საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - როგორ ართმევენ თავს ოჯახს და საქმეს ცნობილი ლამაზმანები
"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - როგორ ართმევენ თავს ოჯახს და საქმეს ცნობილი ლამაზმანები

რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი? ქა­ლის როლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ტრანსფორ­მირ­და და ოჯა­ხუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მის კა­რი­ე­რა­სა და სამ­სა­ხურს შე­ერ­წყა. სტე­რე­ო­ტი­პი - "ქალი ვიცი "კუხ­ნა­ში" - და­ინ­გრა და მისი ად­გი­ლი წარ­მა­ტე­ბულ­მა ქალ­მა და­ი­კა­ვა.­

რო­გორ ახერ­ხე­ბენ დღეს ქა­ლე­ბი,­ მო­უ­ა­რონ ოჯახს, გა­ზარ­დონ შვი­ლე­ბი და აკე­თონ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე,­ ამას­თან, იყ­ვნენ ყო­ველ­თვის მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი? - ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი ამას თა­ვად გაგ­ვიმ­ხე­ლენ...

"ყვე­ლაფ­რის შე­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, სან­ტექ­ნი­კი­საც კი"

მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუსა ჩა­ჩუა სამი შვი­ლის დე­დაა. ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის სა­ხეა და ხში­რად უწევს გა­და­ღე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძი­რი­თად დროს ბავ­შვებ­თან ატა­რებს და სუ­ლაც არ მი­აჩ­ნია, რომ შვი­ლე­ბი მისი კა­რი­ე­რის­თვის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

რუსა ჩა­ჩუა: - ძა­ლი­ან მინ­და მე­ო­თხე­ შვი­ლის გა­ჩე­ნაც. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის სახე ვარ, რაც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. იმ საქ­მეს ვა­კე­თებ, რაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვას­წრებ. მარ­თა­ლია, ძი­ძაც მყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა და ჩვენ­თან ცხოვ­რობს, მაგ­რამ საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბი­სა და მე­უღ­ლის მო­წეს­რი­გე­ბა მე მე­ხე­ბა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

ერთ დღეს ჩვენს მძღოლს არ ეცა­ლა და მე წა­ვე­დი ბა­ზარ­ში. მოვ­ზი­დე პრო­დუქ­ტი, მერე მოვ­წეს­რიგ­დი და გა­და­ღე­ბა­ზე წა­ვე­დი. მა­ნამ­დე საჭ­მე­ლიც მო­ვა­თუხ­თუ­ხე. ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა... ყვე­ლაფ­რის შე­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, სან­ტექ­ნი­კი­საც კი...

"დე­და­ჩე­მის თა­ო­ბა ჩვენ­ზე მა­გა­რი იყო"

თიკა ფა­ცა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ დე­და­მი­სის თა­ო­ბის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უფრო ყო­ჩა­ღე­ბი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­სა თუ სამ­სა­ხურ­ში. მი­აჩ­ნია, რომ ძნე­ლია, ოჯა­ხუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და სამ­სა­ხუ­რი ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი სურ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თიკა ფა­ცა­ცია: - არ­სე­ბო­ბენ ქა­ლები,­ რომ­ლე­ბიც ჩემ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან და ბევ­რი შვი­ლიც ჰყავთ, მაგ­რამ ყვე­ლა საქ­მეს უკე­თე­სა­დაც არ­თმე­ვენ თავს. რთუ­ლია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო სამ­სა­ხურ­შიც­ და სახ­ლშიც. ვფიქ­რობ, მთა­ვა­რია ხელ­შე­წყო­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - როგორ ართმევენ თავს ოჯახს და საქმეს ცნობილი ლამაზმანები

"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი" - როგორ ართმევენ თავს ოჯახს და საქმეს ცნობილი ლამაზმანები

როგორია თანამედროვე ქალი? ქალის როლი დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა და ოჯახური მოვალეობები მის კარიერასა და სამსახურს შეერწყა. სტერეოტიპი - "ქალი ვიცი "კუხნაში" - დაინგრა და მისი ადგილი წარმატებულმა ქალმა დაიკავა.­

როგორ ახერხებენ დღეს ქალები,­ მოუარონ ოჯახს, გაზარდონ შვილები და აკეთონ საყვარელი საქმე,­ ამასთან, იყვნენ ყოველთვის მომხიბვლელები? - ქართველი ლამაზმანები ამას თავად გაგვიმხელენ...

"ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი"

მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა სამი შვილის დედაა. ამჟამად რამდენიმე კომპანიის სახეა და ხშირად უწევს გადაღე­ბებზე სიარული. მიუხედავად ამისა, ძირითად დროს ბავშვებთან ატარებს და სულაც არ მიაჩნია, რომ შვილები მისი კარიერისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია.

რუსა ჩაჩუა: - ძალიან მინდა მეოთხე­ შვილის გაჩენაც. რამდენიმე კომპანიის სახე ვარ, რაც ძალიან მსიამოვნებს. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, მაგრამ ყველაფერს ვასწრებ. მართალია, ძიძაც მყავს, რომელიც ძალიან მეხმარება და ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ საჭმლის მომზადება, ჩემი შვილებისა და მეუღლის მოწესრიგება მე მეხება. საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა სიამოვნებას მანიჭებს.

ერთ დღეს ჩვენს მძღოლს არ ეცალა და მე წავედი ბაზარში. მოვზიდე პროდუქტი, მერე მოვწესრიგდი და გადაღებაზე წავედი. მანამდე საჭმელიც მოვათუხთუხე. ზოგჯერ ასეც ხდება... ყველაფრის შეკეთება შემიძლია, სანტექნიკისაც კი...

"დედაჩემის თაობა ჩვენზე მაგარი იყო"

თიკა ფაცაცია მიიჩნევს, რომ დედამისის თაობის ქალბატონები უფრო ყოჩაღები და მოხერხებულები იყვნენ საოჯახო საქმეებსა თუ სამსახურში. მიაჩნია, რომ ძნელია, ოჯახური მოვალეობები და სამსახური ერთმანეთს შეუთავსო, თუმცა ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული.

თიკა ფაცაცია: - არსებობენ ქა­ლები,­ რომლებიც ჩემზე დაკავებული არიან და ბევრი შვილიც ჰყავთ, მაგრამ ყველა საქმეს უკეთესადაც ართმევენ თავს. რთულია, წარმატებული იყო სამ­სახურშიც­ და სახლშიც. ვფიქრობ, მთავარია ხელშეწყობა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი