პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის დამნაშავე სამხედროების ავარიაში - გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს
ვინ არის დამნაშავე სამხედროების ავარიაში - გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს

გუ­შინ მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, მათ შო­რის, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბას, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ლე­ვან იზო­რი­ამ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ის კლი­ნი­კა­ში მყოფ ოთხ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

რო­გორც ლე­ვან იზო­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე შიდა მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში ზუს­ტდე­ბა, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ეს­კორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ცი­ლე­ბის წე­სე­ბი იმ სტან­დარ­ტებს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობს.

"გა­მო­ძი­ე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. ერთ-ერთი ვერ­სია გახ­ლავთ, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბას. ასე­ვე შიდა მოკ­ვლე­ვის ფარ­გლებ­ში ჩვენ ვა­ზუს­ტებთ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ეს­კორ­ტი­რე­ბი­სა და გა­ცი­ლე­ბის წე­სე­ბი იმ სტან­დარ­ტებს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბობს. ასე რომ, ამ ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

კი­თხვა­ზე, მე­ო­რე ვერ­სი­ამ შე­საძ­ლოა თუ არა სხვა პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი გა­მოკ­ვე­თოს, იზო­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია.

"ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლად გა­წე­რი­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რო­გორ ხდე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს­კორ­ტი­რე­ბა სამ­ხედ­რო შე­მად­გენ­ლო­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შეს­წავ­ლი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა იმის გან­სა­ზღვრა, იყო თუ არა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ამ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი", - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მძღოლს, ლე­ვან იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რია და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მი­ნის­ტრის თქმით, მძღო­ლი გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არის დამნაშავე სამხედროების ავარიაში - გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს

ვინ არის დამნაშავე სამხედროების ავარიაში - გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც ის კლინიკაში მყოფ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს მოინახულებს.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ზუსტდება, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს.

"გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია გახლავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ასე რომ, ამ ორი მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე, მეორე ვერსიამ შესაძლოა თუ არა სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს, იზორიამ აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი სტანდარტები, როგორ ხდება ამ შემთხვევაში ესკორტირება სამხედრო შემადგენლობის. შესაბამისად, კონკრეტული ფაქტის შესწავლისა და ექსპერტიზის საფუძველზე მოხდება იმის განსაზღვრა, იყო თუ არა ფაქტობრივი გარემოებები ამ სტანდარტის შესაბამისი", - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება მძღოლს, ლევან იზორიას განცხადებით, ის სამოქალაქო პირია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მინისტრის თქმით, მძღოლი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ