მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი მარათონიდან" შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის აშენებას მოხმარდება
"თბილისი მარათონიდან" შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის აშენებას მოხმარდება

"ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენ­ტის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მა­რა­თო­ნი მე­ხუ­თედ ჩა­ტარ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. შე­მო­სულ თან­ხას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­ა­ორ­მა­გებს და მას ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მარს.

"ღო­ნი­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა 23 000 ლარ­ზე მე­ტია. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ბავ­შვთა ჰოს­პი­სის მშე­ნებ­ლო­ბას მოხ­მარ­დე­ბა. პრო­ექ­ტის საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლეც ქველ­მოქ­მე­დია. ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ხელ­შე­წყო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გარ­და, ჩვე­ნი მი­ზა­ნია ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და "თბი­ლი­სი მა­რა­თო­ნის" ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და "ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენ­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ნინო ტყე­მა­ლა­ძემ.

წელს "თბი­ლი­სი მა­რა­თონ­ში" ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, უცხო ქვეყ­ნის 50 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­რა­თონ­ში ჩერ­თო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი, სამ­თავ­რო­ბო და ბიზ­ნეს სექ­ტო­რი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ღო­ნის­ძი­ე­ბა ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს პატ­რო­ნა­ჟით გა­ი­მარ­თა.

"ღო­ნის­ძი­ე­ბა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გავ­რცე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ის საქ­ველ­მოქ­მე­დოა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გა­დამ­დე­ბია ახალ­გაზ­რდებ­ში და, ზო­გა­დად, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი­დევ უფრო ხში­რად ჩა­ტარ­დე­ბა და მას­ში ჩარ­თუ­ლო­ბაც გა­იზ­რდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მე­რი­ის სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ირაკ­ლი გვი­ლა­ვამ.

მა­რა­თო­ნის ერთ გარ­ბენ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ბავ­შვე­ბი მი­ი­ღე­ბენ. მო­ნა­წი­ლე თუ დამ­სწრე პა­ტა­რე­ბის გარ­თო­ბა­სა და მხი­ა­რუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე იზ­რუ­ნეს ჟურ­ნა­ლებ­მა - "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლი" და "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი". სტუმ­რე­ბის­თის სხვადსახ­ვა გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მო­ე­წყო.

"თბი­ლი­სი მა­რა­თონ­ში" უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლია, პა­ტა­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სა­ბავ­შვო გარ­ბენ­მა წელ­საც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მი­ხა­რია, რომ ბავ­შვე­ბი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ეჩ­ვე­ვი­ან", - გა­ნა­ცხა­და "სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის" ბრენდ-მე­ნე­ჯერ­მა ეკა­ტე­რი­ნე პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

მა­რა­თო­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მაც მი­ი­ღეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით ჩა­ტარ­და. "თბი­ლი­სი მა­რა­თო­ნი" 2015 წლი­დან მა­რა­თო­ნე­ბი­სა და გრძელ დის­ტან­ცი­ებ­ზე გარ­ბენ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (AIMS) წევ­რია.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"თბილისი მარათონიდან" შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის აშენებას მოხმარდება

"თბილისი მარათონიდან" შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისის აშენებას მოხმარდება

"ჰაიდელბერგცემენტის" მიერ ორგანიზებული მარათონი მეხუთედ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შემოსულ თანხას ორგანიზატორი კომპანია, ტრადიციულად, გააორმაგებს და მას ქველმოქმედებას მოახმარს.

"ღონიძიებიდან შემოსული თანხა 23 000 ლარზე მეტია. ის საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. პროექტის საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე მისი თითოეული მონაწილეც ქველმოქმედია. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების გარდა, ჩვენი მიზანია ტურიზმის განვითარება", - განაცხადა "თბილისი მარათონის" ორგანიზატორმა და "ჰაიდელბერგცემენტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ტყემალაძემ.

წელს "თბილისი მარათონში" ქართველების გარდა, უცხო ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მარათონში ჩერთო დიპლომატიური კორპუსი, სამთავრობო და ბიზნეს სექტორი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით გაიმართა.

"ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივი სპორტის გავრცელებას ემსახურება. რაც მთავარია, ის საქველმოქმედოა. ეს ყველაფერი კი გადამდებია ახალგაზრდებში და, ზოგადად, მოქალაქეებში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდება და მასში ჩართულობაც გაიზრდება", - აღნიშნა თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.

მარათონის ერთ გარბენში მონაწილეობას ბავშვები მიიღებენ. მონაწილე თუ დამსწრე პატარების გართობასა და მხიარული გარემოს შექმნაზე იზრუნეს ჟურნალებმა - "საბავშვო კარუსელი" და "ოჯახის მკურნალი". სტუმრებისთის სხვადსახვა გასართობი აქტივობები მოეწყო.

"თბილისი მარათონში" უკვე მერამდენე წელია, პატარებიც მონაწილეობენ. საბავშვო გარბენმა წელსაც წარმატებით ჩაიარა. მიხარია, რომ ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს პატარაობიდანვე ეჩვევიან", - განაცხადა "საბავშვო კარუსელის" ბრენდ-მენეჯერმა ეკატერინე პეტრიაშვილმა.

მარათონი ადაპტირებულია და მასში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც მიიღეს. ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. "თბილისი მარათონი" 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი