პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი დანიშნა
უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი დანიშნა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტზე და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა.

რაქ­ვი­აშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტმა მე­დი­ას დღეს პი­რა­დად წა­რუდ­გი­ნა.

და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი 1968 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში, 2010 წელს, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო.

"ბა­ტო­ნი და­ვი­თი არის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კად­რი. მას აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ის იყო რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. ასე­ვე აქვს რო­გორც აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე რუ­სულ მხა­რეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. აშშ-ში იყო ელ­ჩის მო­ად­გი­ლე - დეს­პა­ნი.

მე და ბა­ტო­ნი და­ვი­თი ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად ვქმნი­დით იმ ინ­სტი­ტუტს, რო­მელ­საც მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუტს. იყო გამ­გე­ო­ბის წევ­რი. პი­როვ­ნულ კონ­ტექ­სტში გე­ტყვით, რომ არის ჩემი თა­ო­ბის ერთ-ერთი გა­მო­ჩე­ნი­ლი ალ­პი­ნის­ტი. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რაც სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში იმუ­შაო და ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რო. ბა­ტო­ნო და­ვი­თი ამ თვალ­საზ­რი­სით მუ­შა­ობ­და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ფუძ­ნე­ბის პრო­ცეს­ში. გვაქვს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. მას ჰყავს მე­უღ­ლე და 4 შვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პოს­ტი მას შემ­დეგ გახ­და ვა­კან­ტუ­რი, რაც პრე­ზი­დენ­ტმა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი დანიშნა

უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსანი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.

რაქვიაშვილი პრეზიდენტმა მედიას დღეს პირადად წარუდგინა.

დავით რაქვიაშვილი 1968 წელს არის დაბადებული. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

"ბატონი დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი. მას აქვს სერიოზული გამოცდილება. ის იყო რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და აქედან გამომდინარე, აქვს სერიოზული გამოცდილება. ასევე აქვს როგორც აშშ-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება. აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე - დესპანი.

მე და ბატონი დავითი ფაქტობრივად, ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს. იყო გამგეობის წევრი. პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ალპინისტი. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას ემსახურო. ბატონო დავითი ამ თვალსაზრისით მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და დაფუძნების პროცესში. გვაქვს ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება. მას ჰყავს მეუღლე და 4 შვილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."