მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი შესაძლებელია" - შშმ პირების გადამზადებისა და დასაქმების ახალი პროექტი იწყება
"ყველაფერი შესაძლებელია" - შშმ პირების გადამზადებისა და დასაქმების ახალი პროექტი იწყება

"სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" სივ­რცე­ში არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შშმ პი­რე­ბის­თვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი - "ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია" იწყე­ბა. პრო­ექ­ტი შშმ პი­რე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან - "კო­ა­ლი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის" ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დღეს გა­ი­მარ­თა და მას და­ეს­წრნენ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, კო­ა­ლი­ა­ცი­ის და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რო­გორც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, პრო­ექ­ტი "ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია" ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის უფა­სო გა­დამ­ზა­დე­ბას მათი შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბის მიზ­ნით.

"პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი შშმ პი­რე­ბის ერ­თი­ა­ნი და მათი უნა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლე­ბის ბა­ზის შექ­მნა, მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და მათი შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათ რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას მო­ახ­დენს", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

კო­ა­ლი­ა­ცია "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის" თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი ძნე­ლა­ძე ინი­ცი­ა­ტი­ვას დრო­ულს უწო­დებს. "და­საქ­მე­ბას წინ უნდა უძღო­დეს გა­ნათ­ლე­ბა, იმ ბა­ზის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. "სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის" ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­ვი­წყებთ ბა­ზის მომ­ზა­დე­ბას. შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან და­ა­საქ­მონ შშმ პი­რე­ბი. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა დრო­უ­ლია, რად­გან ხალ­ხი სახ­ლშია ჩა­კე­ტი­ლი, მათ სურ­ვი­ლი აქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ვიდ­ნენ", -აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ძნე­ლა­ძემ.

პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი", "სილ­ქნე­ტი", "GPI ჰოლ­დინ­გი", "პა­ლიტ­რა მე­დია".

კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტის" HR გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. თაზო და­თუ­ნაშ­ვი­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე კად­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად "სილ­ქნეტ­ში" და­საქ­მე­ბის­თვის გა­დამ­ზად­დე­ბა. ისი­ნი შე­საძ­ლოა და­საქმდნენ ქოლ ცენ­ტრში.

"მე­დია პა­ლიტ­რის" HR დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლის თქმით, ჰოლ­დინ­გი დიდი მო­ტი­ვა­ცი­ით შე­უ­ერ­თდა აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" არა­ერ­თი შშმ პი­რია და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­გორც მე­დია, ასე­ვე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებგ­ვერ­დსა და სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ყველაფერი შესაძლებელია" - შშმ პირების გადამზადებისა და დასაქმების ახალი პროექტი იწყება

"ყველაფერი შესაძლებელია" - შშმ პირების გადამზადებისა და დასაქმების ახალი პროექტი იწყება

"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებულ უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის საგანმანათლებლო პროექტი - "ყველაფერი შესაძლებელია" იწყება. პროექტი შშმ პირების უფლებადამცველ ორგანიზაციასთან - "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ერთად ხორციელდება.

პროექტის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს გაიმართა და მას დაესწრნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, კოალიაციის და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, პროექტი "ყველაფერი შესაძლებელია" ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფასო გადამზადებას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

"პროექტის მიზანია დასაქმების მსურველი შშმ პირების ერთიანი და მათი უნარებიდან გამომდინარე ინდივიდუალური პროფილების ბაზის შექმნა, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში, მათ რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების სტიმულირებას მოახდენს", - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

კოალიაცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე ინიციატივას დროულს უწოდებს. "დასაქმებას წინ უნდა უძღოდეს განათლება, იმ ბაზის მომზადება, რომელიც დღეს საქართველოში არ არის. "სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, დავიწყებთ ბაზის მომზადებას. შემოგვიერთდნენ კომპანიები, რომლებიც მზად არიან დაასაქმონ შშმ პირები. ეს ინიციატივა დროულია, რადგან ხალხი სახლშია ჩაკეტილი, მათ სურვილი აქვთ საზოგადოებაში გამოვიდნენ", -აღნიშნა გიორგი ძნელაძემ.

პროექტის პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა "საქართველოს ბანკი", "სილქნეტი", "GPI ჰოლდინგი", "პალიტრა მედია".

კომპანია "სილქნეტის" HR განყოფილების უფროსი სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. თაზო დათუნაშვილის თქმით, რამდენიმე კადრი სპეციალურად "სილქნეტში" დასაქმებისთვის გადამზადდება. ისინი შესაძლოა დასაქმდნენ ქოლ ცენტრში.

"მედია პალიტრის" HR დეპარტამენტის უფროსის ნინო ფეიქრიშვილის თქმით, ჰოლდინგი დიდი მოტივაციით შეუერთდა აღნიშნულ პროექტს. მისივე ინფორმაციით, "პალიტრა მედიაში" არაერთი შშმ პირია დასაქმებული, როგორც მედია, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეგისტრაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში დაიწყება, ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ გვერდზე განთავსდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი