პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყიდა ადგილი "ნაციონალების" საარჩევნო სიაში: "ამბობენ, რომ მილიონი ლარი გადაიხადა..."
ვინ იყიდა ადგილი "ნაციონალების" საარჩევნო სიაში: "ამბობენ, რომ მილიონი ლარი გადაიხადა..."

რო­გორ იყი­დე­ბო­და სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ად­გი­ლე­ბი, რა გა­რი­გე­ბა შედ­გა ივა­ნიშ­ვილ­სა და ბო­კე­რია-ბაქ­რა­ძეს ფრთას შო­რის, ვინ და­ამ­ყა­რა დიქ­ტა­ტუ­რა ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ზეთ "ახალ თა­ო­ბას­თან" ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"გიგა ბო­კე­რი­ამ, და­ვით ბაქ­რა­ძემ, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა ლი­დერ­შიფ­მა ზუგ­დიდ­ში ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლეს. სან­დრა რუ­ლოვ­სი "და­მარ­ცხე­ბუ­ლია", რი­თაც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ორი­ვე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლია.

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი სან­დრა რუ­ლოვ­სის და­მარ­ცხე­ბით თუ კმა­ყო­ფი­ლი არი­ან, რა­ტომ საყ­ვე­დუ­რო­ბენ მას კან­დი­და­ტუ­რი მოხ­სნის გამო?

- ეს სპექ­ტაკ­ლის ნა­წი­ლია. პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა ლა­მი­საა სან­დრა რუ­ლოვ­სი მო­ღა­ლა­ტედ გა­მო­ა­ცხა­დონ. ამით სა­ა­კაშ­ვილ­ზე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ზე­წო­ლას. მას უკვე დიდი ხა­ნია პარ­ტია გიგა ბო­კე­რი­ას დაჯ­გუ­ფე­ბამ "აა­ხია"... მას შემ­დეგ აქ გა­მუდ­მე­ბით ად­გი­ლი აქვს სკან­და­ლებს. საქ­მე იქამ­დეც მი­ვი­და, რომ პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ად­გი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყეს.

- რას ნიშ­ნავს, ად­გი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყეს?

- თა­ვი­დან პარ­ტი­ულ სი­ა­ში არ ფი­გუ­რი­რებ­და რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი. სიის წარ­დგე­ნის წინ კი ის სი­ა­ში მე-20 ნომ­რედ ვი­ხი­ლეთ. ამას პარ­ტი­ა­ში დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.

- უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რა­ტომ მოჰ­ყვა? ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი 2012-2016 წლე­ბის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის სიით მოხ­ვდა და ეს პარ­ტია ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­ტო­ვე­ბია.

- პარ­ტი­ი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა, 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ოზურ­გეთ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ეხ­მა­რე­ბო­და. ამის გამო მის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ეჭ­ვო იყო, რომ ის პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში, გამ­სვლელ ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი რამე ით­ქვა. პარ­ტი­ა­ში ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მან ეს ად­გი­ლი იყი­და და მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ი­ხა­და.

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვინ­მე და­ა­დას­ტუ­რებს?

- თან­ხის გამ­ცე­მი და ამ­ღე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა პარ­ტი­ა­ში ამა­ზე საკ­მა­ოდ ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ის ფაქ­ტი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სიის წარ­დგე­ნის წინა დღე­ებ­ში ჩა­წე­რეს გამ­სვლელ ად­გი­ლას, ბევრ ეჭვს აჩენს.

ეჭ­ვე­ბი ჩნდე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სხვა ლი­დე­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლად სი­ა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი და­ა­კა­ვა, ბო­კე­რი­ას და ბაქ­რა­ძეს არა­ვინ შე­ე­ხო, არა­და, თუ სის­ტე­მა სჩა­დი­ო­და და­ნა­შა­ულს, მა­შინ მარ­ტო მე­რა­ბიშ­ვი­ლი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო დამ­ნა­შა­ვე. გიგა ბო­კე­რია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი გახ­ლდათ, და­ვით ბაქ­რა­ძე კი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - სის­ტე­მურ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მათ­თვი­საც უნდა მო­ე­თხო­ვათ პა­სუ­ხი. მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია.

შე­დე­გად მი­ვი­ღეთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გამპრა­ვე­ბე­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­თან მო­მა­ვალ­შიც ითა­ნამ­შრომ­ლებს..."

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ იყიდა ადგილი "ნაციონალების" საარჩევნო სიაში: "ამბობენ, რომ მილიონი ლარი გადაიხადა..."

ვინ იყიდა ადგილი "ნაციონალების" საარჩევნო სიაში: "ამბობენ, რომ მილიონი ლარი გადაიხადა..."

როგორ იყიდებოდა საარჩევნო სიაში ადგილები, რა გარიგება შედგა ივანიშვილსა და ბოკერია-ბაქრაძეს ფრთას შორის, ვინ დაამყარა დიქტატურა ნაცმოძრაობაში - ამის შესახებ პარტია "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და ადგილობრივმა ლიდერშიფმა ზუგდიდში ივანიშვილის დავალება პირნათლად შეასრულეს. სანდრა რულოვსი "დამარცხებულია", რითაც მოლაპარაკებების ორივე მხარე კმაყოფილია.

- ნაციონალები სანდრა რულოვსის დამარცხებით თუ კმაყოფილი არიან, რატომ საყვედურობენ მას კანდიდატური მოხსნის გამო?

- ეს სპექტაკლის ნაწილია. პარტიის ლიდერებმა ლამისაა სანდრა რულოვსი მოღალატედ გამოაცხადონ. ამით სააკაშვილზე ახორციელებენ ზეწოლას. მას უკვე დიდი ხანია პარტია გიგა ბოკერიას დაჯგუფებამ "აახია"... მას შემდეგ აქ გამუდმებით ადგილი აქვს სკანდალებს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყეს.

- რას ნიშნავს, ადგილების გაყიდვა დაიწყეს?

- თავიდან პარტიულ სიაში არ ფიგურირებდა რამაზ ნიკოლაიშვილი. სიის წარდგენის წინ კი ის სიაში მე-20 ნომრედ ვიხილეთ. ამას პარტიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

- უკმაყოფილება რატომ მოჰყვა? ნიკოლაიშვილი 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში ნაციონალების სიით მოხვდა და ეს პარტია ოფიციალურად არ დაუტოვებია.

- პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ოზურგეთში "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა. ამის გამო მის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება იყო. აქედან გამომდინარე საეჭვო იყო, რომ ის პარტიის საარჩევნო სიაში, გამსვლელ ადგილას აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი რამე ითქვა. პარტიაში ყველა ამბობს, რომ მან ეს ადგილი იყიდა და მილიონი ლარი გადაიხადა.

- ამ ინფორმაციას ოფიციალურად ვინმე დაადასტურებს?

- თანხის გამცემი და ამღები ამ ინფორმაციას არ დაადასტურებენ, თუმცა პარტიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი სიის წარდგენის წინა დღეებში ჩაწერეს გამსვლელ ადგილას, ბევრ ეჭვს აჩენს.

ეჭვები ჩნდება ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერების თავისუფლად სიარულთან დაკავშირებითაც. ივანიშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე ლიდერი დააკავა, ბოკერიას და ბაქრაძეს არავინ შეეხო, არადა, თუ სისტემა სჩადიოდა დანაშაულს, მაშინ მარტო მერაბიშვილი არ უნდა ყოფილიყო დამნაშავე. გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ, დავით ბაქრაძე კი პარლამენტის თავმჯდომარე - სისტემურ დანაშაულებზე მათთვისაც უნდა მოეთხოვათ პასუხი. მათი პასუხისმგებლობის საკითხი არავის დაუყენებია.

შედეგად მივიღეთ "ქართული ოცნების" გამპრავებელი კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ივანიშვილთან მომავალშიც ითანამშრომლებს..."

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."