Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა..." - რას ითხოვს "კრწანისის" ბაზასთან მოკლულის მამა
"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა..." - რას ითხოვს "კრწანისის" ბაზასთან მოკლულის მამა

გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას მამა რო­მან შენ­გე­ლია აცხა­დებს, მისი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა სწო­რად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს. გარ­დაც­ვლი­ლის მა­მას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ის არ სჯე­რა.

"ჩემი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა სწო­რად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე. ჩემს შვილს ია­რა­ღი არას­დროს ჰქო­ნია, არც ყა­ჩა­ღი ყო­ფი­ლა და არც ნა­სა­მარ­თლე­ვია. ალ­ბათ, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს. ჩემი მე­ო­რე შვი­ლი არ იყო მას­თან ერ­თად ბა­ზა­ზე, ეს ტყუ­ი­ლია. გა­მოვ­რი­ცხავ იმ სა­ღა­მოს მის ძმას­თან ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დეს. ალ­ბათ გა­არ­კვე­ვენ მას­ზე რა­ტომ გა­მო­ა­ცხა­დეს ძებ­ნა. იმ ვერ­სი­ის, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ დადო, არ გვჯე­რა.

სრო­ლა თუ იყო და კაცი თუ მოკ­ლეს, რატო არ მო­ძებ­ნეს? გან­გა­ში ხომ ატყდა? რა­ტომ მა­შინ­ვე არ მი­ვიდ­ნენ ? სის­ხლის­გან რომ და­ი­ცა­ლა ბიჭი მერე რომ ნა­ხეს, მა­ინ­ტე­რე­სებს სათ­ვათ­ვა­ლო კა­მე­რებ­მა არა­ფე­რი გა­და­ი­ღო? ვი­თხოვ სათ­ვალ­თავ­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წერ­საც, ად­ვო­კატ­საც ავიყ­ვან და ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ლი­ლის მა­მამ რო­მან შენ­გე­ლი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ: "კრწა­ნი­სის" ბა­ზას­თან მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის დედა - "ქათ­მის მოკ­ვლის ეში­ნო­და, რა ია­რა­ღი უნდა ჰქო­ნო­და?"

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის ცენტ "კრწა­ნის­ში" მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე დღეს კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ცენ­ტრში უკა­ნო­ნოდ შეჭ­რას.

"ად­გი­ლი ჰქონ­და ცენ­ტრში უკა­ნო­ნოდ შეჭ­რას. 3 პი­როვ­ნე­ბა ცდი­ლობ­და უკა­ნო­ნოდ შეჭ­რი­ლო­ყო, რა­საც მოჰ­ყვა კა­ნო­ნი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა გუ­შა­გის­გან. კერ­ძოდ, მან ჯერ სი­ტყვი­ე­რად გა­აფრ­თხი­ლა, შემ­დეგ რო­დე­საც უკვე თავ­დას­ხმის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი, ჰა­ერ­შიც გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მაგ­რამ თავ­დას­ხმა კვლავ გრძელ­დე­ბო­და და იღებ­და სა­შიშ და აგ­რე­სი­ულ ხა­სი­ათს, რა­საც მან ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით უპა­სუ­ხა", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ, 23 წლის გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას ოჯა­ხის მტკი­ცე­ბას, რომ მას ია­რა­ღი არ ექ­ნე­ბო­და, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში ნა­პოვ­ნი იქნა ია­რა­ღი.

საქ­მეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

sponsored by ContentRoom

"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა..." - რას ითხოვს "კრწანისის" ბაზასთან მოკლულის მამა

"ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა..." - რას ითხოვს "კრწანისის" ბაზასთან მოკლულის მამა

გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია აცხადებს, მისი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე და ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. გარდაცვლილის მამას თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის არ სჯერა.

"ჩემი მთავარი მოთხოვნაა სწორად გამოიძიონ საქმე. ჩემს შვილს იარაღი არასდროს ჰქონია, არც ყაჩაღი ყოფილა და არც ნასამართლევია. ალბათ, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. ჩემი მეორე შვილი არ იყო მასთან ერთად ბაზაზე, ეს ტყუილია. გამოვრიცხავ იმ საღამოს მის ძმასთან ყოფილიყო. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდეს. ალბათ გაარკვევენ მასზე რატომ გამოაცხადეს ძებნა. იმ ვერსიის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დადო, არ გვჯერა.

სროლა თუ იყო და კაცი თუ მოკლეს, რატო არ მოძებნეს? განგაში ხომ ატყდა? რატომ მაშინვე არ მივიდნენ ? სისხლისგან რომ დაიცალა ბიჭი მერე რომ ნახეს, მაინტერესებს სათვათვალო კამერებმა არაფერი გადაიღო? ვითხოვ სათვალთავლო კამერების ჩანაწერსაც, ადვოკატსაც ავიყვან და ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა გარდაცლილის მამამ რომან შენგელიამ.

წაიკითხეთ: "კრწანისის" ბაზასთან მოკლული ახალგაზრდის დედა - "ქათმის მოკვლის ეშინოდა, რა იარაღი უნდა ჰქონოდა?"

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტ "კრწანისში" მომხდარ შემთხვევაზე დღეს კომენტარი გააკეთა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას.

"ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას. 3 პიროვნება ცდილობდა უკანონოდ შეჭრილოყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა", - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის მტკიცებას, რომ მას იარაღი არ ექნებოდა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ