მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ადამიანი, რომლის ქონებაც მეცნიერებმა ვერ დათვალეს - 10 უმდიდრესი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში
ვინ იყო ადამიანი, რომლის ქონებაც მეცნიერებმა ვერ დათვალეს - 10 უმდიდრესი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში

თქვე­ნი აზ­რით, ვინ უფრო დიდ ქო­ნე­ბას ფლობ­და - რო­კ­ფე­ლე­რი თუ ჩინ­გიზ ხანი? გა­მო­ცე­მა "Time"-მა ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეკო­ნო­მის­ტე­ბი­სა და ის­ტო­რი­კო­სე­ბის გუნდთან მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, გა­მო­ცე­მამ ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­რა სხვა­დას­ხვა დროს მოღ­ვა­წე ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ქო­ნე­ბა და მათი ათე­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მე­ა­თე ად­გილს ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ა­ში ჩინ­გის ხანი იკა­ვებს. მის ძი­რი­თად ქო­ნე­ბას რა თქმა უნდა, მი­წე­ბი წარ­მო­ად­გენ­და, აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­წე­ბი, რო­მელ­საც მონ­ღო­ლე­თის იმ­პე­რი­ის ყა­ე­ნი იპყრობ­და.

მე­ცხრე ად­გილ­ზეა ბილ გე­ით­სი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნია. Microsoft-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ქო­ნე­ბა 78,9 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

"თა­ი­მის" რე­ი­ტინ­გში მერ­ვე ად­გი­ლი ალან რუ­ფუს­მა და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის მე­ფის, უი­ლი­ამ დამ­პყრობ­ლის ნა­თე­სა­ვი იყო. რუ­ფუ­სი მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში ინ­გლი­სის ქო­ნე­ბის 7 პრო­ცენტს ფლობ­და. ის 1093 წელს გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ქო­ნე­ბა 11 000 ფუნტ სტერ­ლინგს შე­ად­გენ­და, რაც დღეს 194 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე კომ­პა­ნია "სტან­დარტ ოი­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯონ რო­კ­ფე­ლე­რია, რო­მელ­მაც 341 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა ნავ­თო­ბ­ბიზ­ნე­სით და­აგ­რო­ვა.

მე­ექ­ვსე ად­გი­ლი კომ­პა­ნია US Steel-ს მფლო­ბელ­მა, ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მდი­დარ­მა ამე­რი­კელ­მა ენ­დრიუ კარ­ნე­გიმ და­ი­კა­ვა.

სი­ა­ში მე­ხუ­თე ად­გილ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა იო­სებ სტა­ლი­ნი. რე­ი­ტინ­გის ავ­ტო­რე­ბი ამას იმით ხსნი­ან, რომ სტა­ლი­ნი აკონ­ტრო­ლებ­და უმ­დიდ­რეს ქვე­ყა­ნას და შე­ეძ­ლო ჰქო­ნო­და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ი­სურ­ვებ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მა­შინ­დე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მო­ე­ბა დღეს 7,5 ტრი­ლი­ონ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

იგი­ვე მი­ზე­ზით მე­ო­თხე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა მე-16 სა­უ­კუ­ნის ინ­დო­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი აქ­ბარ პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მო­ე­ბის 25 პრო­ცენ­ტის მფლო­ბე­ლი იყო.

ლი­დე­რე­ბის სა­მე­ულს იწყებს ჩი­ნე­თის იმ­პე­რა­ტო­რი შენ ცუი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში მარ­თავ­და. იმ­პე­რა­ტო­რი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი წარ­მო­ე­ბის 25-30 პრო­ცენტს ფლობ­და იმ პე­რი­ოდ­ში.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის ათე­ულ­ში პირ­ველ ად­გილს ერთი ნა­ბი­ჯით ჩა­მორ­ჩა იმ­პე­რა­ტო­რი ოქ­ტა­ვი­ა­ნე ავ­გუს­ტუ­სი, რო­მე­ლიც რო­მის იმ­პე­რი­ას მარ­თავ­და. ეკო­ნო­მის­ტე­ბის აზ­რით, მისი ქო­ნე­ბა დღე­ვან­დე­ლი გა­და­ან­გა­რი­შე­ბით 4,6 ტრი­ლი­ო­ნი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი იყო.

და ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი მსოფ­ლი­ო­ში იყო მან­სა მუსა, მა­ლის სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლი, რო­მე­ლიც 1280-დან 1337 წლამ­დე ცხოვ­რობ­და. რო­გორც "თა­ი­მი" წერს, მისი სიმ­დიდ­რე აღუ­წე­რე­ლია. ის­ტო­რი­კო­სე­ბი თვლი­ან, რომ მუ­სას სა­ხელ­მწი­ფო ოქ­როს ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი იყო მსოფ­ლი­ო­ში. მეც­ნი­ე­რებ­მა მისი ქო­ნე­ბის დათ­ვლა ვერ შეძ­ლეს "მუსა იმა­ზე მდი­და­რი იყო, ვიდ­რე ოდეს­მე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია", - ასე აფა­სე­ბენ მას ის­ტო­რი­კო­სე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია time.com-ის მი­ხედ­ვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
4

სტალინს არანაირი ქონება არ ქონია კიი შეწძლო ქონოდა მარა რუნდოდა.მღელ დედამიწოს ზურგზე ერთერთი პატიოსანი კაცი სტალინი იუო ბიუჯეტიდა მამეთიც არ დაუხარჯია თავის პირადზე

ჯუჯი
9

სისულელეა.სტალინი ოფიციალურად არაფერს არ ფლობდა და არც სურვილი ჰქონდა.

ვინ იყო ადამიანი, რომლის ქონებაც მეცნიერებმა ვერ დათვალეს - 10 უმდიდრესი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში

ვინ იყო ადამიანი, რომლის ქონებაც მეცნიერებმა ვერ დათვალეს - 10 უმდიდრესი მმართველი კაცობრიობის ისტორიაში

თქვენი აზრით, ვინ უფრო დიდ ქონებას ფლობდა - როკფელერი თუ ჩინგიზ ხანი? გამოცემა "Time"-მა ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ეკონომისტებისა და ისტორიკოსების გუნდთან მუშაობის შედეგად, გამოცემამ ერთმანეთს შეადარა სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიული პიროვნებების ქონება და მათი ათეული გამოავლინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეათე ადგილს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ჩინგის ხანი იკავებს. მის ძირითად ქონებას რა თქმა უნდა, მიწები წარმოადგენდა, აურაცხელი რაოდენობის მიწები, რომელსაც მონღოლეთის იმპერიის ყაენი იპყრობდა.

მეცხრე ადგილზეა ბილ გეითსი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება 78,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"თაიმის" რეიტინგში მერვე ადგილი ალან რუფუსმა დაიკავა, რომელიც ინგლისის მეფის, უილიამ დამპყრობლის ნათესავი იყო. რუფუსი მე-11 საუკუნეში ინგლისის ქონების 7 პროცენტს ფლობდა. ის 1093 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება 11 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, რაც დღეს 194 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მეშვიდე ადგილზე კომპანია "სტანდარტ ოილის" დამფუძნებელი ჯონ როკფელერია, რომელმაც 341 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება ნავთობბიზნესით დააგროვა.

მეექვსე ადგილი კომპანია US Steel-ს მფლობელმა, ყველა დროის ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ენდრიუ კარნეგიმ დაიკავა.

სიაში მეხუთე ადგილზე მოულოდნელად აღმოჩნდა იოსებ სტალინი. რეიტინგის ავტორები ამას იმით ხსნიან, რომ სტალინი აკონტროლებდა უმდიდრეს ქვეყანას და შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა. ოფიციალური მონაცემებით კი, საბჭოთა კავშირის მაშინდელი ეკონომიკური წარმოება დღეს 7,5 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.

იგივე მიზეზით მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა მე-16 საუკუნის ინდოელი იმპერატორი აქბარ პირველი, რომელიც ასევე მსოფლიო ეკონომიკური წარმოების 25 პროცენტის მფლობელი იყო.

ლიდერების სამეულს იწყებს ჩინეთის იმპერატორი შენ ცუი, რომელიც ქვეყანას მე-11 საუკუნეში მართავდა. იმპერატორი მსოფლიო ეკონომიკური წარმოების 25-30 პროცენტს ფლობდა იმ პერიოდში.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანის ათეულში პირველ ადგილს ერთი ნაბიჯით ჩამორჩა იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი, რომელიც რომის იმპერიას მართავდა. ეკონომისტების აზრით, მისი ქონება დღევანდელი გადაანგარიშებით 4,6 ტრილიონი ამერიკული დოლარი იყო.

და ბოლოს, ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში იყო მანსა მუსა, მალის სახელმწიფოს მმართველი, რომელიც 1280-დან 1337 წლამდე ცხოვრობდა. როგორც "თაიმი" წერს, მისი სიმდიდრე აღუწერელია. ისტორიკოსები თვლიან, რომ მუსას სახელმწიფო ოქროს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო მსოფლიოში. მეცნიერებმა მისი ქონების დათვლა ვერ შეძლეს "მუსა იმაზე მდიდარი იყო, ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოუდგენია", - ასე აფასებენ მას ისტორიკოსები.

მომზადებულია time.com-ის მიხედვით

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"