ცოტნე გამსახურდია ავტოსაგზაო ტრაგედიის შემდეგ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სტადიონზე დაბრუნებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"ასეთი ქვეყნის დე***! სადაც შეგიძლია სამი კაცი მოკლა და მერე ორ თვეში მოედანზე გამოიკუნტრუშო! ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, აახვიეთ ჩემი ფრენდებიდან!
ამიტომ არ გვეღირსება ქვეყნის ჩამოყალიბება, სანამ ყველაფერი შეგრჩება, თუ ხარ: პროსახელისუფლებო ცნობადი სახე, მღვდელი, მაყუთიანი ტიპი, თანამდებობის პირი, გყავს დიდი ჯიპი ან თუ ვინმე ზემოთჩამოთვლილს კარგად ულოკავ მაინც...
ფუ, გული მერევა, ვის შეწირა თავი იმ უბედურმა მამაჩემმა... იყავით ჩუმად, ჯოგი იყავით და დარჩით!
მერაბ კვირიკაშვილს არ ვიცნობ და მის მიმართ არავითარი პირადული დამოკიდებულება არ გამაჩნია. თუმცა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით".
შეგახსენებთ, 2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.
მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.
ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა.
იხილეთ ასევე: ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის მოედანზე დაბრუნებას ინტერნეტმომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა