მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა კობახიძე - დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს
მანანა კობახიძე - დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

არ­ჩევ­ნებ­მა ყო­ველ­გვა­რი ექ­სცე­სე­ბის და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ ზუგ­დიდ­სა და მარ­ნე­ულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, დღეს ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი გახ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს და ეს სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ის მიერ გა­წე­უ­ლი შრო­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"არ­ჩევ­ნე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ყვე­ლა­ფერ­მა ყო­ველ­გვა­რი ექ­სცე­სე­ბი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ჩვენ ვართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ უკე­თე­სი მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. შე­დე­გე­ბით, რა თქმა უნდა, კმა­ყო­ფი­ლი ვართ. მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა იყო ადექ­ვა­ტუ­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხა კი­დეც შე­სა­ბა­მის ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ 30 ოქ­ტომ­ბერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ მარ­ნე­უ­ლის #48 უბან­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა გა­ი­მარ­ჯვა, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში მხო­ლოდ ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზეა სა­უ­ბა­რი და ერთი უბა­ნი გა­დამ­წყვე­ტი არ იქ­ნე­ბა.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აქვს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, როცა არ­ჩე­ვა­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის, ჩვენ უპი­რო­ბოდ გა­ვი­მარ­ჯვებთ. 30 ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა ერ­თად ვი­ზე­ი­მებთ გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად მო­ვი­პო­ვეთ გა­მომ­დი­ნა­რე იმ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან, რო­მე­ლიც გა­ვა­ტა­რეთ. ჩვენ ბა­რი­ე­რი და­ვა­წე­სეთ, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ანუ ეს არ არის სა­ხელ­და­ხე­ლო გა­მარ­ჯვე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეწე­ვა ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის სა­მუ­შა­ოს და ეს ამომ­რჩე­ველ­მა კარ­გად და­ი­ნა­ხა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვის თავ­ზე იგ­რძნობს ყვე­ლა სი­კე­თეს, რო­მელ­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ქვე­ყა­ნას მო­უ­ტანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მანანა კობახიძე - დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

მანანა კობახიძე - დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

არჩევნებმა ყოველგვარი ექსცესების და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ზუგდიდსა და მარნეულში ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს ძალიან რეალური გახდა, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და ეს სწორედ აღნიშნული პარტიის მიერ გაწეული შრომის დამსახურებაა.

"არჩევნები მთელი დღის განმავლობაში მშვიდად მიმდინარეობდა, ყველაფერმა ყოველგვარი ექსცესებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ყველაფერს ვაკეთებთ უკეთესი მომავლის სასარგებლოდ. შედეგებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ. მოსახლეობის მხარდაჭერა იყო ადექვატური და ეს ყველაფერი აისახა კიდეც შესაბამის ხმათა რაოდენობაში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, რომ მარნეულის #48 უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზეა საუბარი და ერთი უბანი გადამწყვეტი არ იქნება.

"ქართულ ოცნებას" აქვს მტკიცე მხარდაჭერა, მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევანი გასაკეთებელია "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ჩვენ უპირობოდ გავიმარჯვებთ. 30 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, რომელიც ღირსეულად მოვიპოვეთ გამომდინარე იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რომელიც გავატარეთ. ჩვენ ბარიერი დავაწესეთ, რამაც განაპირობა არჩევნების მეორე ტური ანუ ეს არ არის სახელდახელო გამარჯვება", - აღნიშნა კობახიძემ.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ეწევა ქვეყნის კეთილდღეობისთვის და უკეთესი მომავლისთვის სამუშაოს და ეს ამომრჩეველმა კარგად დაინახა.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხი თავის თავზე იგრძნობს ყველა სიკეთეს, რომელსაც "ქართული ოცნება" ქვეყანას მოუტანს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."