პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ: "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."
ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ: "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

მკი­თხვე­ლის ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი, უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სტა­ტი­ას "ქერჩში ნა­პოვ­ნი ნეშ­ტის სა­ი­დუმ­ლო". უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მოგ­ვწე­რა, დაგ­ვი­რე­კა და თა­ვის წი­ნაპ­რის ის­ტო­რია გვი­ამ­ბო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას გან­ვაგ­რძობთ.

რე­დაქ­ცი­ა­ში დაგ­ვი­კავ­შირ­და და­ვით ბლი­ა­ძე, რო­მელ­მაც II მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და­კარ­გულ ბი­ძებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, საკ­მა­ოდ ვრცელ, 1000-ზე მეტი პი­რის დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას მი­აგ­ნო და მოგ­ვა­წო­და.

და­ვით ბლი­ა­ძე, მკი­თხვე­ლი:

- სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე დიდ­ხანს ვე­ძებ­დი ბი­ძე­ბის გვარს. უფ­რო­სი, ვა­ლი­კო, 19 წლის იყო, მე­ო­რე, ია­კო­ბი 17-ის. ვა­ლი­კო ქერჩში და­ი­ღუ­პა, რო­გორც კი გე­მი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე და­მომბვა­ში მოყ­ვნენ და ად­გილ­ზე ჩა­ცხრი­ლეს. ისე, რომ საბ­რძო­ლო ნათ­ლო­ბაც არ ჰქო­ნი­ათ. მისი და­ღუპ­ვის შემ­დეგ, ომში მე­ო­რე ძმა, ია­კო­ბი წა­ვი­და. ასა­კით პა­ტა­რა იყო და პირ­ველ ჯერ­ზე, ბე­ბი­ა­ჩემ­მა რო­გორ­ღაც და­აბ­რუ­ნა სახ­ლში, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ი­პა­რა... მე­კავ­ში­რე იყო და ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში, პრუ­სი­ა­ში და­ი­ღუ­პა.

მის ნეშტს და მისი საფ­ლა­ვის ფო­ტო­საც რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვა­გე­ნი, - კა­ლი­ნინ­გრა­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე გად­მო­უს­ვე­ნე­ბი­ათ და და­უკ­რძა­ლავთ. მას­თან ერ­თად გად­მო­უს­ვე­ნე­ბი­ათ, მე­ო­რე ბი­ძაც დე­დის მხრი­დან, მის მო­ნა­ცე­მებ­საც მი­ვა­გე­ნი და საფ­ლა­ვის ფო­ტოც კი ვი­პო­ვე. რო­დე­საც ჩემი ბი­ძე­ბის შე­სა­ხებ ვაგ­რო­ვებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას, II მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი 170 ჩემი მოგ­ვა­რე "ვი­პო­ვე". ჩემი ბი­ძე­ბი ხა­შუ­რი­დან იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ე­ბი­დან გაწ­ვე­უ­ლი ბლი­ა­ძე­ე­ბი არი­ან "შეყ­ვა­ნი­ლი". ზოგი და­კარ­გუ­ლია, ზოგი დახ­ვრი­ტეს... მათ შო­რის, ერთი ამ­ბა­ვი გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა, - თე­ლა­ვის სო­ფელ ნა­ფა­რე­უ­ლი­დან, ბლი­ა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი­დან, ერთ დღეს ოთხი ადა­მი­ა­ნი, მამა და სამი ბიჭი წა­უყ­ვა­ნი­ათ ომში... შინ ვერ­ცერ­თი დაბ­რუნ­და. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ღუ­პუ­ლან...

- ქერჩში და­ღუ­პუ­ლებ­ზე იპო­ვეთ რამე ცნო­ბე­ბი?

- ძა­ლი­ან ცოტა. თით­ქმის არა­ფე­რი გვაქვს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­დაო, მი­თხრეს. რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლად ქერჩში და­ღუ­პულ­თა მო­ნა­ცე­მებს ვე­ძებ­დი, მხო­ლოდ ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­წერ­და, - "ას­ტა­ლის ვ პოლე ბოია". ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვი­პო­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სია, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში ტყვედ ჩა­ვარ­დნენ. მათ შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ კო­მი­სი­ას უმუ­შა­ვია, საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი გერ­მა­ნუ­ლად არის შედ­გე­ნი­ლი. მათ შო­რის ვი­პო­ვე ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი 20 წლის ქარ­თვე­ლი ბი­ჭის, ვა­ლი­კო მი­ქა­ვას მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც წა­ლენ­ჯი­ხის სო­ფელ მი­ქა­ვა­დან ყო­ფი­ლა... ის გერ­მა­ნი­ა­ში, გი­ორ­ლი­ცის ბა­ნაკ­ში 1942 წელს მი­უყ­ვა­ნი­ათ. ერთ წე­ლი­წად­ში და­ღუ­პუ­ლა. მინ­დო­და მის ოჯახს, ან ვინ­მე ნა­თე­სავს დავ­კავ­ში­რე­ბო­დი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­წე­რე, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბამ შე­მი­შა­ლა ხელი. (სტა­ტი­ის მთა­ვარ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია ვა­ლი­კო მი­ქა­ვა და მისი პი­რა­დი დო­კუ­მენ­ტა­ცია; - ავტ.)

პ.ს. მკი­თხველ­თა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი ამ­ბის მო­ყო­ლის ან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ, და­ტო­ვეთ თქვე­ნი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, რო­მელ­ზეც ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­კავ­შირ­დე­ბით.

აქვე ვაქ­ვეყ­ნებთ სა­ი­ტის მი­სა­მართს, სა­დაც სა­კუ­თარ წი­ნაპ­რებ­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ: obd-memorial.ru

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ: "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

ქერჩში დაკარგული ქართველების კვალდაკვალ: "ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ..."

მკითხველის ძალიან დიდი ინტერესი, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სტატიას "ქერჩში ნაპოვნი ნეშტის საიდუმლო". უამრავმა ადამიანმა მოგვწერა, დაგვირეკა და თავის წინაპრის ისტორია გვიამბო. საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ ამ თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.

რედაქციაში დაგვიკავშირდა დავით ბლიაძე, რომელმაც II მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგულ ბიძებზე ინფორმაციების მოძიების პროცესში, საკმაოდ ვრცელ, 1000-ზე მეტი პირის დოკუმენტურ მასალას მიაგნო და მოგვაწოდა.

დავით ბლიაძე, მკითხველი:

- სხვადასხვა საიტებზე დიდხანს ვეძებდი ბიძების გვარს. უფროსი, ვალიკო, 19 წლის იყო, მეორე, იაკობი 17-ის. ვალიკო ქერჩში დაიღუპა, როგორც კი გემიდან გადმოიყვანეს, მაშინვე დამომბვაში მოყვნენ და ადგილზე ჩაცხრილეს. ისე, რომ საბრძოლო ნათლობაც არ ჰქონიათ. მისი დაღუპვის შემდეგ, ომში მეორე ძმა, იაკობი წავიდა. ასაკით პატარა იყო და პირველ ჯერზე, ბებიაჩემმა როგორღაც დააბრუნა სახლში, მაგრამ შემდეგ გაიპარა... მეკავშირე იყო და ბალტიისპირეთში, პრუსიაში დაიღუპა.

მის ნეშტს და მისი საფლავის ფოტოსაც რუსეთში მომუშავე კომისიის წევრების დახმარებით მივაგენი, - კალინინგრადის ძმათა სასაფლაოზე გადმოუსვენებიათ და დაუკრძალავთ. მასთან ერთად გადმოუსვენებიათ, მეორე ბიძაც დედის მხრიდან, მის მონაცემებსაც მივაგენი და საფლავის ფოტოც კი ვიპოვე. როდესაც ჩემი ბიძების შესახებ ვაგროვებდი ინფორმაციას, II მსოფლიო ომში დაღუპული 170 ჩემი მოგვარე "ვიპოვე". ჩემი ბიძები ხაშურიდან იყვნენ, მაგრამ ამ სიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გაწვეული ბლიაძეები არიან "შეყვანილი". ზოგი დაკარგულია, ზოგი დახვრიტეს... მათ შორის, ერთი ამბავი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, - თელავის სოფელ ნაფარეულიდან, ბლიაძეების ოჯახიდან, ერთ დღეს ოთხი ადამიანი, მამა და სამი ბიჭი წაუყვანიათ ომში... შინ ვერცერთი დაბრუნდა. რამდენიმე დღის განმავლობაში დაღუპულან...

- ქერჩში დაღუპულებზე იპოვეთ რამე ცნობები?

- ძალიან ცოტა. თითქმის არაფერი გვაქვს, ყველაფერი განადგურდაო, მითხრეს. როდესაც კონკრეტულად ქერჩში დაღუპულთა მონაცემებს ვეძებდი, მხოლოდ ზოგად ინფორმაციას მიწერდა, - "ასტალის ვ პოლე ბოია". ძიების პროცესში ვიპოვე იმ ადამიანების სია, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ტყვედ ჩავარდნენ. მათ შესახებ გერმანულ კომისიას უმუშავია, საბჭოთა ტყვეების მონაცემები გერმანულად არის შედგენილი. მათ შორის ვიპოვე ტყვედ ჩავარდნილი 20 წლის ქართველი ბიჭის, ვალიკო მიქავას მონაცემები, რომელიც წალენჯიხის სოფელ მიქავადან ყოფილა... ის გერმანიაში, გიორლიცის ბანაკში 1942 წელს მიუყვანიათ. ერთ წელიწადში დაღუპულა. მინდოდა მის ოჯახს, ან ვინმე ნათესავს დავკავშირებოდი, სოციალურ ქსელში დავწერე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ შემიშალა ხელი. (სტატიის მთავარ ფოტოზე ასახულია ვალიკო მიქავა და მისი პირადი დოკუმენტაცია; - ავტ.)

პ.ს. მკითხველთა საყურადღებოდ, ამა თუ იმ კონკრეტული ამბის მოყოლის ან ინფორმაციის გაგების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დატოვეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი, რომელზეც ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

აქვე ვაქვეყნებთ საიტის მისამართს, სადაც საკუთარ წინაპრებზე გარკვეული ინფორმაციის მოპოვება შეგიძლიათ: obd-memorial.ru

ლალი პაპასკირი

"არსენალი"