პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან"- "კრწანისში" გარდაცვლილის მამა საპროტესტო აქციით იმუქრება
"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან"- "კრწანისში" გარდაცვლილის მამა საპროტესტო აქციით იმუქრება

"ერთი შვი­ლი სახ­ლში მის­ვე­ნია, მე­ო­რე შვილს არა­ვის გა­ვა­ტან", - ამის შე­სა­ხებ კრწა­ნი­სის საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას მა­მამ რო­მან შენ­გე­ლი­ამ გუ­შინ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის თქმით, ოჯახს გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ის არ სჯე­რა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ნა­შა­უ­ლი მის მე­ო­რე შვილს და­აბ­რა­ლონ. რო­მან შენ­გე­ლი­ას თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­ძი­ე­ბა ეფექ­ტუ­რად არ წა­რი­მარ­თე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლის სხე­ულს ზუგ­დი­დის ცენ­ტრში გა­და­ას­ვე­ნებს და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას და­ი­წყებს.

"ერთი შვი­ლი სახ­ლში მის­ვე­ნია, მე­ო­რე შვილს არა­ვის გა­ვა­ტან. ხვალ დი­ლამ­დე ვე­ლო­დე­ბი რე­ზულ­ტატს, ამის შემ­დგომ მე თვი­თონ გა­ვი­ტან ცხე­დარს სა­ხალ­ხოდ, ზუგ­დი­დის ცენ­ტრში და ვა­ნა­ხებ მა­გათ თუ ვინ და­მიდ­გე­ბა გვერ­დით. სხვა გზა არ დამ­რჩა ჩემი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. 03:30 სა­ათ­ზე და­ი­ღუ­პა ბავ­შვი და 07:30-ზე იპო­ვეს. როცა უნ­დათ, მა­შინ ყვე­ლა­ფერს 5 წუთ­ში ნა­ხუ­ლო­ბენ. ჩემს მე­ო­რე შვილს და­ა­ნე­ბონ თავი, ის ერთი დამ­რჩა. ერთი შვი­ლი მო­მიკ­ლეს და ახლა ცდი­ლო­ბენ მე­ო­რეს "უჩა­ლი­ჩონ" რა­ღაც. ჩემს შვილ­თან სა­უ­ბა­რი გუ­შინ მქონ­და. მან მი­თხრა, რომ გიგა გო­გო­ებ­თან იყო წა­სუ­ლი. ამის მერე მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ მქო­ნია, არ ვიცი სად არის. ჩემს შვილს რამე რომ მო­უ­ვი­დეს, ან თვი­თონ უწი­ოს თა­ვის თავს, ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვალ. არა­ფე­რი მაქვს და­სა­კარ­გი", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ რო­მან შენ­გე­ლი­ამ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უცხო პი­რე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გა­ნა­წეს­ში მყო­ფი გუ­შა­გის სი­ტყვი­ერ გაფრ­თხი­ლე­ბას და თავს და­ესხნენ მას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა წეს­დე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის ფაქ­ტი აღ­კვე­თა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ის უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ზუგ­დი­დე­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­აა. ეძე­ბენ კი­დევ ორ პირს, რომ­ლებ­მაც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხეს.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან"- "კრწანისში" გარდაცვლილის მამა საპროტესტო აქციით იმუქრება

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან"- "კრწანისში" გარდაცვლილის მამა საპროტესტო აქციით იმუქრება

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან", - ამის შესახებ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამამ რომან შენგელიამ გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მისივე განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ. რომან შენგელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტურად არ წარიმართება, გარდაცვლილის სხეულს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

"ერთი შვილი სახლში მისვენია, მეორე შვილს არავის გავატან. ხვალ დილამდე ველოდები რეზულტატს, ამის შემდგომ მე თვითონ გავიტან ცხედარს სახალხოდ, ზუგდიდის ცენტრში და ვანახებ მაგათ თუ ვინ დამიდგება გვერდით. სხვა გზა არ დამრჩა ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. 03:30 საათზე დაიღუპა ბავშვი და 07:30-ზე იპოვეს. როცა უნდათ, მაშინ ყველაფერს 5 წუთში ნახულობენ. ჩემს მეორე შვილს დაანებონ თავი, ის ერთი დამრჩა. ერთი შვილი მომიკლეს და ახლა ცდილობენ მეორეს "უჩალიჩონ" რაღაც. ჩემს შვილთან საუბარი გუშინ მქონდა. მან მითხრა, რომ გიგა გოგოებთან იყო წასული. ამის მერე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, არ ვიცი სად არის. ჩემს შვილს რამე რომ მოუვიდეს, ან თვითონ უწიოს თავის თავს, ყველაფერზე წავალ. არაფერი მაქვს დასაკარგი", - განაცხადა გუშინ რომან შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი