის ქართველი მხატვრის "მონაზონი" ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა შეიძინა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რა თანხა გადაიხადა კოლექციონერმა ქართველი მხატვრის ნამუშევარში.

ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის აუქციონი სახელწოდებით Take Home A Nude "სოთბის" სააუქციონო სახლში 24 ოქტომბერს გაიმართა. აუქციონზე რამდენიმე არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი და მას ჰოლივუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ, მათ შორის მსახიობები ნაომი უოტსი და ბრუკ შილდსი.

ლევან სონღულაშვილის "მონაზონზე" ათამდე კოლექციონერი აკეთებდა არჩევანს, თუმცა საბოლოოდ, ის ამერიკელი კოლექციონერის კერძო კოლექციაში მოხვდა. "მონაზონი" სონღულაშვილის 2012 წლის ნამუშევარია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი "სოთბის" სააუქციონო სახლში აუქციონზე იყიდება. 2015 წელს, სონღულაშვილის კიდევ ერთი ნახატი "მედუზა" ასევე ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა შეიძინა. მხატვარმა "მედუზა" 22 წლის ასაკში თბილისში შექმნა.

ლევან სონღულაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია 2013 წელს დაამთვრა და ამჟმად ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს. მისი ნამუშევრები აქამდე ნიუ იორკის რამდენიმე გამოფენაში იყო გამოფენილი. ის პირველი ქართველია, რომელმაც აკადემიის პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

Georgian artist’s work "The Nun" sold at Sotheby’s auction

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება