Faceამბები
საზოგადოება
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოძიება არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული..." - "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს
"გამოძიება არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული..." - "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს

ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ღუ­პუ­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას მა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი ცენ­ტრის გა­რეთ მოკ­ლეს. რო­გორც რო­მან შენ­გე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის ელა­პა­რა­კა ორ ბიჭს, ვინც მის შვილ­თან ერ­თად იყო.

(ფო­ტო­ზე: და­ღუ­პუ­ლი გიგა შენ­გე­ლია)

"ნას­რო­ლია გა­რეთ, ბავ­შვი ღო­ბეს გა­და­ახ­ტა და ოც მეტრზეა ნას­რო­ლი. რა­საც ისი­ნი აცხა­დე­ბენ ტყუ­ი­ლია. მე­ო­რე შვი­ლი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყო­ფი­ლა, სხვე­ბი იყ­ვნენ. მე თუ გა­ვი­გე, მათ ვერ გა­ი­გეს? სამ­ხედ­რო ბაზა არ არის და­ცუ­ლი და ისი­ნი თურ­მე მანდ სულ გა­და­დი­ოდ­ნენ. კა­მე­რე­ბი მანდ არ მუ­შა­ობს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია 2 გას­რო­ლა და ერთი სა­უ­ბე­დუ­როდ მოხ­ვდა ბავ­შვს. ის ორი ბიჭი, ვინც გი­გას­თან ერ­თად იყო, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა თვი­თონ არ აწყობთ, რად­გან ბავ­შვი გა­რეთ არის მოკ­ლუ­ლი. ჩემს შვილს ია­რა­ღი არ ჰქო­ნია. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გარ­და ჩემ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა. ვა­პი­რებ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თვას", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მა­მამ.

ამას­თან, შენ­გე­ლი­ას ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მოკ­ლუ­ლი კრწა­ნი­სის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე ძმას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას ბი­ძაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი მე­ბო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, გა­უ­გე­ბა­რია რა­ტომ გა­მო­ცხად­და ძებ­ნა გარ­დაც­ვლი­ლის ძმა­ზე.

"სამ­ნი იყ­ვნენ შე­სუ­ლი მე­გობ­რის სა­ნა­ხა­ვად. გუ­შა­გი ვალ­დე­ბუ­ლი არ იყო ეს­რო­ლა, ჯერ სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღო, შემ­დეგ ჰა­ერ­ში უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სრო­ლა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შიდა პე­რი­მეტრში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ისი­ნი იყ­ვნენ გა­რეთ, და­ნარ­ჩე­ნი ორი არ არი­ან ზუგ­დი­დე­ლე­ბი, ისი­ნი თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს გი­გას ძმაც იქ იყო, არის ტყუ­ი­ლი. რა­ტომ გა­მო­ცხად­და მას­ზე ძებ­ნა, ეს ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მე­ბო­ნი­ამ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გან­წეს­ში მყო­ფი გუ­შა­გის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას და თავს და­ესხნენ მას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­აა. ეძე­ბენ კი­დევ ორ პირს.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"გამოძიება არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული..." - "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს

"გამოძიება არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული..." - "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპულის ოჯახი ახალ დეტალებზე საუბრობს

ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე დაღუპული გიორგი შენგელიას მამის ინფორმაციით, მისი შვილი ცენტრის გარეთ მოკლეს. როგორც რომან შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ელაპარაკა ორ ბიჭს, ვინც მის შვილთან ერთად იყო.

(ფოტოზე: დაღუპული გიგა შენგელია)

"ნასროლია გარეთ, ბავშვი ღობეს გადაახტა და ოც მეტრზეა ნასროლი. რასაც ისინი აცხადებენ ტყუილია. მეორე შვილი სად არის არ ვიცი, ის იქ არ ყოფილა, სხვები იყვნენ. მე თუ გავიგე, მათ ვერ გაიგეს? სამხედრო ბაზა არ არის დაცული და ისინი თურმე მანდ სულ გადადიოდნენ. კამერები მანდ არ მუშაობს. ჩემი ინფორმაციით, განხორციელებულია 2 გასროლა და ერთი საუბედუროდ მოხვდა ბავშვს. ის ორი ბიჭი, ვინც გიგასთან ერთად იყო, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მაგრამ გამოძიება თვითონ არ აწყობთ, რადგან ბავშვი გარეთ არის მოკლული. ჩემს შვილს იარაღი არ ჰქონია. ჟურნალისტების გარდა ჩემთან არავინ მოსულა. ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ.

ამასთან, შენგელიას ოჯახის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლული კრწანისის სამხედრო ბაზაზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჟურნალისტებს გიორგი შენგელიას ბიძაშვილმა, გიორგი მებონიამ განუცხადა, გაუგებარია რატომ გამოცხადდა ძებნა გარდაცვლილის ძმაზე.

"სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეღო, შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია", - განაცხადა გიორგი მებონიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ