საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალებს“ ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის შენარჩუნება, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, აუცილებელია
გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალებს“ ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის შენარჩუნება, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, აუცილებელია

თა­ვად სან­დრა რუ­ლოვსმა თუ თქვა უარი სიის მე­ო­რე ნომ­რო­ბა­ზე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მე არ მგო­ნია, რომ თა­ვად პარ­ტია წა­ვი­დეს ამ ტი­პის კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უა­რის თქმის თა­ო­ბა­ზე სან­დრა რუ­ლოვ­სის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სი­ა­ხე­ლე არაა ის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვის შე­საძ­ლო სცე­ნა­რებ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა და რუ­ლოვ­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სწო­რედ ამ სცე­ნა­რე­ბი­დან ერთ-ერთს უკავ­შირ­დე­ბა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია რო­მაა, დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია - ერთი ფორ­სი­რე­ბუ­ლი სცე­ნა­რი, პი­რო­ბი­თად რუ­ლოვ­სის მე­უღ­ლის სცე­ნა­რი და მე­ო­რე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნა­რი, პი­რო­ბი­თად ბო­კე­რი­ას სცე­ნა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამან სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ გა­მო­იწ­ვია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკან და­ი­ხია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ შე­ეც­დე­ბა სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­მო­მავ­ლოდ ში­და­პარ­ტი­ულ ბრძო­ლებ­ში. სა­ა­კაშ­ვი­ლი რჩე­ბა სა­კუ­თარ აზ­რზე და რო­გორც ჩანს, სან­დრა რუ­ლოვ­სიც მი­იჩ­ნევს, რომ უფრო ფორ­სი­რე­ბუ­ლი სცე­ნა­რით უნდა წა­სუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­და­რე­ბით რბი­ლი, არა­აგ­რე­სი­უ­ლი ფიქ­სა­ცი­აა ამ პო­ზი­ცი­ის, რაც სა­მო­მავ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა პარ­ტი­ის­თვის შეხ­სე­ნე­ბუ­ლი იყოს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტი გარ­კვე­ულ­წი­ლად კონ­სერ­ვა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი გა­მო­ტყორ­ცნე­ბი დრო და დროს ხდე­ბა ხოლ­მე და ახლა სწო­რედ ეს მოხ­და ჩემი აზ­რით", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა აღ­ნიშ­ნა, სან­დრა რუ­ლოვ­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ა­ზა­რა­ლებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" რად­გან გა­მო­ა­ცხა­და არ­ჩევ­ნებ­ში ბრძო­ლის გზა, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ვი­ღა­ცის მიერ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უა­რის თქმა, პრობ­ლე­მა­ტუ­რია მე­ო­რე ტუ­რე­ბის წინ, რად­გან ეს საბ­რძო­ლო გან­წყო­ბას აზი­ა­ნებს. თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თო სუ­რათს ვერ შეც­ვლის, რად­გან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­ი­მარ­ჯვებს", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სა­ლოდ­ნელ სა­პა­სუ­ხო ნა­ბიჯს, ხუ­ხაშ­ვილს არ ჰგო­ნია, რომ პა­სუ­ხი სან­დრა რუ­ლოვ­სის სიის მე­ო­რე ნომ­რი­დან მოხ­სნა იყოს.

"თა­ვად თუ თქვა უარი, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თა­ვად პარ­ტია რომ წა­ვი­დეს ამ ტი­პის კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე, მე არ მგო­ნია. ამ კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვფიქ­რობ, პი­რო­ბი­თად ბო­კე­რი­ას მშვე­ნივ­რად ეს­მის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­გორც ლი­დე­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დრო­შა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად მისი სი­გი­ჟე­ე­ბი­სა, ექ­სცენ­ტრუ­ლო­ბი­სა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ა­დეკვტუ­რო­ბი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პო­ლი­ტო­ლოგ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა სან­დრა რუ­ლოვსმა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­ლოვსმა ზუგ­დი­დი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის სამ უბან­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­აჟ­ღე­რა. მის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის აზ­რით, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ტი­ის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალებს“ ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის შენარჩუნება, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, აუცილებელია

გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, „ნაციონალებს“ ესმით, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ლიდერის შენარჩუნება, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, აუცილებელია

თავად სანდრა რულოვსმა თუ თქვა უარი სიის მეორე ნომრობაზე, აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, მაგრამ მე არ მგონია, რომ თავად პარტია წავიდეს ამ ტიპის კონფრონტაციაზე, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე სანდრა რულოვსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, სიახელე არაა ის, რომ ”ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური პროცესების წარმართვის შესაძლო სცენარებზე აზრთა სხვადასხვაობაა და რულოვსის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სცენარებიდან ერთ-ერთს უკავშირდება.

”ნაციონალებში” ორი განსხვავებული პოზიცია რომაა, დიდი ხანია ცნობილია - ერთი ფორსირებული სცენარი, პირობითად რულოვსის მეუღლის სცენარი და მეორე გრძელვადიანი პოლიტიკური სცენარი, პირობითად ბოკერიას სცენარი. მიუხედავად იმისა, რომ ამან სერიოზული განხეთქილება არ გამოიწვია და მიხეილ სააკაშვილმა უკან დაიხია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ შეეცდება საკუთარი არგუმენტის გამოყენებას სამომავლოდ შიდაპარტიულ ბრძოლებში. სააკაშვილი რჩება საკუთარ აზრზე და როგორც ჩანს, სანდრა რულოვსიც მიიჩნევს, რომ უფრო ფორსირებული სცენარით უნდა წასულიყო პოლიტიკური პროცესი და მისი გადაწყვეტილება, შედარებით რბილი, არააგრესიული ფიქსაციაა ამ პოზიციის, რაც სამომავლოდ შეიძლება პარტიისთვის შეხსენებული იყოს. შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალური კონფლიქტი გარკვეულწილად კონსერვაციის მდგომარეობაშია, თუმცა ამის მიუხედავად ასეთი გამოტყორცნები დრო და დროს ხდება ხოლმე და ახლა სწორედ ეს მოხდა ჩემი აზრით”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება ”ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეულწილად დააზარალებს.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” რადგან გამოაცხადა არჩევნებში ბრძოლის გზა, ასეთ ვითარებაში ვიღაცის მიერ ბრძოლის გაგრძელებაზე უარის თქმა, პრობლემატურია მეორე ტურების წინ, რადგან ეს საბრძოლო განწყობას აზიანებს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების საერთო სურათს ვერ შეცვლის, რადგან ”ქართული ოცნება” დიდი ალბათობით გაიმარჯვებს”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ საპასუხო ნაბიჯს, ხუხაშვილს არ ჰგონია, რომ პასუხი სანდრა რულოვსის სიის მეორე ნომრიდან მოხსნა იყოს.

”თავად თუ თქვა უარი, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და შესაძლებელია, მაგრამ თავად პარტია რომ წავიდეს ამ ტიპის კონფრონტაციაზე, მე არ მგონია. ამ კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, ვფიქრობ, პირობითად ბოკერიას მშვენივრად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის შენარჩუნება, როგორც ლიდერის ”ნაციონალური მოძრაობის” დროშაზე, მიუხედავად მისი სიგიჟეებისა, ექსცენტრულობისა და ხშირ შემთხვევაში არაადეკვტურობისა, აუცილებელია”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა.

”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება რულოვსმა ზუგდიდი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქის სამ უბანზე ჩატარებული ხელახალი არჩევნების დასრულების შემდეგ გააჟღერა. მის ამ გადაწყვეტილებას ”ნაციონალურ მოძრაობაში” უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პარტიის ლიდერების აზრით, ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილება, პარტიისთვის გარკვეულწილად დამაზიანებელია.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."