საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ტუღუში - "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია
გიორგი ტუღუში - "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ზუგ­დიდ­ში გან­მე­ო­რე­ბით კენ­ჭისყრა­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ შე­დეგს ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბის გზით მი­აღ­წია.

ეს გან­ცხა­დე­ბა ტუ­ღუშ­მა გან­მუ­ხუ­რის 38-ე უბან­ზე გა­ა­კე­თა, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბო­და.

"დი­ლი­დან­ვე ცხა­დი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა. ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ი­წყეს ჩა­მოვ­ლა, და­ში­ნე­ბე­ბი, მოს­ყიდ­ვე­ბი. სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ოკუ­პა­ცი­ის ხა­ზი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს ხალ­ხი და აი­ძუ­ლებ­დნენ, ხმა მი­ე­ცათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის". გა­სა­გე­ბია, რომ ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ეს არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­დათ. იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტური. ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას. ღრმად ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ხალ­ხი კარ­გად მიხ­ვდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა მის­ცეს სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ტუ­ღუშ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დიდ­ში გან­მე­ო­რე­ბით კენ­ჭისყრა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი ედი­შერ თო­ლო­რა­ია ლი­დე­რობს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, გან­მუ­ხუ­რის 38-ე უბ­ნის შე­დე­გე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ­მა 285 ხმა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა სან­დრა რუ­ლოვსმა კი 159 ხმა მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯი­ხაშ­კა­რის ორ უბანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ას მხა­რი 387-მა და 309 ამომ­რჩე­ველ­მა და­უ­ჭი­რა, რაც ჯამ­ში 696 ხმას შე­ად­გენს, სან­დრა რუ­ლოვსს კი ერთ უბან­ზე ხმა 165-მა, მე­ო­რე­ზე კი 117-მა ამომ­რჩე­ველ­მა მის­ცა, რაც ჯა­მუ­რად 282 ხმაა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გიორგი ტუღუში - "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია

გიორგი ტუღუში - "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ტუღუშის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაზე დაფიქსირებულ შედეგს ამომრჩევლის დაშინების გზით მიაღწია.

ეს განცხადება ტუღუშმა განმუხურის 38-ე უბანზე გააკეთა, სადაც არჩევნების პროცესს აკვირდებოდა.

"დილიდანვე ცხადი იყო ხელისუფლების სრული მობილიზება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ჩამოვლა, დაშინებები, მოსყიდვები. სხვადასხვა კრიმინალების დახმარებით ოკუპაციის ხაზიდან გადმოიყვანეს ხალხი და აიძულებდნენ, ხმა მიეცათ "ქართული ოცნებისთვის". გასაგებია, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ პირველივე ტურში დაესრულებინათ ეს არჩევნები, მაგრამ არ გამოუვიდათ. იქნება მეორე ტური. ვაგრძელებთ ბრძოლას. ღრმად ვართ დარწმუნებული, ხალხი კარგად მიხვდება, რომ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა მისცეს სრული ძალაუფლება", - განაცხადა ტუღუშმა.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაში "ქართული ოცნების" კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, განმუხურის 38-ე უბნის შედეგებით, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 285 ხმა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 159 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ჯიხაშკარის ორ უბანს, ამ შემთხვევაში ედიშერ თოლორაიას მხარი 387-მა და 309 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ჯამში 696 ხმას შეადგენს, სანდრა რულოვსს კი ერთ უბანზე ხმა 165-მა, მეორეზე კი 117-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ჯამურად 282 ხმაა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."