სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს
 პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

ახ­მე­ტა-თე­ლა­ვის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტის გელა სამ­ხა­რა­უ­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ა­ში მისი დის ქმა­რი, პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კი ლე­ვან შა­ში­აშ­ვი­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს. იგი ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია. სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ. ამ მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ ახ­მე­ტა-თე­ლა­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოლ­ქში წარ­დგე­ნი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი აქ­ტი­ურ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ინ­ტენ­სი­უ­რად ხვდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის ფარ­გლებ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას და თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მას აც­ნობს. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ახ­მე­ტი­სა და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ორ­გა­ნო­თა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და სხვა სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­მო­არ­კვია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ა­გი­ტა­ციო შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს გელა სამ­ხა­რა­უ­ლის სიძე (დის ქმა­რი) ლე­ვან შა­ში­აშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კია და ამ­ჟა­მად ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობს.

კერ­ძოდ, ფა­ცე­ბო­ოკ-ში არ­სე­ბულ გვერ­დზე "გელა სამ­ხა­რა­უ­ლი ახ­მე­ტი­სა და თე­ლა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რად", გან­თავ­სე­ბუ­ლია ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­ი­და­ნაც ჩანს, რომ ლე­ვან შა­ში­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და გელა სამ­ხა­რა­უ­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც 2016 წლის 5 და 6 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა პან­კი­სის ხე­ო­ბის სოფ­ლე­ბის - შუა ხა­ლაწ­ნის, დუ­მას­ტუ­რი­სა და წი­ნუბ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

 პოლიციის მაღალჩინოსანი გელა სამხარაულის წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობს

ახმეტა-თელავის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატის გელა სამხარაულის წინასაარჩევნო აგიტაციაში მისი დის ქმარი, პოლიციის პოლკოვნიკი ლევან შაშიაშვილიც მონაწილეობს. იგი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეებს საარჩევნო კამპანიის პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამ მოთხოვნის დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ ახმეტა-თელავის გაერთიანებულ ოლქში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი გელა სამხარაული აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. პარლამენტის წევრობის კანდიდატი ინტენსიურად ხვდება საარჩევნო ოლქის ფარგლებში მცხოვრებ მოსახლეობას და თავის საარჩევნო პროგრამას აცნობს. ამ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების ორგანოთა თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები, ასევე მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლები.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ წინასაარჩევნო სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობს გელა სამხარაულის სიძე (დის ქმარი) ლევან შაშიაშვილიც, რომელიც პოლიციის პოლკოვნიკია და ამჟამად ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე - ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობს.

კერძოდ, ფაცებოოკ-ში არსებულ გვერდზე "გელა სამხარაული ახმეტისა და თელავის მაჟორიტარად", განთავსებულია ფოტო და ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ ლევან შაშიაშვილი მონაწილეობდა გელა სამხარაულის წინასაარჩევნო შეხვედრებში, რომლებიც 2016 წლის 5 და 6 ოქტომბერს გაიმართა პანკისის ხეობის სოფლების - შუა ხალაწნის, დუმასტურისა და წინუბნის მოსახლეობასთან.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა