პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

9

ოქტომბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 18:57-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი არ არის რეკომენდებული.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” მორიგი პრემიერისათვის ემზადება
“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” მორიგი პრემიერისათვის ემზადება

მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი მო­რი­გი პრე­მი­ე­რი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბა. 28 ოქ­ტომ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბე­ლის­თვის თო­ჯი­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნის "ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი" ( ქარ­თულ ენა­ზე) პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა, ხოლო 29 ოქ­ტომ­ბერს 17:00 სა­ათ­ზე ამა­ვე სპექ­ტაკ­ლის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ის წარ­მოდ­გე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა. სპექ­ტაკ­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ფრენკ ბა­უ­მის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის, "ოზის ჯა­დოქ­რის" მი­ხედ­ვით დე­ბი­უ­ტან­ტმა რე­ჟი­სორ­მა დენ ხლი­ბოვ­მა დად­გა.

სპექ­ტაკ­ლი გან­ხორ­ცი­ელ­და ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით.

პი­ე­სის თარ­გმა­ნი ანა­ნო მი­რი­ა­ნაშ­ვილს ეკუთ­ვნის. ინ­სცე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რი და დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი დენ ხლი­ბო­ვი. დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი ნინო ჩი­ტა­იშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი-მე­თო­ჯი­ნე მაია სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ალექ­სან­დრა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის, ქო­რე­ოგ­რა­ფი და­ვით მეტ­რე­ვე­ლი, სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტის ავ­ტო­რი ნინო პა­პი­აშ­ვი­ლი და ნინო მა­ნა­გა­ძე.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი: ვა­სილ ამურ­ვე­ლაშ­ვი­ლი, ლაშა გრძე­ლი­ძე, სერ­გო შვედ­კო­ვი, ირი­ნე კუ­კუ­ლა­ძე, თა­მარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, მაია მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე თვა­უ­რი, ას­მათ ქურ­ცი­კი­ძე, ტა­ტი­ა­ნა ალი­ოშ­კი­ნა, ნინო მა­ნა­გა­ძე, ლე­ვან კა­ცი­აშ­ვი­ლი, ედ­მონ გა­ბე­და­ვა, რატი ნა­ვა­ძე, ნი­კო­ლოზ დონი, ალექ­სი ლო­ბო­ვი, დენ ხლი­ბო­ვი.

სპექ­ტაკ­ლის შე­სა­ხებ:

კან­ზა­სის შტატს თავს სა­ში­ნე­ლი ქარ­ბორ­ბა­ლა და­ა­ტყდა, რო­მელ­მაც პა­ტა­რა გო­გო­ნა ელი და მისი ერ­თგუ­ლი ფი­ნია ტოტო სახ­ლი­ა­ნად ჰა­ერ­ში აი­ტა­ცა და ზღაპ­რულ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­აფ­რი­ნა. ელი სას­წრა­ფოდ შინ დაბ­რუ­ნე­ბას გა­და­წყვეტს, მას ხომ იქ დე­ი­და და ბიძა ელო­დე­ბი­ან, თუმ­ცა კან­ზას­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად გო­გო­ნამ ჯერ ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქამ­დე უნდა მი­აღ­წი­ოს, სა­დაც კე­თი­ლი ჯა­დო­ქა­რი გუდ­ვი­ნი ეგუ­ლე­ბა. მხო­ლოდ მას შე­უძ­ლია ელის და ტო­ტოს დახ­მა­რე­ბა. გო­გო­ნა ყვი­თე­ლი აგუ­რით მო­ფე­ნილ გზას გა­უყ­ვე­ბა და ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­იც­ნობს საფრ­თხო­ბე­ლას (რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ჭკუა აკ­ლია), რკი­ნის ტყის მჭრელს (რო­მე­ლიც უგუ­ლო­ბას გა­ნიც­დის) და მში­შა­რა ლომს. ელი სა­მი­ვეს და­არ­წმუ­ნებს, რომ დი­დე­ბუ­ლი ჯა­დო­ქა­რი გუდ­ვი­ნი ყო­ველ მათ­განს და­ეხ­მა­რე­ბა და მე­გობ­რე­ბი გზას გა­უდ­გე­ბი­ან, ერ­თად გა­და­ლა­ხა­ვენ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს და სა­ბო­ლო­ოდ ნა­ნატრ მი­ზან­საც მი­აღ­წე­ვენ.

კე­თი­ლი ზღა­პა­რი მე­გობ­რო­ბა­სა და ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, სი­მა­მა­ცე­სა და სიყ­ვა­რულ­ზე ჩვენს პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბელს გულ­გრილს არ და­ტო­ვებს და კი­დევ ერთხელ და­არ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ სას­წა­უ­ლის ყო­ველ­თვის უნდა გჯე­რო­დეს და მუ­დამ უკე­თე­სის იმე­დით იცხოვ­რო.

სპექ­ტაკ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბა 75 წუთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები - შსს-მ 13 პირი დააკავა

“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” მორიგი პრემიერისათვის ემზადება

“მოზარდ მაყურებელთა თეატრი” მორიგი პრემიერისათვის ემზადება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მორიგი პრემიერისათვის ემზადება. 28 ოქტომბერს 19:00 საათზე ყველაზე პატარა მაყურებელისთვის თოჯინური წარმოდგენის „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი“ ( ქართულ ენაზე) პრემიერა შედგება, ხოლო 29 ოქტომბერს 17:00 საათზე ამავე სპექტაკლის რუსულენოვანი ვერსიის წარმოდგენა გაიმართება. სპექტაკლი ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის ცნობილი რომანის, „ოზის ჯადოქრის“ მიხედვით დებიუტანტმა რეჟისორმა დენ ხლიბოვმა დადგა.

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

პიესის თარგმანი ანანო მირიანაშვილს ეკუთვნის. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი დენ ხლიბოვი. დამდგმელი მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, მხატვარი-მეთოჯინე მაია სულხანიშვილი. მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის, ქორეოგრაფი დავით მეტრეველი, სიმღერების ტექსტის ავტორი ნინო პაპიაშვილი და ნინო მანაგაძე.

მონაწილეობენ მსახიობები: ვასილ ამურველაშვილი, ლაშა გრძელიძე, სერგო შვედკოვი, ირინე კუკულაძე, თამარ ლორთქიფანიძე, მაია მალხაზიშვილი, ეკატერინე თვაური, ასმათ ქურციკიძე, ტატიანა ალიოშკინა, ნინო მანაგაძე, ლევან კაციაშვილი, ედმონ გაბედავა, რატი ნავაძე, ნიკოლოზ დონი, ალექსი ლობოვი, დენ ხლიბოვი.

სპექტაკლის შესახებ:

კანზასის შტატს თავს საშინელი ქარბორბალა დაატყდა, რომელმაც პატარა გოგონა ელი და მისი ერთგული ფინია ტოტო სახლიანად ჰაერში აიტაცა და ზღაპრულ ქვეყანაში გადააფრინა. ელი სასწრაფოდ შინ დაბრუნებას გადაწყვეტს, მას ხომ იქ დეიდა და ბიძა ელოდებიან, თუმცა კანზასში დასაბრუნებლად გოგონამ ჯერ ზურმუხტის ქალაქამდე უნდა მიაღწიოს, სადაც კეთილი ჯადოქარი გუდვინი ეგულება. მხოლოდ მას შეუძლია ელის და ტოტოს დახმარება. გოგონა ყვითელი აგურით მოფენილ გზას გაუყვება და ამ მოგზაურობისას გაიცნობს საფრთხობელას (რომელსაც მიაჩნია, რომ ჭკუა აკლია), რკინის ტყის მჭრელს (რომელიც უგულობას განიცდის) და მშიშარა ლომს. ელი სამივეს დაარწმუნებს, რომ დიდებული ჯადოქარი გუდვინი ყოველ მათგანს დაეხმარება და მეგობრები გზას გაუდგებიან, ერთად გადალახავენ წინააღმდეგობებს და საბოლოოდ ნანატრ მიზანსაც მიაღწევენ.

კეთილი ზღაპარი მეგობრობასა და ერთგულებაზე, სიმამაცესა და სიყვარულზე ჩვენს პატარა მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს და კიდევ ერთხელ დაარწმუნებს იმაში, რომ სასწაულის ყოველთვის უნდა გჯეროდეს და მუდამ უკეთესის იმედით იცხოვრო.

სპექტაკლის ხანგრძლივობა 75 წუთი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი