პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მარ­ნე­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის აკ­მა­მედ იმამ­კუ­ლი­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია ამომ­რჩევ­ლებს ყი­ზი­ლა­ჯლოს სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნით მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

რო­გორც იმამ­კუ­ლი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ცი­ას სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე გზა აქვს გა­და­კე­ტი­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნუ­მარ­ტავს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 500-600 მეტ­რი ფე­ხით უნდა გა­ი­ა­რონ, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მოხ­ვდნენ.

"არ­ჩევ­ნებ­ზე მო­დი­ან ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ ფი­ზი­კუ­რად არ შე­უძ­ლი­ათ ამ­ხე­ლა მან­ძი­ლის ფე­ხით გავ­ლა. მე მო­ვუ­წო­დებ შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილს, მის­ცეს ბრძა­ნე­ბა პო­ლი­ცი­ას, რათა გახ­სნან გზე­ბი და ამომ­რჩე­ველს მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მო­ვიდ­ნენ და სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხვდე­ბა, რომ არ­ჩევ­ნებს აგებს და აი, ასეთ მე­თო­დებს მი­მარ­თავს, რათა არ და­უშ­ვან ამომ­რჩე­ვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე", - გა­ნა­ცხა­და იმამ­კუ­ლი­ევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გზე­ბის გა­დაკ­ვე­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას ყი­ზი­ლა­ჯლოს მო­სახ­ლო­ე­ბამ მი­ა­წო­და.

აკ­მა­მედ იმამ­კუ­ლი­ე­ვის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მარ­ნე­უ­ლის გამ­გე­ბე­ლი მე­რაბ თოფ­ჩიშ­ვი­ლი უარ­ყოფს. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან მი­სას­ვლელ გზა­ზე პო­ლი­ცი­ას მოძ­რა­ო­ბა ცალ­ხმრი­ვად აქვს გა­და­კე­ტი­ლი, რათა გზა­ზე სა­ცო­ბი არ შე­იქ­მნას. რო­გორც თოფ­ჩიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ­ჩევ­ნებს აგე­ბენ და ცდი­ლო­ბენ ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით გა­ა­მარ­თლონ მარ­ცხი.

ამ წუ­თებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ლი­დე­რე­ბი იმ ად­გი­ლის­კენ მი­დი­ან, სა­დაც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებს გზა აქვთ გა­და­კე­ტი­ლი.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს

"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს.

როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, პოლიციას სოფელში რამდენიმე გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობას განუმარტავს, რომ დაახლოებით 500-600 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ საარჩევნო უბანზე მოხვდნენ.

"არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე", - განაცხადა იმამკულიევმა.

მისივე თქმით, გზების გადაკვეტის შესახებ ინფორმაცია მას ყიზილაჯლოს მოსახლოებამ მიაწოდა.

აკმამედ იმამკულიევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი უარყოფს. როგორც ის განმარტავს, საარჩევნო უბანთან მისასვლელ გზაზე პოლიციას მოძრაობა ცალხმრივად აქვს გადაკეტილი, რათა გზაზე საცობი არ შეიქმნას. როგორც თოფჩიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არჩევნებს აგებენ და ცდილობენ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით გაამართლონ მარცხი.

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ლიდერები იმ ადგილისკენ მიდიან, სადაც მათი ინფორმაციით, პოლიციელებს გზა აქვთ გადაკეტილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."