მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ვის უპირისპირდება თბილისში მეორე ტურში და რომელ ოლქებში ტარდება არჩევნები 30 ოქტომბერს
ვინ ვის უპირისპირდება თბილისში მეორე ტურში და რომელ ოლქებში ტარდება არჩევნები 30 ოქტომბერს

30 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. მე­ო­რე ტური სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 53 ოლ­ქში ჩა­ტარ­დე­ბა. აქე­დან თბი­ლი­სის 18 და რე­გი­ო­ნე­ბის - 35 ოლ­ქში. შე­გახ­სე­ნებთ, არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური და­ი­ნიშ­ნა ყვე­ლა იმ ოლ­ქში, სა­დაც კან­დი­დატ­მა "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით" გან­სა­ზღვრუ­ლი 50%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ შეძ­ლო.

რო­მელ ოლ­ქებ­ში მო­უ­წევთ თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლებს არ­ჩე­ვა­ნის ხე­ლახ­ლა და­ფიქ­სი­რე­ბა და რო­მე­ლი კან­დი­და­ტე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან მე­ო­რე ტურ­ში ერ­თმა­ნეთს - სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ამომ­რჩევ­ლის­თვის მე­ო­რე ტუ­რის შე­სა­ხებ:

თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­დის 1-ელ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ხმა­თა ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა - 44,42% და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი ნიკა რუ­რუა 26,92 %-ით. შე­სა­ბა­მი­სად, მთაწ­მინ­დის 1-ელ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში ერ­თმა­ნეთს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და რუ­რუა უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

ვა­კის მე-2 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბით 48,95 %-ით ლი­დე­რობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ბი­ძი­ნა გე­გი­ძე, რო­მელ­საც 22,25 %-ით მიყ­ვე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია. მე­ო­რე ტურ­ში ამომ­რჩე­ველს სწო­რედ გე­გი­ძე­სა და ხოშ­ტა­რი­ას შო­რის მო­უ­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

სა­ბურ­თა­ლოს მე-6 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი (პირ­ველ ტურ­ში 46,89 %), "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძეს (პირ­ველ ტურ­ში 17,2 %) უპი­რის­პირ­დე­ბა.

მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა კრწა­ნი­სის მე-7 ოლ­ქშიც, სა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ 48,23 %-იანი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო. ამომ­რჩე­ველ­თა 28,92 %-მა მის­ცა ხმა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ირაკ­ლი აბე­სა­ძეს.

მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა ის­ნის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­შიც. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მე-8 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე (პირ­ველ ტურ­ში 42,74 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გი­ორ­გი ონი­ა­ნი (პირ­ველ ტურ­ში 24,12 %) უპი­რის­პირ­დე­ბი­ან; ის­ნის მე-9 ოლ­ქში: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე (48,13 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი ბე­სიკ კვი­ცი­ა­ნი (27,37 %).

რაც შე­ე­ხე­ბა ის­ნის მე-10 ოლქს, მე­ო­რე ტურ­ში არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შემ­დეგ ორ კან­დი­დატს შო­რის მო­უ­წევთ: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლი (45,07 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - ზაზა კე­დე­ლაშ­ვი­ლი (26,61 %).

სამ­გო­რის მე-11 მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მო­სი­ძე, რო­მელ­მაც პირ­ველ ტურ­ში ხმა­თა 47,45 % მო­ი­პო­ვა, და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძეს, რო­მე­ლიც მე­ო­რე ად­გილ­ზეა, ამომ­რჩე­ველ­თა 24,11 %-ის მხარ­და­ჭე­რით.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა სამ­გო­რის მე-12 და მე-13 ოლ­ქებ­შიც. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა მა­რი­ამ ჯაშ­მა 42,58% მო­აგ­რო­ვა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" და­ვით ჟღენ­ტმა კი - 27,79 %, ხოლო სამ­გო­რის მე-13 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შოთა ხა­ბა­რე­ლი (45,28 % პირ­ველ ტურ­ში) "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­დატ გი­ორ­გი ხახ­ნე­ლი­ძეს (25,52 %) უპი­რის­პირ­დე­ბა.

დი­დუ­ბის მე-15 ოლ­ქში ხმე­ბი პირ­ველ ტურ­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი - 46,95 %, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი და­ვით ნა­ფეტ­ვა­რი­ძე - 19,81%. შე­სა­ბა­მი­სად, დი­დუ­ბე­ლებს ამ ორ კან­დი­დატს შო­რის მო­უ­წევთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა დი­დუ­ბის კი­დევ ერთ - მე-16 ოლქს, 47,03 % მი­ი­ღო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა ივ­ლი­ა­ნე წუ­ლა­ი­ამ, 20,82% კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ირაკ­ლი დვალ­მა. მე­ო­რე ტურ­ში სწო­რედ ისი­ნი და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა ჩუ­ღუ­რე­თის მე-17, მე-18 და მე-19 ოლ­ქებ­შიც. კერ­ძოდ, მე-17 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ სო­ფიო კი­ლა­ძე­სა (ხმე­ბის 44,83% მო­აგ­რო­ვა) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ მურ­მან თხე­ლი­ძეს (19,84 %) შო­რის მო­უ­წევთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა; მე-18 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­სა (47,13 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვილს (25,39 %) შო­რის, ხოლო მე-19 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ ზაზა გა­ბუ­ნი­ა­სა (45,98 %) და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ლერი დე­მეტ­რაშ­ვილს (26,21 %) შო­რის.

რაც შე­ე­ხე­ბა გლ­დანს, მე-20 ოლ­ქში გლ­და­ნე­ლებ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ კობა კო­ბა­ლა­ძე­სა (40,31 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ ალექ­სან­დრე ჩა­ფი­ჩა­ძეს (24,56 %) შო­რის უნდა გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი.

მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა გლ­და­ნის 21-ე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქშიც, სა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­სა (49,22 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ სერ­გო რა­ტი­ანს (30,42 %) შო­რის იქ­ნე­ბა მან­და­ტის­თვის ბრძო­ლა.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ინიშ­ნე­ბა გლ­და­ნის კი­დევ ერთ - 22-ე ოლ­ქში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ლე­ვან კო­ბე­რი­ძე (44,75 %) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე (25,61 %) უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ვინ ვის უპირისპირდება თბილისში მეორე ტურში და რომელ ოლქებში ტარდება არჩევნები 30 ოქტომბერს

ვინ ვის უპირისპირდება თბილისში მეორე ტურში და რომელ ოლქებში ტარდება არჩევნები 30 ოქტომბერს

30 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 53 ოლქში ჩატარდება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების - 35 ოლქში. შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა "საარჩევნო კოდექსით" განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

რომელ ოლქებში მოუწევთ თბილისის მაცხოვრებლებს არჩევანის ხელახლა დაფიქსირება და რომელი კანდიდატები უპირისპირდებიან მეორე ტურში ერთმანეთს - საჭირო ინფორმაცია ამომრჩევლისთვის მეორე ტურის შესახებ:

თბილისში, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა - 44,42% დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა რურუა 26,92 %-ით. შესაბამისად, მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში ერთმანეთს ზურაბიშვილი და რურუა უპირისპირდებიან.

ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში პირველი ტურის შედეგებით 48,95 %-ით ლიდერობს "ქართული ოცნების" კანდიდატი ბიძინა გეგიძე, რომელსაც 22,25 %-ით მიყვება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. მეორე ტურში ამომრჩეველს სწორედ გეგიძესა და ხოშტარიას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.

საბურთალოს მე-6 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი (პირველ ტურში 46,89 %), "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სევდია უგრეხელიძეს (პირველ ტურში 17,2 %) უპირისპირდება.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება კრწანისის მე-7 ოლქშიც, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბექა ოდიშარიამ 48,23 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ამომრჩეველთა 28,92 %-მა მისცა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი აბესაძეს.

მეორე ტური გაიმართება ისნის მაჟორიტარულ ოლქებშიც. უფრო კონკრეტულად, მე-8 ოლქში "ქართული ოცნების" ირაკლი აბუსერიძე (პირველ ტურში 42,74 %) და "ნაციონალური მოძრაობის" გიორგი ონიანი (პირველ ტურში 24,12 %) უპირისპირდებიან; ისნის მე-9 ოლქში: "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ჭიჭინაძე (48,13 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ კვიციანი (27,37 %).

რაც შეეხება ისნის მე-10 ოლქს, მეორე ტურში არჩევანის გაკეთება შემდეგ ორ კანდიდატს შორის მოუწევთ: "ქართული ოცნება" - ბექა ნაცვლიშვილი (45,07 %) და "ნაციონალური მოძრაობა" - ზაზა კედელაშვილი (26,61 %).

სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მოსიძე, რომელმაც პირველ ტურში ხმათა 47,45 % მოიპოვა, დაუპირისპირდება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ნადირაძეს, რომელიც მეორე ადგილზეა, ამომრჩეველთა 24,11 %-ის მხარდაჭერით.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება სამგორის მე-12 და მე-13 ოლქებშიც. პირველ შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მარიამ ჯაშმა 42,58% მოაგროვა, "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით ჟღენტმა კი - 27,79 %, ხოლო სამგორის მე-13 ოლქში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი შოთა ხაბარელი (45,28 % პირველ ტურში) "ნაციონალების" კანდიდატ გიორგი ხახნელიძეს (25,52 %) უპირისპირდება.

დიდუბის მე-15 ოლქში ხმები პირველ ტურში შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 46,95 %, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე - 19,81%. შესაბამისად, დიდუბელებს ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

რაც შეეხება დიდუბის კიდევ ერთ - მე-16 ოლქს, 47,03 % მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ივლიანე წულაიამ, 20,82% კი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი დვალმა. მეორე ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ჩუღურეთის მე-17, მე-18 და მე-19 ოლქებშიც. კერძოდ, მე-17 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ სოფიო კილაძესა (ხმების 44,83% მოაგროვა) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ მურმან თხელიძეს (19,84 %) შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; მე-18 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილსა (47,13 %) და "ნაციონალების" წარმომადგენელ მამუკა გუგეშაშვილს (25,39 %) შორის, ხოლო მე-19 ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ ზაზა გაბუნიასა (45,98 %) და მეორე ადგილზე გასულ, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ლერი დემეტრაშვილს (26,21 %) შორის.

რაც შეეხება გლდანს, მე-20 ოლქში გლდანელებმა "ქართული ოცნების" კანდიდატ კობა კობალაძესა (40,31 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ალექსანდრე ჩაფიჩაძეს (24,56 %) შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური იქნება გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან კობიაშვილსა (49,22 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სერგო რატიანს (30,42 %) შორის იქნება მანდატისთვის ბრძოლა.

არჩევნების მეორე ტური ინიშნება გლდანის კიდევ ერთ - 22-ე ოლქში. ამ შემთხვევაში ერთმანეთს "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან კობერიძე (44,75 %) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ბარამიძე (25,61 %) უპირისპირდებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."