პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში
სოზარ სუბარი - პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში

პი­რო­ბას ვდებთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა და მი­ი­ღებს თა­ვის კუთ­ვნილ ად­გილს მე­ცხრე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, სო­ზარ სუ­ბარ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა კი­დევ ერთხელ და­ი­ნა­ხა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მას ატყუ­ებ­და. სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, სან­დრა რუ­ლოვსმა და­ი­ნა­ხა, რომ აგებ­და და ბუ­ნებ­რი­ვია უარი თქვა მე­ო­რე ტურ­ზე.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხე­დავს, რომ 70%-ით 30%-ზე აგებს, ბუ­ნებ­რი­ვია მან უარი თქვა არ­ჩევ­ნებ­ზე. გან­მე­ო­რე­ბით არ­ჩევ­ნებ­ში ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ამ მი­ი­ღო 70%, ხოლო სან­დრა რუ­ლოვსმა - 30%. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ატყუ­ებ­და. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ მარ­თლა და­ი­ჯე­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­თომ მა­მა­ცუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მო­დის, მო­ცუ­რავს, მი­წას თხრის და ა. შ. როცა და­ი­ნა­ხა, რომ კი­დევ ერთხელ ატყუ­ებს ეს კაცი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამან გარ­კვე­უ­ლი გუ­ლაც­რუ­ე­ბა გა­მო­იწ­ვია", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის რი­ტო­რი­კა შე­იც­ვა­ლა. "ეს არის პარ­ტია, რო­მე­ლიც ლა­პა­რა­კობ­და იმა­ზე, რომ 8 ოქ­ტომ­ბერს მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ რო­გორ­მე "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ აი­ღოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, შე­იც­ვა­ლა მათი რი­ტო­რი­კა. მათ გათ­ვლა აქვთ, რომ იქ­ნებ ერთი, ორი ან სამი ოლქი მა­ინც მო­ვი­გო­თო, მაგ­რამ ვერც ერთს მო­ი­გე­ბენ. სა­ა­კაშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით, პი­რო­ბა­საც ვდებთ, რომ ადრე თუ გვი­ან ის აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა და მი­ი­ღებს თა­ვის კუთ­ვნილ ად­გილს მე­ცხრე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და გან­სას­ჯე­ლის სკამ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

სოზარ სუბარი - პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში

სოზარ სუბარი - პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში

პირობას ვდებთ, მიხეილ სააკაშვილი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში და განსასჯელის სკამზე საქართველოს სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მას ატყუებდა. სუბარის განცხადებით, სანდრა რულოვსმა დაინახა, რომ აგებდა და ბუნებრივია უარი თქვა მეორე ტურზე.

"როდესაც ადამიანი ხედავს, რომ 70%-ით 30%-ზე აგებს, ბუნებრივია მან უარი თქვა არჩევნებზე. განმეორებით არჩევნებში ედიშერ თოლორაიამ მიიღო 70%, ხოლო სანდრა რულოვსმა - 30%. ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ატყუებდა. შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯერა სააკაშვილის ვითომ მამაცური განცხადებები, რომ მოდის, მოცურავს, მიწას თხრის და ა. შ. როცა დაინახა, რომ კიდევ ერთხელ ატყუებს ეს კაცი საზოგადოებას, ამან გარკვეული გულაცრუება გამოიწვია", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა შეიცვალა. "ეს არის პარტია, რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ 8 ოქტომბერს მოვიდოდა ხელისუფლებაში და ლაპარაკობენ იმაზე, რომ როგორმე "ქართულმა ოცნებამ" არ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეიცვალა მათი რიტორიკა. მათ გათვლა აქვთ, რომ იქნებ ერთი, ორი ან სამი ოლქი მაინც მოვიგოთო, მაგრამ ვერც ერთს მოიგებენ. სააკაშვილის დაბრუნებას ჩვენ მივესალმებით, პირობასაც ვდებთ, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაბრუნდება და მიიღებს თავის კუთვნილ ადგილს მეცხრე დაწესებულებაში და განსასჯელის სკამზე სასამართლოში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"