სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლორა თორტონი - ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა
ლორა თორტონი - ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა

ჩვენ არას­დროს დაგ­ვი­ყე­ნე­ბია ეჭვქვეშ 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა და არას­დროს გვით­ქვამს მსგავ­სი რამ, - ამის შე­სა­ხებ NDI-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლორა თორ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­და და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

რო­გორც ლორა თორ­ტონ­მა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში აღ­ნიშ­ნა, NDI-ის გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რი იყო მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის ეჭვქვეშ და­ყე­ნე­ბის საფრ­თხე­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი 8 ოქ­ტომ­ბერს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი არ გა­მოს­წორ­დე­ბო­და.

"ძა­ლი­ან დიდი გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია ჩვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ - 8 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ­მა პრო­ცეს­მა გა­მო­ხა­ტა ხალ­ხის ნება. ამ პრო­ცე­სის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა ჩვენ ეჭვქვეშ არას­დროს დაგ­ვი­ყე­ნე­ბია და არას­დროს გვით­ქვამს მსგავ­სი რამ. ჩვენ უბ­რა­ლოდ ვთქვით, რომ არ­სე­ბობ­და პრო­ცეს­ში პრობ­ლე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­ნებ­ზე იყო და აღ­ვნიშ­ნეთ, რომ შე­საძ­ლოა ამან მო­მა­ვალ­ში, ჰი­პო­ტე­ტუ­რად შე­უქ­მნას პრობ­ლე­მე­ბი იმას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს კარ­გად, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ამით მა­ნი­პუ­ლა­ცია სცა­დოს. მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი - საპ­რე­ზი­დენ­ტო, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი სა­ჭი­რო­ებს რა­ღაც ტი­პის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კუ­თხით", - გა­ნა­ცხა­და ლორა თორ­ტონ­მა.

NDI-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის შე­ფა­სე­ბით, 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით.

"თუმ­ცა, ჩვენ გა­ვე­ცით გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მო­ვუ­წო­დეთ პარ­ტი­ებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პრო­ცეს­ში ჩარ­თულ ჯგუ­ფებს, თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლა­დო­ბის­გან. ამას­თან, ცეს­კოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ი­ა­რონ და­მა­ტე­ბი­თი ტრე­ნინ­გე­ბი: შე­საძ­ლოა მათ დას­ჭირ­დეთ დახ­მა­რე­ბა, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა იყოს უფრო მე­ტად გა­მარ­თუ­ლი...

მინ­და პარ­ტი­ებს და სხვა ჯგუ­ფებს მო­ვუ­წო­დო, მის­ცენ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ ის ნება და არ­ჩე­ვა­ნი, რაც მათ გა­აჩ­ნი­ათ. მინ­და ქარ­თვე­ლებს მო­ვუ­წო­დო - წა­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ თქვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა და მი­ე­ცით ხმა. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო აქ­ტი­ვის­ტებ­საც, შექ­მნან მშვი­დი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლებ­მა შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა", - აღ­ნიშ­ნა NDI-ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გუ­შინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თუკი 8 ოქ­ტომ­ბერს გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩე­ბო­და, შე­საძ­ლოა მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტის და მთავ­რო­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის სა­კი­თხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დამ­დგა­რი­ყო. NDI-ის ამ გან­ცხა­დე­ბას სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცია მოჰ­ყვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ლორა თორტონი - ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა

ლორა თორტონი - ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა და არასდროს გვითქვამს მსგავსი რამ, - ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა განაცხადა და ორგანიზაციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა.

როგორც ლორა თორტონმა "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, NDI-ის განცხადებაში საუბარი იყო მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საფრთხეზე იმ შემთხვევაში, თუკი 8 ოქტომბერს დაფიქსირებული ხარვეზები არ გამოსწორდებოდა.

"ძალიან დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ჩვენმა განცხადებამ - 8 ოქტომბერს ჩატარებულმა პროცესმა გამოხატა ხალხის ნება. ამ პროცესის ლეგიტიმურობა ჩვენ ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია და არასდროს გვითქვამს მსგავსი რამ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ არსებობდა პროცესში პრობლემები. მაგალითად, ადმინისტრაციული პრობლემები, რომლებიც უბნებზე იყო და აღვნიშნეთ, რომ შესაძლოა ამან მომავალში, ჰიპოტეტურად შეუქმნას პრობლემები იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს კარგად, შეიძლება ვინმემ ამით მანიპულაცია სცადოს. მომავალ არჩევნებზე გვაქვს საუბარი - საპრეზიდენტო, ადგილობრივი არჩევნები საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით", - განაცხადა ლორა თორტონმა.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

"თუმცა, ჩვენ გავეცით გარკვეული რეკომენდაციები მეორე ტურთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ პარტიებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროცესში ჩართულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან. ამასთან, ცესკოს წარმომადგენლებმა გაიარონ დამატებითი ტრენინგები: შესაძლოა მათ დასჭირდეთ დახმარება, რომ მათი საქმიანობა იყოს უფრო მეტად გამართული...

მინდა პარტიებს და სხვა ჯგუფებს მოვუწოდო, მისცენ ადამიანებს საშუალება მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატონ ის ნება და არჩევანი, რაც მათ გააჩნიათ. მინდა ქართველებს მოვუწოდო - წადით არჩევნებზე, განახორციელეთ თქვენი მოქალაქეობრივი უფლება და მიეცით ხმა. მე მინდა მოვუწოდო აქტივისტებსაც, შექმნან მშვიდი და კომფორტული გარემო იმისთვის, რომ ქართველებმა შეძლონ თავიანთი არჩევანის გაკეთება", - აღნიშნა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ თუკი 8 ოქტომბერს გამოვლენილი ხარვეზები უყურადღებოდ დარჩებოდა, შესაძლოა მომავალი პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. NDI-ის ამ განცხადებას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."