პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის აჭარელი ქალი, რომლის როკ-ენ-როლმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა
ვინ არის აჭარელი ქალი, რომლის როკ-ენ-როლმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

მის­მა შეს­რუ­ლე­ბულ­მა როკ-ენ-როლ­მა მარ­თლაც მთე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და­ი­პყრო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა ქალ­ბა­ტო­ნის არა მხო­ლოდ ენერ­გი­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბულ­მა სა­ცეკ­ვაო ილე­თებ­მა, არა­მედ სა­ოც­რად პო­ზი­ტი­ურ­მა და სი­ხა­რუ­ლი­ან­მა გან­წყო­ბამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ვი­ნა­ი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, თი­ნე­ი­ჯე­რებ­თან ერ­თად ცეკ­ვავ­და, ყვე­ლამ რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნია რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. "კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­და­წყვი­ტა მო­ე­ძებ­ნა ეს ქალ­ბა­ტო­ნი და თქვენ­თვის გა­ეც­ნო. რო­გორც გა­ირ­კვა როკ-ენ-რო­ლის მო­ცეკ­ვა­ვე 46 წლის ლა­მა­რა ხო­რო­იშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც აჭა­რა­ში ცხოვ­რობს.

ლა­მა­რა ხო­რო­იშ­ვი­ლი:

- ბავ­შვო­ბა­ში ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე დავ­დი­ო­დი და ძა­ლი­ა­ნაც მიყ­ვარ­და, მაგ­რამ როკ-ენ-როლ­მა ისე გა­მი­ტა­ცა, ცეკ­ვა ჩე­მით ვის­წავ­ლე და დღემ­დე სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, გა­ტა­ცე­ბით ვცეკ­ვავ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­მარ­შრუ­ტო ტაქსშიც, რომ ვიჯ­დე და როკ-ენ-როლი ჩარ­თონ, მა­კან­კა­ლებს ცეკ­ვის სურ­ვი­ლის­გან და ლა­მის ად­გილ­ზე ავ­ცეკვდე­ბი ხოლ­მე...

- სად არის ეს ცეკ­ვა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ვნა­ხეთ?

- ჩემი ქმრის ბი­ძაშ­ვი­ლის შვი­ლის ქორ­წი­ლი იყო. ჩვენ­თან აჭა­რა­ში ასე­თი წე­სია, ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს სტუმ­რებს ტორტზე ეპა­ტი­ჟე­ბი­ან, მე და ჩემი მე­უღ­ლეც დაგვპა­ტი­ჟეს. ზო­გა­დად, მხი­ა­რუ­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად ხა­ლი­სი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, უკვე ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­დათ ნა­ცეკ­ვი (ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი, "პა­პი­ტო­ზეც" იცეკ­ვეს), ჰოდა, თა­მა­დას ვთხო­ვე როკ-ენ-როლს ვი­ცეკ­ვებ-მეთ­ქი და ვი­ცეკ­ვე ის, რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ. სხავ­თა შო­რის, ისე მო­ე­წო­ნათ, რომ მერე სხვა მუ­სი­კა აღარც და­უკ­რავთ, ყვე­ლას უნ­დო­და ჩემ­თან ეცეკ­ვა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი სუფ­რი­დან გავ­პა­რუ­ლი­ყა­ვი. ეს ვი­დეო გა­და­ი­ღო ერ­თმა კარ­გმა ბიჭ­მა, რო­მელ­საც "ფე­ის­ბუკ­ზე"და­უ­დია, მე კომ­პი­უ­ტე­რიც არ მაქვს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვინ არის აჭარელი ქალი, რომლის როკ-ენ-როლმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

ვინ არის აჭარელი ქალი, რომლის როკ-ენ-როლმა ინტერნეტსივრცე აალაპარაკა

მისმა შესრულებულმა როკ-ენ-როლმა მართლაც მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. საზოგადოება აღფრთოვანებაში მოიყვანა ქალბატონის არა მხოლოდ ენერგიულად შესრულებულმა საცეკვაო ილეთებმა, არამედ საოცრად პოზიტიურმა და სიხარულიანმა განწყობამ.

იხილეთ ვიდეო

ვინაიდან, ფაქტობრივად, თინეიჯერებთან ერთად ცეკვავდა, ყველამ რატომღაც მიიჩნია რომ მასწავლებელი იყო. "კვირის პალიტრამ" გადაწყვიტა მოეძებნა ეს ქალბატონი და თქვენთვის გაეცნო. როგორც გაირკვა როკ-ენ-როლის მოცეკვავე 46 წლის ლამარა ხოროიშვილია, რომელიც აჭარაში ცხოვრობს.

ლამარა ხოროიშვილი:

- ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი და ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ როკ-ენ-როლმა ისე გამიტაცა, ცეკვა ჩემით ვისწავლე და დღემდე სადაც საშუალება მეძლევა, გატაცებით ვცეკვავ, ძალიან მიყვარს. სამარშრუტო ტაქსშიც, რომ ვიჯდე და როკ-ენ-როლი ჩართონ, მაკანკალებს ცეკვის სურვილისგან და ლამის ადგილზე ავცეკვდები ხოლმე...

- სად არის ეს ცეკვა გადაღებული, რომელიც ყველამ ვნახეთ?

- ჩემი ქმრის ბიძაშვილის შვილის ქორწილი იყო. ჩვენთან აჭარაში ასეთი წესია, ქორწილის მეორე დღეს სტუმრებს ტორტზე ეპატიჟებიან, მე და ჩემი მეუღლეც დაგვპატიჟეს. ზოგადად, მხიარულება და ახალგაზრდებთან ერთად ხალისი ძალიან მიყვარს, უკვე ყველაფერი ჰქონდათ ნაცეკვი (ქართული ცეკვები, თანამედროვეები, "პაპიტოზეც" იცეკვეს), ჰოდა, თამადას ვთხოვე როკ-ენ-როლს ვიცეკვებ-მეთქი და ვიცეკვე ის, რაც ყველამ ნახეთ. სხავთა შორის, ისე მოეწონათ, რომ მერე სხვა მუსიკა აღარც დაუკრავთ, ყველას უნდოდა ჩემთან ეცეკვა, იძულებული გავხდი სუფრიდან გავპარულიყავი. ეს ვიდეო გადაიღო ერთმა კარგმა ბიჭმა, რომელსაც "ფეისბუკზე"დაუდია, მე კომპიუტერიც არ მაქვს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი