პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს - "რუსთავული გაქცევის" უცნობი დეტალები
სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს - "რუსთავული გაქცევის" უცნობი დეტალები

35 წლის ოთარ ვა­რა­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­დან 1-ელ სექ­ტემ­ბერს გა­იქ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი თვის შემ­დეგ, 16 ოქ­ტომ­ბერს... სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში და­ა­კა­ვეს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის ორი თვის მან­ძილ­ზე ვა­რა­მაშ­ვილ­მა კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და ოჯა­ხის შექ­მნაც მო­ას­წრო.

"იმე­დის დრომ" მო­ი­პო­ვა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც ვა­რა­მაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­დან გაქ­ცე­ვაა ასა­ხუ­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, მსჯავ­რდე­ბულ­მა პუ­რის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით ბად­რა­გის მო­ტყუ­ე­ბა მო­ა­ხერ­ხა, მათ ხე­ლი­დან და­უსხლტა და ასე გა­იქ­ცა სა­სა­მარ­თლოს ეზო­დან.

იხი­ლეთ ვი­დეო: გაქ­ცე­ვის კად­რე­ბი რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლო­დან

"მან შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია გა­ი­ა­რა 1998 წელს, როცა სცა­და ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა, თუმ­ცა მა­შინ ვერ შეძ­ლო და ახლა ეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა" - ამ­ბობს ვა­რა­მაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძე.

მსჯავ­რდე­ბულ­მა "იმე­დის დროს" წე­რი­ლიც მის­წე­რა, რო­მელ­შიც გაქ­ცე­ვის გეგ­მას ამ­ხელს:

"დიდი ხანი ვემ­ზა­დე­ბო­დი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი მა­მოძ­რა­ვებ­და. ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე აე­წყო, რომ ცი­ხე­ში მეტი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე გა­რეთ. ჩემი მთე­ლი ავ­ლა­დი­დე­ბა ჩემი ოჯა­ხია - დედა, მამა და და... პუ­რის­გან გა­ვა­კე­თე ხელ­ყუმ­ბა­რა, რომ დრო მო­მე­გო და გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, შევ­ძე­ლი ამ ხელ­ყუმ­ბა­რის გა­მო­ტა­ნა ცი­ხი­დან და შევ­ქმე­ნი ფონი, რომ სუს­ტად ვი­ყა­ვი. ბად­რაგ­მა მო­ა­დუ­ნა ყუ­რა­დღე­ბა და გა­ვი­ქე­ცი... ახლა ისევ სახ­ლში ვარ - ცი­ხე­ში და ვდარ­დობ ჩემს მე­უღ­ლე­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­ზე მე­ტად გა­ნიც­დის ჩემს და­ჭე­რას. ღმერ­თმა მომ­ცა შან­სი და ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე. დიახ, ამ ორ თვე­ში რაც გა­ვი­ქე­ცი სა­სა­მარ­თლო­დან, ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. იმე­დი მაქვს მალე გა­ვალ ცი­ხი­დან და მეც ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­რებ სხვე­ბი­ვით" - წერს წე­რილ­ში ვა­რა­მაშ­ვი­ლი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გაქ­ცე­ულ­მა პა­ტი­მარ­მა ჯვა­რიც და­ი­წე­რა მო­ნას­ტერ­ში და სწო­რედ ჯვრის­წე­რის შემ­დეგ თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნავ­და და­ო­ჯა­ხე­ბას, რა დრო­საც და­ა­კა­ვეს კი­დეც.

და­კა­ვე­ბი­სას მას და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ მა­მა­კაცს, ოქ­როს ძეწ­კვე­ბი, ჯვრე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი და ბეჭ­დე­ბი უპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ოქ­რო­უ­ლო­ბის მა­ღა­ზი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის დროს გა­ი­ტა­ცეს.

სა­სა­მარ­თლო­დან გაქ­ცე­უ­ლი ვა­რა­მაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის მე-16 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სას­ჯელს ქურ­დო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის და ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხ­ლე­ბით) იხ­დი­და. ახლა კი ბრალს კი­დევ ერთი ბრა­ლი და­ე­მა­ტა - სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 379-ე მუხ­ლით და 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის, რაც და­კა­ვე­ბის ად­გი­ლი­დან, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ან მო­თავ­სე­ბის სხვა ად­გი­ლი­დან, გაყ­ვა­ნი­სას /გა­დაყ­ვა­ნი­სას ან ექ­სტრა­დი­ცი­ი­სას ბრალ­დე­ბუ­ლის/ მსჯავ­რდე­ბუ­ლის გაქ­ცე­ვას და სად­გომ­ში ან სხვა სა­ცავ­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს - "რუსთავული გაქცევის" უცნობი დეტალები

სასამართლოდან გაქცეული პატიმარი საკუთარ ქორწილში დააკავეს - "რუსთავული გაქცევის" უცნობი დეტალები

35 წლის ოთარ ვარამაშვილი, რომელიც რუსთავის სასამართლოდან 1-ელ სექტემბერს გაიქცა, სამართალდამცავებმა ორი თვის შემდეგ, 16 ოქტომბერს... საკუთარ ქორწილში დააკავეს. თავისუფლებაზე ყოფნის ორი თვის მანძილზე ვარამაშვილმა კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენა და ოჯახის შექმნაც მოასწრო.

"იმედის დრომ" მოიპოვა სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელზეც ვარამაშვილის სასამართლოდან გაქცევაა ასახული. როგორც გაირკვა, მსჯავრდებულმა პურისგან დამზადებული ხელყუმბარით ბადრაგის მოტყუება მოახერხა, მათ ხელიდან დაუსხლტა და ასე გაიქცა სასამართლოს ეზოდან.

იხილეთ ვიდეო: გაქცევის კადრები რუსთავის სასამართლოდან

"მან შეიძლება ითქვას, გენერალური რეპეტიცია გაიარა 1998 წელს, როცა სცადა ციხიდან გაქცევა, თუმცა მაშინ ვერ შეძლო და ახლა ეს განახორციელა" - ამბობს ვარამაშვილის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მსჯავრდებულმა "იმედის დროს" წერილიც მისწერა, რომელშიც გაქცევის გეგმას ამხელს:

"დიდი ხანი ვემზადებოდი, თავისუფლების წყურვილი მამოძრავებდა. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში მეტი მაქვს გატარებული, ვიდრე გარეთ. ჩემი მთელი ავლადიდება ჩემი ოჯახია - დედა, მამა და და... პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რომ დრო მომეგო და გავქცეულიყავი, შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. ბადრაგმა მოადუნა ყურადღება და გავიქეცი... ახლა ისევ სახლში ვარ - ციხეში და ვდარდობ ჩემს მეუღლეზე, რომელიც ჩემზე მეტად განიცდის ჩემს დაჭერას. ღმერთმა მომცა შანსი და ცოლი მოვიყვანე. დიახ, ამ ორ თვეში რაც გავიქეცი სასამართლოდან, ცოლი მოვიყვანე და ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს მალე გავალ ციხიდან და მეც ბედნიერად ვიცხოვრებ სხვებივით" - წერს წერილში ვარამაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, გაქცეულმა პატიმარმა ჯვარიც დაიწერა მონასტერში და სწორედ ჯვრისწერის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა დაოჯახებას, რა დროსაც დააკავეს კიდეც.

დაკავებისას მას და მასთან ერთად დაკავებულ წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები უპოვეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.

სასამართლოდან გაქცეული ვარამაშვილი რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. ახლა კი ბრალს კიდევ ერთი ბრალი დაემატა - საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის, რაც დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ