Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატანებში მოხუცი დააყაჩაღეს - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
ნატანებში მოხუცი დააყაჩაღეს - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით, სამი პირი: 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ხ., 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ჟ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ. და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ცივი ია­რა­ღით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, ორ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში, მო­ქა­ლა­ქის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­იჭ­რა და იქ მყოფ მო­ხუც ქალ­ბა­ტონს, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით, "ნო­კი­ას" ფირ­მის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ფული გას­ტა­ცა, რის შემ­დე­გაც თავ­დამ­სხმე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­რი­ა­ში, ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის სახ­ლში და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ გა­ტა­ცე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ფული ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით

და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით).

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნატანებში მოხუცი დააყაჩაღეს - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

ნატანებში მოხუცი დააყაჩაღეს - შსს-მ ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული დ.ხ., 1998 წელს დაბადებული შ.ჟ. და 1990 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებული ერთ-ერთი ბრალდებული, ორ თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და ფული გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში, ერთ-ერთი თავდამსხმელის სახლში დააკავეს.

პოლიციამ გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით

და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ