მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველმა "კრწანისის" ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველმა "კრწანისის" ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი "კრწა­ნი­სის" ცენ­ტრში უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის ფაქტს სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ის­წავ­ლის.

რო­გორც უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, იგი აპი­რებს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა მა­სა­ლა გა­მო­ი­თხო­ვოს და გა­ეც­ნოს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ მას ამ დრომ­დე მა­სა­ლე­ბი არ გა­აჩ­ნია. უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ ეტაპ­ზე კი­თხვე­ბი არ გა­აჩ­ნია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შე­საძ­ლოა, მარ­თლაც იყო გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი "კრწა­ნი­სის" ცენ­ტრში.

"ჩვენ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ვი­წყეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის შეს­წავ­ლა. ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ად­გილ­ზე, გა­ე­სა­უბრნენ იმ სა­ვა­რა­უ­დო მოწ­მე­ებს, მათ შო­რის, იმ პი­რებს, ვინც უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ინ­ცი­დენ­ტში. იგუ­ლის­ხმე­ბა გუ­შა­გე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ საქ­მის შეს­წავ­ლას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის კუ­თხით ჩვენ ვერ ვხე­დავთ, რომ ჯერ რა­ი­მე გა­მო­იკ­ვე­თა, რად­გა­ნაც გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას. მე ჯერ არ მიჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შე­საძ­ლოა, მარ­თლაც იყო გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხი პრობ­ლე­მუ­რი, ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ იყ­ვნენ გა­და­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამას ადას­ტუ­რე­ბენ გუ­შა­გე­ბი. თუმ­ცა, იყო თუ არა ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და­ცუ­ლი, ამას შე­ვის­წავ­ლით. რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მეს, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­სა­ლე­ბი არ გაგ­ვაჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნად სწო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვექ­ნე­ბა რე­ა­გი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გა­ნა­წეს­ში მყო­ფი გუ­შა­გის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას და თავს და­ესხნენ მას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­აა. ეძე­ბენ კი­დევ ორ პირს, რო­მელ­მაც გაქცვა მო­ა­ხერ­ხა.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

სახალხო დამცველმა "კრწანისის" ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა "კრწანისის" ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი "კრწანისის" ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი აპირებს საქმესთან დაკავშირებით ყველა მასალა გამოითხოვოს და გაეცნოს, თუმცა აღნიშნა, რომ მას ამ დრომდე მასალები არ გააჩნია. უჩა ნანუაშვილის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კითხვები არ გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული პრობლემები "კრწანისის" ცენტრში.

"ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ იმ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის, იმ პირებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. იგულისხმება გუშაგები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოიკვეთა, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მე ჯერ არ მიჩნდება კითხვები იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური, ანუ ის ადამიანები რომ იყვნენ გადასული სამხედრო ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ გუშაგები. თუმცა, იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით. რაც შეეხება საქმეს, საქმესთან დაკავშირებით მასალები არ გაგვაჩნია. შესაბამისად, რამდენად სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე მოგვიანებით გვექნება რეაგირება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ