დღეს "ვიენა ოუფენზე", რომლის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდიდესი სენსაცია მოახდინა - მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7 (5), 7:5.
ეს შეხვედრა ტურნირის პირველ წრეში გაიმართა, სადაც მსოფლიოს 107-ე ჩოგანი საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა, ხოლო ბერდიხი მე-2 ნომრად იყო განთესილი.
ბრძოლა ორსაათნახევარს გასტანა და ქართველი ჩოგბურთელი გამარჯვებასთან რამდენჯერმე იყო ახლოს, თუმცა ჯერ მე-2 სეტი დათმო ტაი-ბრეიკში, შემდეგ მეტოქეს 4:1 "ამოაქაჩინა". საბოლოოდ, ჩვენებურმა მაინც გატეხა სახელოვანი მეტოქე და მეორე წრეში გავიდა.
27 ოქტომბერს ბასილაშვილის მორიგი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვია (63). ჩვენებურმა უკვე გამოიმუშავა 65 ქულა (20 საკვალიფიკაციოს მოგებისთვის) და 25 ათასი ევრო.
Georgian Nikoloz Basilashvili celebrates his first top 10 victory defeating Tomas Berdych