მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან იზორია - გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა
ლევან იზორია - გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა

გუ­შაგ­ზე თავ­დას­ხმა იღებ­და სა­შიშ და აგ­რე­სი­ულ ხა­სი­ათს, რა­საც მან ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით უპა­სუ­ხა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის ცენტ "კრწა­ნის­ში" მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ცენ­ტრში უკა­ნო­ნოდ შეჭ­რას.

"ად­გი­ლი ჰქონ­და ცენ­ტრში უკა­ნო­ნოდ შეჭ­რას. 3 პი­როვ­ნე­ბა ცდი­ლობ­და უკა­ნო­ნოდ შეჭ­რი­ლო­ყო, რა­საც მოჰ­ყვა კა­ნო­ნი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა გუ­შა­გის­გან. კერ­ძოდ, მან ჯერ სი­ტყვი­ე­რად გა­აფრ­თხი­ლა, შემ­დეგ რო­დე­საც უკვე თავ­დას­ხმის ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი, ჰა­ერ­შიც გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მაგ­რამ თავ­დას­ხმა კვლავ გრძელ­დე­ბო­და და იღებ­და სა­შიშ და აგ­რე­სი­ულ ხა­სი­ათს, რა­საც მან ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით უპა­სუ­ხა", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ, 23 წლის გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას ოჯა­ხის მტკი­ცე­ბას, რომ მას ია­რა­ღი არ ექ­ნე­ბო­და, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში ნა­პოვ­ნი იქნა ია­რა­ღი.

"კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ დი­ლით, 03:30 სა­ათ­ზე 3 პირი უკა­ნო­ნოდ შე­იჭ­რა სას­წავ­ლო ცენ­ტში, რო­მე­ლიც და­ცუ­ლია და გუ­შა­გი მო­იქ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მე­ბის დაც­ვით. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ ორი თან­ხმლე­ბი პი­რის დად­გე­ნაც. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში ნა­პოვ­ნი იქნა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და პის­ტო­ლე­ტი. გა­მო­ძი­ე­ბა ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახლო მო­მა­ვალ­ში იტყვის ამა­ზე", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან იზო­რი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ლევან იზორია - გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა

ლევან იზორია - გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა

გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტ „კრწანისში“ მომხდარ შემთხვევაზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას.

„ადგილი ჰქონდა ცენტრში უკანონოდ შეჭრას. 3 პიროვნება ცდილობდა უკანონოდ შეჭრილოყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა“, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის მტკიცებას, რომ მას იარაღი არ ექნებოდა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დილით, 03:30 საათზე 3 პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტში, რომელიც დაცულია და გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით. გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს იმ ორი თანხმლები პირის დადგენაც. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. გამოძიება ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში იტყვის ამაზე“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."